ჯონ მაკაფი –კრიპტოანარქისტი, ინფლუენსერი და სისტემასთან მებრძოლი

ფოტო - ჯონ მაკაფი –კრიპტოანარქისტი, ინფლუენსერი და სისტემასთან მებრძოლი
ჯონ მაკაფი მილიონერი ბიზნესმენია, რომლის ცხოვრებაც აღსავსე იყო გამუდმებული სკანდალებითა და დევნით. მან განვლო გზა ლეგენდარული ანტივირუსის შემქმნელისგან კრიპტოანარქისტამდე. კენჭს იყრიდა აშშ–ს პრეზიდენტის პოსტზე,ჰქონდა ჰარამხანა და კრიმინალური კავშირები. მაგრამ თავს სისტემასთან მებრძოლად თვლიდა.
სტუდენტობიდან მოყოლებული ცხოვრების ბოლომდე  უბრალოდყოველდღიურობა და ერთფეროვნება ეზიზღებოდა.მისი სული მუდამ  გართობისკენ,წვეულებებისკენ, მკვეთრი ფერებისკენ და კარნავალებისკენ ისწრაფვოდა.  ამიტომ ის მარტივად იცვლიდა ინტერესთა სფეროებს, ნარკოტიკების და ალკოჰოლის სახეობებს, და ასევე ქვეყნებსაც.

ჯონს შეეძლო მდიდრულ ვილაზე ცხოვრება იახტაზე მრავალთვიან ცხოვრებაზე გადაეცვალა, მართლმსაჯულებისგან თავის დასაღწევად. ის ორჯერ იყრიდა კენჭს აშშ–ს პრეზიდენტის პოსტზე და ამავდროულად მისი პირადი დაცვა კრიმინალური ელემენტებისგან შედგებოდა.  მაკაფი ანტივირუსების შემქმნელი  კომპანიის მფლობელი იყო, რომლებსაც  ისეთი მსოფლიო დონის ცნობილი ბრენდები ყიდულობდნენ, როგორიცაა Intel, შემდგომში კი გადაწყვიტა ლიბერტარიანელი და კრიპტოინვესტორი გამხდარიყო, რათა თავისი ტვიტებით გარკვეული მონეტების კაპიტალიზაცია ერთ დღეში რამდენიმეჯერ გაეზარდა.

ის  იყო მულტიმილიონერი, ჰქონდა ქალების ჰარამხანა,ჰყავდა კრიმინალური წარსულის მქონდე დაცვის თანამშრომლებისგან და «ჯიბის» პოლიციელებისგან  შემდგარი საკუთარი პატარა არმია, მაგრამ გადასახადების გადაუხდელობაში ამხილეს და აშშ–ში ამან  «კერკეტი კაკალიც» შეიძლება თვითმკვლელობამდე მიიყვანოს… მაგრამ მოდით რიგითობით მივყვეთ.
ჯონ მაკაფი – სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი

ჯონ მაკაფი – სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი

ახალგაზრდობა და სწავლა

მაკაფი  1945წლის  18 სექტემბერს დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების და სამხედრო სამსახურის შემდეგ მამამისმა სამოქალაქო ცხოვრებაშიდა გზების ინსპექტორის პროფესიაში  ადაპტირება ვერ შეძლო.  года. შინაგანი დემონების დასამორჩილებლად ის ალკოჰოლის დიდი დოზების მიღებით და ცოლისა და შვილის რეგულარული ცემით ცდილობდა. როდესაც ჯონი 15 წელი შეუსრულდა, მამამისმა საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ცხოვრებაზე და პისტოლეტიდან გასროლით  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  

ჯონს მათემატიკური აზროვნება ჰქონდა, ამიტომ სახელმწიფო კოლეჯში მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც 1967 წელს ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი დოქტორის ხარისხი მიიღო. კოლეჯის ატმოსფერო, სადაც უამრავი სტუდენტი გოგო იყო, ნარკოტიკები კი ადვილად ხელმისაწვდომი, იმდენად მოეწონა ჯონს, რომ სწავლის დამთავრებისშემდეგ ის სამუშაოდ დარჩა. ეს დიდხანს არ გაგრძელებულა – ეთიკის დარღვევის გამო (ერთ–ერთ სტუდენტ გოგოსტან კავშირი) მას კარზე მიუთითეს. მოგვიანებით ეს სტუდენტი გოგო მისი პირველი ცოლი გახდება. მაგრამ არა უკანასკნელი.  

