ჯასტინ სანი: ექსპრესი Ripple-დან Huobi-მდე

ფოტო - ჯასტინ სანი: ექსპრესი Ripple-დან Huobi-მდე
ჯასტინ სანი ჩინელი მეწარმეების ახალი თაობის წარმომადგენელია, რომლის ბავშვობა ქვეყნის ეკონომიკის აბობოქრებულ ზრდას დაემთხვა. ამან სანში ურყევი ნება, წარმატების რწმენა და განსაკუთრებული საზრიანობა გამოიმუშავა.
რამდენიმე კრიპტოპროექტის დამფუძნებელი ჯასტინ სანი დღეს ციფრულ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანია. "თვითნაკეთი მილიონერი" - ასე ახასიათებს მას ეკონომიკური ტაბლოიდები. 2022 წლის დეკემბრისთვის მისი ქონება, კერძო ინვესტიციებისა და მესამე მხარის ანგარიშებზე არსებული აქტივების ჩათვლით, დაახლოებით $400 მილიონია.

ამბავი რთულ ბავშვობასა და ჯადოსნურ შანსზე

ჯასტინ სან 32 წლისაა. წარმოშობით ის პატარა (ჩინური მასშტაბით) ქალაქ სინინიდან არის.
 
ბევრი კრიპტო-ლეგენდისგან განსხვავებით, ჯასტინი მდიდარ, ან პრივილეგირებულ ოჯახში არ დაბადებულა. მისი მშობლები, ჩინური ზღაპრების მსგავსად, ღარიბი, მაგრამ ამაყი შრომისმოყვარეები, შვილისთვის კარგი განათლების მისაცემად ქანცის გაწყვეტამდე შრომობდნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში სანმა აღნიშნა, რომ ყოველ ზაფხულს წიგნების მაღაზიაში დახურვამდე ყოვნდებოდა, რადგან მშობლებს კონდიციონერის ფული არ ჰქონდათ. იქ კი სიგრილეში წიგნების კითხვა შეეძლო, თანაც მათ შესაძენად ფულიც არ ეხარჯებოდა.

კარგი განათლების მიღებაში მას ერთი შემთხვევა დაეხმარა. ჯასტინის მონათხრობს თუ დავუჯერებთ, მშობლები უნივერსიტეტში ჩაბარების თანხას ვერ მოაგროვებდნენ, მაგრამ მან საშუალო სკოლის ბოლო კურსზე ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა და ამით ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის, პეკინის უნივერსიტეტის საბიუჯეტო სექტორზე ჩაბარების უფლება მოიპოვა.

2011 წელს ისტორიის ბაკალავრის ხარისხი, 2023 წელს კი პოლიტიკურ ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი UPenn-ში (პენსილვანია) მიიღო. იქნებოდა, ალბათ, ჩინეთში კომუნისტური პარტიის კიდევ ერთი მემატიანით მეტი, უნივერსიტეტში ჯასტინს Bitmain-ის მომავალი დამფუძნებელი, ჯიჰან ვუ რომ არ გაეცნო. მან დეტალურად აუხსნა, რომ პარტიის ისტორია კარგია, კრიპტოვალუტისა კი - უკეთესი. ასე დატრიალდა ჩინელი კონკიას ამბავი...

ის საფონდო ბირჟით დაინტერესდა და მცირე ინვესტიცია Tesla-ს აქციებში ჩადპ, რაც კარგი სარგებლით დასრულდა. შემდეგ ჩინეთში პოპულარული, ონლაინ-ჩატის აპლიკაცია Peiwo დააარსა, სადაც 10 მილიონზე მეტი მომხმარებელია რეგისტრირებული და მისი გენერალური დირექტორი 2017 წლის ივლისამდე იყო. 

პარალელურად ჯასტინ სანი Ripple Labs-ში მუშაობდა, სადაც ჩინეთის სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის დამყარებით იყო დაკავებული.

2014 წელს Davos Global Shaper-ის ახალგაზრდული ლიდერი  გახდა და 2017 წელს Forbes-ის სიაში 30 Under 30 Asia მოხვდა. ეს ერთგვარი მარკერია ახალგაზრდა ინოვატორისა, რომელიც სამყაროს ცვლის.

