BTS-ის K-pop ვარსკვლავი NFT-ს წინააღმდეგ გამოვიდა

ფოტო - BTS-ის K-pop ვარსკვლავი NFT-ს წინააღმდეგ გამოვიდა
RM-მ განუცხადა კომპანია HYBE-ს ადმინისტრაციას, რომ ის არ უჭერს მხარს Momentica-ს NFT-პლატფორმას, რომელიც HYBE-ის და Dunamu-ის თანამშრომლობის პროდუქტია.
ტოკენიზებული საავტორო ტრეკებით ვაჭრობის პლატფორმა აჩვენებს უკიდურესად დაბალ შედეგებს: 1231 გაციფრული ვიდეოდან მხოლოდ 50 გაიყიდა. ექსპერტები პრობლემად თვლიან მენეჯმენტის პოლიტიკას, რომელიც პროგრამულად ზღუდავს NFT მყიდველების უფლებებს საკუთარი ტოკენების თავისუფალ გამოყენებასთან დაკავშირებით ( მაგალითად, არსებობს NFT-ის დაბლოკვის ოფცია, თუ მომხმარებელი მოხვდება რომელიმე AML ფილტრში).

საკუთრების უფლების დარღვევა მართლაც პრობლემაა NFT-ებისთვის, რომლის დანიშნულებაც სწორედ ასეთი უფლებების ციფრული გარანტიაა.

მაგრამ, თუ მოგეჩვენებათ, რომ RM-ს  მფლობელების კითხვები ადარდებს, თქვენ ცდებით. მას აწუხებს... ნახშირბადი, რომელიც გამოიყოფა NFT-ოპერაციების დროს და ცუდად მოქმედებს კლიმატზე.

ან იქნებ ამაშია საქმე? გუშინ პოპ-კერპი ხარ, დღეს კი უკვე ეკოაქტივისტი!

GC
GN Crypto
ავტორი