კიბერნეტიკა – ჩვენი ყველაფერია

კიბერნეტიკით ჯონი ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში დაინტერესდა, როდესაც პერფობარათების კოდირების კომპანიაში მუშაობდა.  იქ გაეცნო პირველი კომპიუტერების მუშაობის პრინციპებს და პროგრამირების საწყისი გამოცდილება მიიღო. კოლეჯის შემდეგ იყო Missouri Pacific Railroad–ში მუშაობა, სადაც ჯონი გამომთვლელი სისტემების IBM მეშვეობით ლოჯისტიკური მარშრუტების შედგენით იყო დაკავებული.  ამბობენ, რომ იქიდან კინწისკვრით გამოვარდა სამუშაო დროს ნარკოტიკების მიღებისთვის. შემდეგ იყო NASA–ს ლაბორატორია ნიუ–იორკში, UNIVAC, Xerox, Computer Sciences Corporation და ძალიან სერიოზული კორპორაცია  Lockheed Martin, რომელიც პენტაგონიდან, აშშ–ს ენერგეტიკის სამინისტროდან და NASA–დან მიღებულ  პირდაპირ შეკვეთებზე შოულობდა ფულს.

მაკაფი – მსოფლიოში ცნობილი ანტივირუსის McAfee სადეველოპერო კომპანიის მფლობელი

80–იანი წლების შუაში  პირველი კომპიუტერული ვირუსების გამოჩენა დაიწყო. ჯონმა შეგნებულად დაავირუსა თავისი ერთ–ერთი   PC  იმ დროს ყველაზე ცნობილი ვირუსით, რათა შემდეგ ის „მოლეკულებად“ დაეშალა და ანტივირუსული სკანერის პირველი MVP შეექმნა. ამის შემდეგ მან დაკარგა  Lockheed Martin–ის მიმართ ინტერესი და შემნა საკუთარი კომპანია, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი მიენიჭა. მოგვიანებით ამ კომპანიამ შექმნა მსოფლიოში ცნობილი ანტივირუსი McAfee, რომელსაც მასობრივად ყიდულობდნენ მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციები. 1994 წელს მაკაფიმ თავის ქმნილებაზე გული აიყარა. მას მობეზრდა ანტივირუსები და ფირმის ოპერაციული საქმინობის ხელმძღვანელობა, ამიტომ მან წასვლა და გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგომა  გადაწყვიტა. კომპანია McAfee–ს ბირჟაზე გასვლიდან ორ წელიწადში მან სარფიანად გაყიდა თავისი აქციები, რამაც   $100 მილიონი და მულტიმილიონერის სტატუსი მოუტანა.

სხვა პროექტები

მას შემდეგ,რაც ჯონმა  McAfee დატოვა, მას დარჩა ფული და რაღაც ახალის მოსინჯვის სურვილი. მაკაფიმ შექმნა კომპანია Tribal Voice, რომელმაც შექმნა  წარუმატებელი მესინჯერი PowWow. მოგვიანებით ჯონმა ინვესტიცია ჩადო ბრანდმაუერის შემქმნელში, დაკავებული იყო უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვითა და  სტარტაპების კონსალტინგით,  კითხულობდა ლექციებს, იოგის ფანატებისთვის კურორტიც კი შექმნა, რომელზეც რამდენიმე წიგნი დაწერა. შემდეგ მაკაფი აეროტრეკინგის სკოლა დაფუძნა, მაგრამ ამ ისტორიას სევდიანი დასასრული ჰქონდა– მისი კუზენი ავარიაში დაიღუპა, ჯონმა კი  გარდაცვლილის ოჯახისგან $5 მილიონიანი კომპენსაციაზე სარჩელი მიიღო. საბოლოოდ მაკაფი 2008 წლის კრიზისმა მოუღო ბოლო– მისი ქონება  $100–მილიონიდან ოთხამდე  შემცირდა. ბოლოს მან მთელი თავისი უძრავი ქონება გაყიდა: მამულები ჰავაის კუნძულებზე და კოლორადოში, სახლები არიზონასა და ტეხასში, ასევე რანჩო მექსიკაში, 2000–ის ბოლოს კი ბელიზში გადავიდა საცხოვრებლად.