Alibaba-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ მამ 26 წლის ჯასტინი სასწავლებლად ჰუპანის კორპორაციულ ბიზნეს-სკოლაში მიიწვია. ჯასტინი ჯეკ მას პირადი მოსწავლე იყო და მას შემდეგ ისინი კარგი მეგობრები დარჩნენ. ხმები დადის, რომ როდესაც სანს  ჩინეთის მთავრობასთან პრობლემები ექმნება, Alibaba-ს დამფუძნებელი თავის გავლენას იყენებს, რათა მეგობარი უსიამოვნებასა და საგადასახადო უწყების წარმომადგენლების რისხვა აარიდოს თუმცა, ჯასტინმა თავის მენტორს ვალი კარგად დაუბრუნა და ბიზნეს-სკოლას $1,5 მილიონამდე შესწირა.

25 წლის ასაკისთვის ჯასტინმა ჩინეთის ბიზნეს-საზოგადოებაში სოლიდური  რეპუტაცია დაიმსახურა, მაგრამ მისი ძირითადი კარიერა 2017 წელს დაიწყო, როდესაც მან TRON Foundation დააარსა.

Tron, BitTorrent და Huobi

2017 წლის სექტემბერში ჯასტინ სანმა ქსელი TRON დააარსა. დღესდღეობით ის, ალბათ, ყველაზე ეფექტური, მასშტაბირებადი და დეცენტრალიზებული სისტემაა. თავიდან ის Ethereum-თან მჭიდრო კავშირში არსებობდა, როგორც dApps-ის შესაქმნელად განკუთვნილი პლატფორმა. მაგრამ 2018 წლის ივნისში Tron ქსელ Ethereum-ისგან დამოუკიდებელო ბლოკჩეინი გახდა. 

2022 წლის დეკემბრის დასაწყისისთვის მასზე 35 მილიონზე მეტი სამომხმარებლო ანგარიში და 150-მდე აქტიური დეცენტრალიზებული აპლიკაცია არის განთავსებული, რომლებიც დღეში, საშუალოდ, მილიონზე მეტ ტრანზაქციას ახორციელებს. სტეიბკლოინ USDT-ს ბრუნვა $35 მილიარდს შეადგენს, რაც BTC-ისა და ETH-ის ერთად აღებულ დღიურ ბრუნვას ერთად აღემატება.

2018 წლის ივლისში ჯასტინ სანმა სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კომპანიის, ფაილების შენახვის DEX-სერვისების სფეროს პიონერის, BitTorrent-ის აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა. მოგვიანებით 100%-იანი შერწყმა მოხდა და ტორენტის შემქმნელმა, ბრემ კოენმა კომპანია დატოვა. 

დღეს BitTorrent მთელს მსოფლიოში 100 მილიონ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება. სერვისი მსოფლიო ინტერნეტ-ტრაფიკის მნიშვნელოვანი ნაწილის ყოველდღიურ ცირკულაციაზეა პასუხისმგებელი. 

ქსელი BTFS, რომელიც შემუშავებულია, როგორც BitTorrent-ისა და Tron-ის პროტოკოლების განშტოება, ბლოკჩეინზე ვებ-საცავის დეცენტრალიზებული სისტემის მომდევნო თაობას წარმოადგენს. 

2019 წელს ტოკენი BitTorrent (BTT) ამოქმედდა. მომხმარებლებს შეუძლიათ, მონეტით სიჩქარის გაზრდა იყიდონ, ან უბრალოდ ვიდეო- ფაილების გაზიარებისას ფული გამოიმუშაონ.

2022 წლის ოქტომბერში Huobi Global-მა ჯასტინ სანი საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს მრჩევლად გამოაცხადა. უკვე 15 ნოემბერს პრესრელიზი გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ სანმა მრჩევლის სტატუსიდან გენერალური დირექტორის სტატუსში გადაინაცვლა. ყოფილი გენერალური, ფინანსური და PR/GR დირექტორები ოფიციალურად გადადგნენ. ხმები დადის, რომ ჯასტინმა Huobi იყიდა, თუმცა ის მისი დანიშვნის ფინანსურ შემადგენელს უარყოფს. ბირჟის დამფუძნებელი ლეონ ლი ამასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებს.

