რა არის NFT-მიწები და უძრავი ქონება მეტავერსში?

ფოტო - რა არის NFT-მიწები და უძრავი ქონება მეტავერსში?
ვირტუალური უძრავი ქონება სპეციალური NFT არის, რომელიც მომხმარებელს მეტავერსში რაიმე მიწის ნაკვეთის ფლობის უფლებას აძლევს.
თითოეული ტოკენის ღირებულება მისი გამოყენების შესაძლებლობაზე, ვირტუალურ სამყაროში არსებულ „ნაგებობებზე“, აქტივების კლასსა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

ბევრი NFT მიწა გამოიყენება არა მხოლოდ სათამაშო პროცესისთვის, არამედ სრულფასოვანი მუშაობისა და შემოსავლის მიღებისთვის. ამაზე ჩვენს სტატიაში ვისაუბრებთ.

ვირტუალური მიწების მუშაობის მექანიზმი

NFT შეიძლება, გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ ხელოვნების, ნახატის, ან მუსიკის ნაწარმოების ფლობისთვის. არაჩანაცვლებადი ტოკენების თვისებები სხვადასხვა ეკოსისტემებში მათი გამოყენების საშუალებას იძლევა.

მეტავერსი წარმოადგენს ვირტუალურ სამყაროს, რომელსაც, უმეტეს შემთხვევაში, ღია სივრცე და "დახურული" ტერიტორიები აქვს. ეს შეიძლება, იყოს ოთახები სართულებზე, როგორც პროექტში Blocktopia, ან ცალკეული, სხვადასხვა ზომის მიწის ნაკვეთები, როგორც The Sandbox-ში, Dalarnia-ში, ან Decentraland-შია.
მეტავერს The Sandbox-ის სათამაშო სივრცე

მეტავერს The Sandbox-ის სათამაშო სივრცე

თუ მომხმარებელს კრიპტოვალუტის საფულეში გარკვეული NFT-ები აქვს, სათამაშო სივრცე მას მფლობელს საშუალებას აძლევს,  მისთვის საჭირო ტერიტორიასთან ურთიერთქმედება საკუთარი 3D ავატარის მეშვეობით მოახდინოს. 

როგორ გამოვიმუშაოთ ფული უძრავი ქონებით მეტავერსში

მეტავერსში საკუთარი მიწის ნაკვეთების გამოყენების მრავალი საშუალება არსებობს:

● სარეკლამო ბანერების განთავსება და მსხვილ კომპანიებთან პარტნიორობა;

● სხვადასხვა დაწესებულებებისა და საკუთარი სივრცეების  მშენებლობა, რომლითაც სხვა მომხმარებლები ისარგებლებენ და ამაში ფულს გადაიხდიან;

● ვირტუალური ჩვენებების, კონფერენციებისა და ღონისძიებების ორგანიზება;

● NFT-მიწის გამოყენება GameFi პროექტების სათამაშო პროცესის ეკონომიკაში;

● ვალუტის კურსით სპეკულაცია გადაყიდვის მიზნით.

მეტავერსებში ბევრი მიწა ძალიან ძვირია, ამიტომ მას ფრაგმენტებად ყოფენ. ასევე, ხშირად მომხმარებლებს შეუძლიათ, თავიანთი NFT-ები გააქირაონ, თუ მათ თავად არ იყენებენ.

უპირატესობა და ნაკლი

ტექნოლოგიის დონეზე, NFT საკუთრების იურიდიულ ასპექტს სრულად უზრუნველყოფს, რადგან თითოეული ტოკენი  უნიკალურია და საკუთარი თვისებები აქვს. ასევე, NFT-მიწების დადებითი მხარეები კარგი ლიკვიდურობა და საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესია, ვინაიდან ასეთი გამოყენება აჩვენებს, რომ არაჩანაცვლებადი ტოკენები მხოლოდ სიაფანდი არ არის და მათი გამოყენება ეკონომიკის რეალურ დარგებშია  შესაძლებელი. 