ბელიზი

2010 წელს ჯონ მაკაფის საკურორტო რომანი ჰქონდა მიკრობილოგ ელისონ ადონიზიოსთან.  ის არამხოლოდ ახალმა სიყვარულმა, არამედ ახალი კლასის ანტიბიოტიკების შექმნის იდეამაც გაიტაცა.  ჯონმა კომპანია QuorumEx–ის შექმნა, და ახალი საყვარელს სპეციალურად შექმნილი ლაბორატორია ჩააბარა. პარალელურად, მაკაფიმ ახალ ბიზნეს–პროექტებს დაუდო სათავე: გახსნა რესტორანი, ააწყო ყავისა და სიგარეტის წარმოება, და იყიდა ჩქაროსნული ბორანი,რომლის დახმარებითავ დანერგა წყლის ტაქსის სერვისი. ახალ საყვარელს მისდამი ინტერესი რომ არ დაეკარგა, ჯონმა ტესტოსტერონის ნემსების გაკათება დაიწყო.

მოგვიანებით ჯონს პარანოიდალური მიდრეკილება გაუჩნდა. მას ეჩვენებოდა, თითქოს უთვალთვალებდნენ და მისი მოკვლა უნდოდათ. რამდენიმე მცდელობას ადგილი ნამდვილად ჰქონდა.  მაკაფი ჰყვებოდა, რომ მხოლოდ ერთ წელიწადში მისი მოკვლა ადგილობრივებმა 11–ჯერ სცადეს. დაცვაში მან რამდენიმე დაქირავებული მკვლელი აიყვანა— ისევ იმ ქილერთა რიცხვიდან, ვინც მის მოკვლას ცდილობდა. გარდა ამისა, მან აასენა პოლიციის განყოფილება, მისცა სამართალდამცველებს იარაღი და დამატებით უხდიდა, რომ მათ რაიონში ნარკომოვაჭრეები არ შემოეშვათ.

იმის გამო, რომ ლაბორატორულმა კვლევებმა საბოლოოდ ვერ აჩმოაჩინეს ნაერთი ანტიბიოტიკების შესაქმნელად, კომპანია QuorumEx–მა არსებობა შეწყვიტა. მაკაფი საკუთარ  მამულში, 7ადგილობრიგი გოგონასგან შემდგარი ჰარამხანით (რომელთა შორის არასრულწლოვანებიც იყვნენ)   კერძო შიარაღებული  კერძო დაცვის ზედამხედველობის ქვეშ დარჩა. როდესაც პარანოია ძლიერდებოდა, ის იარაღით ხელში საეჭვო ავტომანქანებს აჩერებდა ან ნარკომოვაჭრეებს პირადად დასდევდა.  
ჯონი თავისი  «ამალით» ბელიზში

ჯონი თავისი «ამალით» ბელიზში

2012წლის აპრილის ბოლოს მაკაფის მიერ არაკონტროლირებადი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები მეტამფიტამინის მოძებნის მიზნით ლაბორატორიაში შევარდნენ.  ნარკოტიკები ვერ იპოვეს, მაგრამ  10 ერთეული იარაღი და 320 ერთეული ტყვია–წამალი ამოიღეს. მაკაფიმ ამ საქმის ჩაფარცხვა  მოახერხა.  

