რა არის Theta Network, როგორ მუშაობს და რა პრობლემას წყვეტს ის?

ფოტო - რა არის Theta Network, როგორ მუშაობს და რა პრობლემას წყვეტს ის?
Theta Network ვიდეოს და სხვა მულტიმედიური შინაარსის სტრიმინგისთვის განკუთვნილი, დეცენტრალიზებული ბლოკჩეინ- ინფრასტრუქტურაა.
Theta Network ბლოკჩეინია, რომელიც შედგება ორი ქსელისგან - Theta Blockchain და Theta Edge Network. პირველი შიდა გადახდებზე, სმარტ-კონტრაქტების შესრულებასა და მონაწილეთა დაჯილდოებაზეა პასუხისმგებელი. მეორე მულტიმედიის შენახვისა და მიწოდებისთვის შეიქმნა.

განაწილებულ რეესტრს ღია საწყისი კოდი აქვს, ამიტომ მედიაკომპანიების დეველოპერებს შეუძლიათ, ის დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაქმნელად გამოიყენონ, რათა ნებისმიერი სახის კონტენტის (ფილმები, სერიალები, ონლაინ-თამაშები, პოდკასტები, მუსიკა, პირდაპირი ტრანსლაციები, საგანმანათლებლო პროგრამები) მიწოდება მოახდინონ. 

პროექტი 2018 წელს ამოქმედდა. გენერალური დირექტორის თანამდებობას მიტჩ ლიუ იკავებს, რომელმაც ლიდერობის გამოცდილება Gameview Studios-სა და Tapjoy-ში დააგროვა. თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი MadSkill Game Studios-ის ყოფილი თანადამფუძნებელი ჯიეი ლონგია. Theta-ს გუნდმა ექსპერტები შეკრიბა, რომლებიც ადრე Netflix-ში, Amazon-ში, Samsung-ში, Vimeo-სა და Salesforce-ში მუშაობდნენ. 

ბლოკჩეინთან პარტნიორობა ისეთმა კომპანიებმა დაამყარეს, როგორიცაა Lionsgate, MGM Studios, NASA, Google, Sony, SAA. ვიდეო-პლატფორმებს შორის, რომლებშიც Theta ინტეგრირებულია, არიან: Trusted Media Brands, CONtv Anime, Party Poker, Cinedigm, Samsung VR და სხვა. პროექტის ინვესტორები Sierra Ventures, Sony Innovation Fund, Bertelsmann Digital Media Investments (BDMI), Creative Artists Agency (CAA) არიან.
Theta-ს ვებ-გვერდის მთავარი გვერდი.

Theta-ს ვებ-გვერდის მთავარი გვერდი.

რა პრობლემას წყვეტს Theta?

ვიდეოსტრიმინგის ტრადიციულ ინდუსტრიაში გლობალური ინფრასტრუქტურის პრობლემა არსებობს, რომელიც ცენტრალიზაციას უკავშირდება. მას "უკანასკნელი მილი" ეწოდება. 

ქსელს CDN, რომელიც კლასიკურ სტრიმინგ სერვისებში მაყურებლებისთვის კონტენტის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი, მონაცემთა ბაზების შეზღუდული რაოდენობა აქვს, რომლებიც ყველა მომხმარებელთან ახლოს ვერ იქნება განთავსებული. ამის გამო, ზოგიერთ ადამიანი შეფერხებებსა და გამოსახულებისა და ხმის ცუდ ხარისხს აწყდება. 

Theta ამ ნაკლოვანებას ბლოკჩეინის დახმარებით ლახავს, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას აძლევს, ანაზღაურების სანაცვლოდ, მულტიმედიის დამუშავებისა და მიწოდების მიზნით საკუთარი გამოთვლითი სიმძლავრეები და თავისუფალი რესურსები გამოყოს. იდეალური დისტრიბუცია იმის ხარჯზეა მიღწეული, რომ მაყურებლის მოწყობილობების ერთმანეთთან უფრო ახლოს მდებარეობს, ვიდრე CDN-ის სერვერებთან. 

გარდა ამისა, ბლოკჩეინთან დაკავშირებისას, კონტენტის მწარმოებლები დამატებით შემოსავალს იღებენ და ხარჯებს 50-70%-ით ამცირებენ.

Metachain —Theta-ს ახალი ტექნოლოგია

2022 წლის დეკემბერში Theta-მ თავისი ინფრასტრუქტურის ახალი ელემენტი - Metachain წარმოადგინა. ეს დამატებითი ბლოკჩეინია, რომელიც მასა და მთავარ ჯაჭვთან დაკავშირებული ქსელების შეუზღუდავი რაოდენობისგან შედგება. პრეფიქსი „მეტა-“ იმაზე მიუთითებს, რომ პროექტის არქიტექტურა ყოვლისმომცველი  გახდება და ფიზიკურისა და ნაცნობის ფარგლებს გარეთ გავა. 

ამ სიახლის წყალობით, Theta ჰორიზონტალურად მასშტაბირებას შეძლებს და ტრანზაქციების შესრულებისა და მონაცემთა რეესტრში ბლოკების დამატების მყისიერ სიჩქარეს მიაღწევს. ამრიგად, ბლოკჩეინი Web3-ის სხვადასხვა მიმართულებით მისი გამოყენებისთვის უფრო სრულყოფილი გახდება. 

