კრიპტოინდუსტრიაში არსებული რისკების მართვის მეტრიკები

ფოტო - კრიპტოინდუსტრიაში არსებული რისკების მართვის მეტრიკები
გაკოტრების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომლებიც კრიპტოვალუტების სამყაროში რეგულარულად ხდება, ბევრმა კომპანიამ რისკების მართვა დაივიწყა. როგორც ჩანს, დროა, რისკების მთავარი ინდიკატორები გავიხსენოთ, რომლებსაც თვალი უნდა ადევნოთ, რათა პირში ჩალაგამოვლებული არ დარჩეთ.
რისკის მენეჯმენტის უგულებელყოფა იმ მომენტებში, როდესაც საქმეები კარგად მიდის და ზემოგება ფიქსირდება, მომავალი მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, როდესაც ყელში დათვის თათი წაგიჭერთ.

არ უნდა დაივიწყოთ, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი განწყობის მკვეთრი ცვალებადობისკენაა მიდრეკილი, ამიტომ აქ ძალიან გამჭრიახი უნდა იყოთ, მაშინაც კი, თუ შეშფოთების მიზეზი არ არის. არსებობს რისკის სპეციალური მეტრიკები, რომლებიც კრიპტოკომპანიებმა და დამატებითი დაზღვევის სახით, ცალკეულმა ინვესტორებმა ყოველ მიზეზ გარეშე უნდა გამოიყენონ.

რისკის ქვეშ მყოფი ღირებულება (VaR)

მოცემული ინდიკატორის დახმარებით შეიძლება სცენარის უსიამოვნო განვითარების შესახებ შევიტყოთ. ის იმ მაქსიმალურად შესაძლო ზარალის მასშტაბისა და ალბათობის დადგენის საშუალებას იძლევა, რომელთა უფლება კომპანიებმა და ინვესტორებმა, შესაძლოა, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში თავის თავს მისცენ. VaR დასაშვებ დანაკარგებზე 90%-99% შემთხვევაში მიანიშნებს. 

VaR-ის გაანგარიშებისას ბაზარზე სავარაუდო უამრავი სცენარის მოდელირება ხდება, ასევე პოტენციური დანაკარგების შესაფასებლად, სტატისტიკური მოდელი გამოიყენება.
VaR ინდიკატორის ილუსტრაცია. წყარო — Darwinex.

VaR ინდიკატორის ილუსტრაცია. წყარო — Darwinex.

მოსალოდნელი დეფიციტი (ES)

"რისკის ქვეშ მყოფი ღირებულების" მაჩვენებლის მთავარი მინუსი VaR-ის დონის იქით არსებული დანაკარგის შესახებ მონაცემების არარსებობაა. აქ საშველად "მოსალოდნელი დეფიციტის" მეტრიკა მოდის, რომელიც VaR-ის დონის გადაჭარბების შემდეგ არსებული საშუალო რაოდენობრივი დანაკარგების დემონსტრაციას ახდენს. ინდიკატორი ძალზე სასარგებლოა ვოლატილური აქტივებისთვის, რომლებსაც კრიპტოვალუტებები განეკუთვნება.

ES-ის გამოთვლა შემოსავლიანობის გასაშუალოებისა და VAR-ის მნიშვნელობით ხდება. მაგალითად, თუ სტატისტიკური მნიშვნელოვნების დონე 95%-ს შეადგენს, მოსალოდნელი დეფიციტი უარესი შემთხვევების 5%-ში საშუალო შემოსავლიანობის დახმარებით გამოითვლება.

თუმცა, ანომალიური მოვლენების მიმართ საკუთარი მგრძნობელობის გამო, ის არასტაბილური მაჩვენებელია. ანუ მისი განსაზღვრა ძნელია  VaR-ის გათვალისწინების გარეშე ზარალების განაწილების დამხმარე პროგნოზების გარეშე.

ნაგულისხმევი ვოლატილობა (IV)

ოფციონის ბაზრის ინდიკატორი, რომელიც კონტრაქტების მოქმედების ვადის განმავლობაში მათ მოსალოდნელ ვოლატილობაზე მიუთითებს. 

IV აქტივის ღირებულების მერყევი ცვლილების ალბათობის შესახებ იძლევა ინფორმაციას, ვინაიდან ვოლატილობა დაკავშირებულია გარკვეულ ოფციონურ კონტრაქტზე მოთხოვნასა და მიწოდებასთან, ასევე იმის მოლოდინთან, თუ რა მიმართულებით იმოძრავებს ფასი.  

ეს ინსტრუმენტი აქტივის ფასის მოლოდინთან დადებითად კორელირებს და მნიშვნელოვან ელემენტად ითვლება, რომელიც ოფციონის ღირებულების პროგნოზირებისთვის გამოიყენება. თუ ბაზრის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ კრიპტოვალუტის ღირებულება პერსპექტივაში გაიზრდება, იგულისხმება, რომ გაიზრდება ვოლატილობაც. თუ ინვესტორები ელიან, რომ ფასი შემცირდება, IV-ც ასევე დაეცემა. 

ამიტომ ინსტრუმენტის გამოყენება რისკების მართვაშია შესაძლებელია, რათა ვოლატილობის დახმარებით ბაზარზე არსებული სიტუაცია სრულად იყოს შეფასებული.
ნაგულისხმევი ვოლატილობის ილუსტრაცია. წყარო — Coindesk

ნაგულისხმევი ვოლატილობის ილუსტრაცია. წყარო — Coindesk

ლიკვიდურობა

ლიკვიდურობა საშუალებას იძლევა გაიგოთ, რამდენად სწრაფად არის შესაძლებელი აქტივის გაყიდვა ან ყიდვა. ლიკვიდურობის რისკი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე საბაზრო ფასად აქტივის ოპერატიული გაყიდვის შესაძლებლობა ქრება. Celsius-სა და FTX-ის კრახი, დიდწილად, ამ მაჩვენებლის არასაკმარისობასთან იყო დაკავშირებული. stETH და FTT ტოკენების სპოტ ბაზრების ანალიზის შემთხვევაში მფლობელები შეამჩნევდნენ, რომ ლიკვიდურობა პრაქტიკულად არ არსებობს.

ასევე, FTT ტოკენს, FTX ბირჟის გარდა, არც თუ ბევრი მყიდველი ჰყავდა იმისთვის, რომ სკანდალის დროს უზარმაზარი დათვური წნეხისთვის წინააღმდეგობა გაეწია. მიწოდების ლიკვიდურობა გაკოტრებამდე FTT-ის საშუალო ღირებულების 2%-ს ($6 მილიონი) შეადგენდა. რისკების ოსტატურად მართვა ასეთი ნეგატიურ შედეგების თავიდან აცილების საშუალებას მისცემდა. ადევნეთ თვალყური ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ ბაზრებზე თქვენთვის საინტერესო აქტივის ლიკვიდურობას, რათა მასშტაბური ლიკვიდაციებისა და ფასების ქცევის პროგნოზირება განახორციელოთ. 

მთლიანობაში, თუ კრიპტოვალუტურ კომპანიებსა და ცალკეულ  ინვესტორებს ხანგრძლივი დათვური ტრენდის დროს საკუთარი სახსრების დაზოგვა სურთ, რისკ-მენეჯმენტის შესახებ არ უნდა დაივიწყონ.