ბელიზიდან გაქცევა

მუდმივი ხმაურით, სროლებითა და ძაღლების ყეფით ძალიან ცუხდებოდა მაკაფის მამულის სამეზობლო. განსაკუთრებით ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა ამერიკელ ემიგრანტს გრეგორი ფაულს, რომელმაც ჯონს უჩივლა. მეორე დღეს მაკაფის ოთხივე ძაღლი ვიღაცამ მოწამლა, ჩამშვები მეზობელი კი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს. ჯონი ყველა ბრალდებას უარყოფდა, როდესაც ის ძებნაში გამოაცხადეს კი გაიქცა, ისე რომ ბელიზში ყველაფერი მიატოვა, რაც „შრომითა და ოფლით“ ჰქონდა ნაშოვნი.  

გაქცეული მაკაფი ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც ჯაშუშურ თრილერში იქცევიან: შეცვალა გარეგნობა  (შეიღება თმა და ზეტა ტუჩის ქვეშ სღეჭ რეზინს ატარებდა), მუდმივად იცვლიდა ლოკაციების მისამართებს, პოლიციას უთვალთვალებდა და ორეულიც კი ჩართო საქმეში, რომელიც შემდგომში მექსიკაში გაუშვა, რათა სამართალდამცველებისთვის კვალი აერია.

ცოტა ხანში მაკაფი მეზობელ გვატემალაში გამოჩნდა, სადაც პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას ცდილობდა, მაგრამ ის საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს, რის შემდეგაც აშშ–ში დაადეპორტეს.

მაკაფი – აშშ–ს პრეზიდენტობის კანდიდატი, ლიბერტარიანელი და კრიპტოანარქისტი

ბელიზიდან გაქცევის შემდეგ, მაკაფს არ მოუწყენია დაიწყო საკუთარი ბრენდის რეკლამირება: აძლევდა ინტერვიუებს, გამოდიოდა ტელეგადაცემებში და წერდა მემუარებს.  იმის გამო რომ, ბელიზში ყველა მისი ანგარიში დაყადაღებული იყო, ის კვლავ გაკოტების ზღვარზე აღმჩნდა. ფაულის ოჯახმა მკვლელობაში დადანაშაულებით  სასამართლოში უჩივლა. მაგრამ ამ გარემოებებმა მას ხელი ვერ შეუშლა  2012 წელს მესამედ ექორწინა. მისი ცხოვრების თანამგზავრი ყოფილი მეძავი  ჯენის დაისონი გახდა, რომელიც ჯონმა მაიამის ერთ–ერთ ბარში გაიცნო.  

2015 წელს ჯონ მაკაფიმ გადაწყვიტა  აშშ–ს პრეზიდენტის პოსტზე დამოუკიდებელ კანდიდატად  ეყარა კენჭი.   იმის გამო, რომ ის არ მიიღეს ლიბერტარიანთა  პარტიაში, მან საკუთარი  «კიბერპარტია» შექმნა. მაკაფი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ მან მცდელობის გამეორება კიდევ ერთხელ  2020 წელს გადაწყვიტა და კვლავ წარუმატებლად.

 2017 წელს მაკაფი ფულს ძირითადად კრიპტოვალუტებით და ბიტკოინის პოპულარიზაციით, და ასევე ტვიტერში სარეკლამო კომპანია McAfee Crypto Team–ის შუამავლობით  სხვადასხვა ICO-პროექტით  შოულობდა. ჯონი ყიდულობდა (ან უბრალოდ ასე ამბობდა) ყველასთვის უცნობ მონეტებს, შემდეგ კი ერთი თავისი ტვიტით  მათ კურსს ზრდიდა  რამდენიმე ასეული პროცენტით დღეში (Pump&Dump–ად ცნობილი სტრატეგია).  ICO–ს რეკლამა უფასო რომ არ იყო და პროექტის ტოკენებით ან სხვა ფინანსური პრეფერენციებით რომ კარგად ანაზღაურდებოდა, ამის შესახებ ის, რა თქმა უნდა, სდუმდა.  