NFT კოლექციონერი

ჯასტინ სანი, უდავოდ, ახლა NFT-სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადამიანია. მილიარდერმა ხელოვნების ნიმუშებში ინვესტიცია გადაწყვიტა: მან NFT-ებისა და ტრადიციული ნახატების კოლექცია შეაგროვა, რომლის ღირებულება $100 მილიონს აღემატება. ყველაზე ძვირფას ეგზემპლარებად ის Ethereum-ზე პირველი საკოლექციო NFT-პროექტის, EtherRock-ის ქვას თვლის. 

ჯასტინმა პლატფორმა АpeNFT შექმნა, რომელშიც საფულე TronLink არის ჩაშენებული. აქ TRX-ით საკოლექციო ტოკენების შეძენაა შესაძლებელი. 

თავის გატაცებას ის ასე ხსნის:
კრიპტოვალუტა და ხელოვნება, როგორც აქტივების კლასები, ძალიან სარისკო და არასტაბილურია. ამიტომ, მოგიწევთ, იყიდოთ ის, რისიც გჯერათ და რაც ღირებულად მიგაჩნიათ. მე ყოველთვის ვავლებ პარალელს პიკასოს, როგორც კუბიზმის პიონერსა და EtherRocks-ს შორის, რომელიც კრიპტო-მკვლევრებმა განსაზღვრეს, როგორც ერთ-ერთი პირველი NFT ბლოკჩეინზე. მე მჯერა, რომ EtherRocks-ის წვლილი NFT-ის ისტორიაში ისეთივეა, რაც პიკასოს, როგორც ხელოვანის წვლილი და მნიშვნელობა ხელოვნების ისტორიაში

ჯასტინ სანის ყველაზე უცნაური საქციელები

როგორც ჩანს, სანი ახლა პირადი ევოლუციის პერიოდსა და "ქრისტეს ასაკის" კრიზისს გადის. ამიტომ ძნელია, მის ზოგიერთ ქმედებას ახსნა მოეძებნოს. 

გასული წლის დეკემბერში სანმა კრიპტოსამყარო შოკში ჩააგდო, როდესაც Tron-იდან წავიდა, რათა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გრენადის მთავრობის ელჩი ყოფილიყო. მან გამოაცხადა, რომ ბლოკჩეინმა Tron სრული დეცენტრალიზაციის დონეს უკვე მიაღწია და მას საზოგადოება მართავს, ამიტომ პროექტში მისი ყოფნა ზედმეტი გახდა.

2019 წლის ზაფხულში ჯასტინმა €4 მილიონი ლეგენდარულ ინვესტორსა და Berkshire Hathaway-ის გენერალურ დირექტორთან,  უორენ ბაფეტთან სადილში გადაიხადა. ჯასტინის თქმით, მას უნდოდა, ყოფილიყო პირველი, ვინც უორენს აიძულებდა, ინვესტიცია კრიპტოვალუტაში ჩაედო. თუმცა ცნობილი ვახშმის გამართვამდე სამი დღით ადრე ჯასტინმა ყველაფერი გააუქმა. მშიერი არა მხოლოდ ბაფეტი დარჩა, არამედ 7 სხვა მოწვეული კრიპტოინვესტორიც.

2019 წლის დეკემბერში მან $1 მილიონი გრეტა ტუნბერგის ორგანიზაციას შესწირა, რადგან გლობალურ დათბობასთან ბრძოლით გატაცებას იზიარებს. ეს ინფორმაცია მისი Twitter-ის გამომწერებმა დიდი გაოგნებით მიიღეს. იმ დღეს სანის ანგარიშის გამოწერა 1/4 მილიონმა მკითხველმა (ძირითადად ჩინელი მაინერები) გააუქმა.  

2022 წლის იანვარში მან გამოაცხადა, რომ კოსმოსში გამგზავრების უფლებისთვის აუქციონი მოიგო. ჯასტინ სანმა Blue Origin-ის გუნდში გაწევრიანებისთვის  $28 გადაიხადა. ახლა მისი მთავარი მიზანი დედამიწის ორბიტის მიღმა მოგზაურობისთვის კარგი მომზადებაა.