ნებართვის გარეშე საკუთარი ჯაჭვის ამოქმედებას და Metachain-თან დაკავშირებას, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით, ნებისმიერი დეველოპერი შეძლებს. თითოეული ქვეჯაჭვი ტრანზაქციების დამუშავებაზე დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი, მაგრამ მათ შორის ინფორმაციის გაცვლის ჩაშენებული საშუალება იქნება.

 Metachain-ის კოდი Theta GitHub-ზე მდებარეობს.
ბლოკჩეინ Theta-ს ინფრასტრუქტურა.

ბლოკჩეინ Theta-ს ინფრასტრუქტურა.

Theta-ს ტოკენები

ბლოკჩეინის მუშაობას ორი მონეტა - THETA (მმართველობის ტოკენი) და TFUEL (ტრანზაქციებს უზრუნველყოფს) უჭერს მხარს.

THETA-ს მფლობელებს კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ, რომლებიც პლატფორმაზე იმართება, რათა გადაწყვიტონ, რომელი მიმართულებით უნდა განვითარდეს პროექტი. TFUEL ტოკენია, რომელიც მიკროგადახდებისთვის, ანუ ქსელში ოპერაციების განხორციელებისთვის შეიქმნა.

მომხმარებლები, რომლებიც მონაცემთა დამუშავებისთვის სიმძლავრეებს აზიარებენ, ჯილდოს TFUEL-ში იღებენ. ამ ტოკენის გამომუშავება THETA-ს მფლობელებსაც შეუძლიათ, რომლებიც პროექტის ეკოსისტემას ტრანზაქციების შესამოწმებლად და ქსელში ბლოკების დასამატებლად უერთდებიან.

Theta-ს ეკოსისტემის თავისებურებები

Theta ერთრანგიან P2P პროტოკოლზეა აგებული, რომელიც კონტენტს გადასცემს და ტრანზაქციებს ამუშავებს, ასევე კონსენსუსის ალგორითმ PoS-სა და მრავალდონიან ალგორითმ Byzantine Fault Tolerance-ზეა (BFT) არის დაფუძნებული. ამის წყალობით, ბლოკჩეინი უსაფრთხოებასა და მაღალ გამტარუნარიანობას აღწევს.

ქსელი Ethereum-ის სმარტ-კონტრაქტებთან თავსებადია, რისი წყალობითაც, მასში NFT-ების, დეცენტრალიზებული ბირჟების, DeFi-აპლიკაციების, DAO-ებისა და სხვათა შექმნაა შესაძლებელი. 

Theta Network ისეთი ნოდების წყალობით ფუნქციონირებს, როგორიცაა Edge Nodes, Validator Nodes და Guardian Nodes. 

Edge-ს Theta-ს მომხმარებლები ამოქმედებენ, რომლებიც მზად არიან, თავისი კომპიუტერის სიმძლავრეები გააზიარონ, რათა მაყურებელს კონტენტი მიაწოდონ. როგორც ზემოთ აღინიშნა, ისინი თავიანთი ინიციატივის სანაცვლოდ ტოკენ TFUEL-ებს იღებენ. ქსელში ასეთი კვანძების რაოდენობა 9000-ზე მეტია. 

Validator - ნოდებია, რომლებზეც პასუხისმგებელი მედიაკომპანიებია. ისინი ტრანზაქციების დამუშავებასა და ჯაჭვში ბლოკების დამატებას ახორციელებს. იმისათვის, რომ  ვალიდატორი გახდეთ, ტოკენები THETA სტეიკინგზე უნდა განათავსოთ. ამ ტიპის კვანძები ისეთი კომპანიებია, როგორიცაა Google, Samsung, Creative Artists Agency, Sony. სულ ასეთი 25-ია. 

Guardian მფარველი კვანძებია, რომლებიც საზოგადოებას მართავს. ისინი ვალიდატორების მუშაობას ამოწმებს, უსაფრთხოებას  უზრუნველყოფს და კონსენსუსის მექანიზმის მხარდაჭერას ახორციელებს.

ქსელში ძირითადი ოპერაციების ოპტიმიზაციისთვის, ბლოკჩეინს ასევე აქვს მიკროგადახდების ოფჩეინ-პული აქვს. მისი წყალობით, მომხმარებლებს ტოკენები ქსელის გარეთ გაჰყავთ, ეს ბლოკის ჯაჭვის განტვირთვას ახდენს და ძირითადი ამოცანებისთვის მისი პროდუქტიულად გამოყენების საშუალებას იძლევა. 

გარდა ამისა, Theta-მ NFT-ზე ორიენტირებული პროექტი ThetaDrop შექმნა, რომელსაც მშობლიური ტოკენი TDROP აქვს. 2023 წელს ბლოკჩეინის ბაზაზე გამოჩნდება აპლიკაციები EdgeStore, Edge Streaming, Storage and Compute, დეცენტრალიზებული Theta Video API რომელიც კოდირებისთვის, შენახვისა და რეტრანსლაციებისთვის არის განკუთვნილი.