რაც შეეხება ნაკლოვანებებს, აქ ყველაფერი მომხმარებელთა რაოდენობასა და მეტავერსების განვითარების ტემპზეა დამოკიდებული. ბევრი პროექტი ჯერ კიდევ ბეტა-ტესტირების სტადიაზეა და მომხმარებლები ვირტუალურ სამყაროში გადასვლას არ ჩქარობენ, რადგან მისი წესები არ ესმით. ამიტომ ვირტუალური უძრავი ქონების ღირებულება ძალიან ვოლატილურია და ხშირად ასეთ ინვესტიციებს ინვესტორებისთვის სასურველი მოგება არ მოაქვს.

სად ვიყიდოთ NFT მიწები ახლა?

მეტავერსებში მიწების შეძენის ორი გზა არსებობს - თავად პროექტის პირველადი გაყიდვისას (მაგალითად, INO - Initial NFT Offering), მეტავერსების ვებგვერდებზე, ან პოპულარულ NFT-მარკეტპლეისებში. ამისათვის კრიპტოვალუტის საფულე და გარიგების საფასურის დასაფარად, კრიპტოვალუტა უნდა გქონდეთ. 

მაგალითად, The Sandbox-ის მეტავერსში, შესაძენად ჯერ მიწის ნაკვეთი უნდა აირჩიოთ, შემდეგ კი გადახვიდეთ OpenSea-ს მარკეტპლეისში, სადაც ნაკვეთის შესაძენად კრიპტოვალუტა  Ethereum არის საჭირო. ახლა ამ ტიპის NFT-ის მინიმალური ფასი  0.86 ETH-ს (1290$ მიმდინარე კურსით) შეადგენს.
მიწის არჩევანი The Sandbox-ში

მიწის არჩევანი The Sandbox-ში

NFT-მიწების ყიდვა OpenSea-ს მეშვეობით

NFT-მიწების ყიდვა OpenSea-ს მეშვეობით

ნაკვეთები ასევე იყიდება სხვა ავტორიტეტულ ბაზრებზე, როგორიცაა Rarible, Magic Eden, Sorare, Axie Infinity-ის შიდა მარკეტპლეისი.

ბევრი პროექტი მიწას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ტოკენებზე ყიდის. ეს ქმნის გამოყენების შესაძლებლობას როგორც ნატიური მონეტისთვის, ასევე NFT-სთვის. მაგალითად, ასე გამოიყურება მიწების გაყიდვა Mines of  Dalarnia:
Mines of Dalarnia-ის NFT-მარკეტპლეისი

Mines of Dalarnia-ის NFT-მარკეტპლეისი

ასე გამოიყურება Star Atlas-ის მეტავერსის კოსმოსური სადგურების გაყიდვა:
კოსმოსური სადგურის გაყიდვა Star Atlas-ის მარკეტპლეისში

კოსმოსური სადგურის გაყიდვა Star Atlas-ის მარკეტპლეისში

ნებისმიერი შეძენილი ქონების გასაყიდად, საფულიდან საჭირო NFT უნდა აირჩიოთ და მარკეტპლეისში ფასი დაადოთ.

რისკები და პერსპექტივები

ყურადღებით უნდა იყოთ და მეტავერსებისა და სავაჭრო პლატფორმების მხოლოდ ოფიციალური ვებგვერდები გამოიყენოთ. ასევე არ უნდა დაივიწყოთ, რომ ნებისმიერი აქტივის შეძენა ინვესტიციაა, რომელსაც შეუძლია, მოიტანოს როგორც მოგება, ასევე ზარალიც.

ზოგადად, ფიზიკური სამყაროს ეკოსისტემებში ამ ტერიტორიის გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინებით, ციფრული უძრავი ქონება საკმაოდ პერსპექტიულად გამოიყურება.