მაშინ  ნებისმიერი კრიპტო–სტარტაპი თავისი გუნდის შემადგენლობაში ჯონის მონაწილეობას ( თუნდაც ვირტუალურს) დიდ პატივად მიიჩნევდა. ასეთი პროექტების საიტზე თავისი ფოტოს განთავსებისთვის მაკაფი მოგების წილს ან ადრეულ სტადიებზე ინვესტორის სტატუსს ითხოვდა, როცა მონეტების ყიდვა დაბალი კურსით იყო შესაძლებელი,რათა შემდგომაში პოპულარობის პიკზე ყოფნისას ისინი ყველაზე მაღალ ფასად გაეყიდა.  ჯონის შემოსავლებმა მაშინ კვლავ მილიონობით აშშ დოლარს მიაღწია.

 არის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი უკრაინაზეც. 2017 წელს ჯონ მაკაფი  ICO–ს სტადიაზე  მაშინ ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი უკრაინული ბლოკჩეინ–სტარტაპის Hacken  კონსულტანტი.  ახლა ეს ბრენდი ბევრისთვისაა ცნობილი, მაშინ კი ბაზარზე პირველ ნაბიჯებს დგამდა. თავისი მონაწილეობისთვის ჯონმა სტარტაპის მომავალი შემოსავლიდან  10% –იანი წილი მიიღო.
 მაკაფის Hacken–ის core team –თან  შეხვედრა

მაკაფის Hacken–ის core team –თან შეხვედრა

ბრალდება,მორიგი გაქცევა,პატიმრობა და სიკვდილი

2019 წელს აშშ–ს იუსტიციის სამინისტრო მაკაფის გადასახადებისგან თავის არიდებასა და 2014დან  2018  წლამდე საგადასახადო დეკლარაციების განზრახ წარუდგენლობას, და ასევე  უკანონო კრიპტოსავალუტო ოპერაციებს  ედავებოდა.  ამ ბრალდებებით ჯონს ჯარიმა და პატიმრობა 30–დან 100წლამდე ვადით ემუქრებოდა.  

გადასახადების გადაუხდელობაზე მაკაფის დიდად არ უკამათია. ის ბევრჯერ ამბობდა, რომ არსებულ ფისკალურ სისტემას არ ენდობა, გადასახადებს უკანონოდ მიიჩნევსდა და საპროტესტო მანიფესტის მაგვარით გამოსვლასაც კი  ცდილობდა.

ჯონმა გადაწყვიტა კვლავ გაქცეული მოხეტიალე გამხდარიყო. ცოლთან ერთად მან  აშშ საკუთარი იახტით დატოვა, რომელსაც "თავისუფლების გემი" დაარქვა. მოგზაურობისას მაკაფი  განცხადებათა სერიით გამოვიდა  და კორუმპირებულ ამერიკელ ჩინოვნიკებს, რომლებიც მას უსამართლოდ დევნიდნენ,   მხილებით ემუქრებოდა.  მოგვიანებით მისი კვალი სხვადასხვა ქვეყანაში ჩნდებოდა: კუბაზე, ნორვეგიაში, ლიეტუვაში, დომინიკანის რესპუბლიკაში და საბოლოოდ ესპანეთში.

2020 წლის ოქტომბერში მაკაფი ბარსელონის აეროპორტში დააკავეს, სტამბოლის მიმართულებით აღებული ბილეთებით ხელში.  შემდეგ თავის იურისტებთან ერთად ის ცდილობდა დროის გაჭიანურებას, რათა არ დაეშვა აშშ–ში მისი სწრაფი ექსტრადირება. როდესაც საბოლოოდ გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული, მომდევნო დღეს, ანუ 2021 წლის 23 ივნისს ის საკუთარ კამერაში გარდაცვლილი ნახეს.

მაკაფის ცოლს  ჯენისს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და აღნიშნავს, რომ ჯონს არ ჰქონია სუიციდისკენ მიდრეკილებამა და ის სისტემასთან ბრძოლის გაგრძელებისკენ მიისწრაფოდა.

ასე დასრულდა ექსტრავაგანტული მილიარდერის ჯონ მაკაფის სიცოცხლე, თუმცა არსებობს მისი გარდაცვალების ინსცენირების ვერსიაც. შესაბამისად, ამ ისტორიაში წესით არა ერთი,არამედ სამი წერტილი უნდა დაისვას …