როგორ განვასხვავოთ პერსპექტიული NFT–პროექტი სიაფანდისგან
თუ იმის გეშინიათ, რომ აჟიოტაჟურ NFT–ებს მინიმალური საკომისიოთი უთქვენოდ დამინთავენ, ამოისუნთქეთ და ერთი ნაბიჯი უკან გადმოდგით. ეს არის ტიპიური FOMO. იმისთვის, რომ Whitelist-ში მოხვდეთ და თან ფულიც გამოიმუშავოთ, გაანალიზეთ გუნდის მუშაობის 4 მიმართულება.
პირველი ნაბიჯი: ვსწავლობთ roadmap–ს
ყურადღებით შეისწავლეთ NFT-პროექტის საგზაო რუკა.
საგზაო რუკა არის საკონტროლო ვადებით გეგმების განხორციელების ეტაპობრივი განვითარების სტრატეგია. მისი გამოყენებით შეგიძლიათ დაადგინოთ, თუ რომელი ეტაპებია უკვე დახურული, რა კეთდება და კიდევ რა იგეგმება.
ის გუნდები,რომლებიც მხოლოდ ფულის გამომუშავებას არ ისახავენ და უფრო საინტერესო მიზნები აქვთდასახული, ასეთ კალენდარს სერიოზულობით ეკიდებიან. ისინი თითოეულ განვლილ ეტაპზე დებენ ანგარიშს და საზოდადოებას კიდევ ერთ აღებულ სიმაღლეს აუწყებენ.
მიაქციეთ ყურადღება უკვე დასრულებულ დავალებებს. ნათელი იქნება,მიიღებთ თუ არა წვდომას ჰოლდერებისთვის დახურულ ფუნქციებზე თუ ყველა გემრიელობა ჯერ კიდევ „შემუშავების პროცესშია”.
მაგალითად, BAYC сразу после минта NFT–ის მინთის შემდეგ ჰოლდერებისთვის თამაშების დახურულ ვებგვერდებზე წვდომას აძლევდა.
სურათის აღწერა: სიმპათიური პერსონაჟი Donkey Kong პროექტ Bored Ape Yacht Club–ის მხოლოდ პირველი მონაწილეებისთვის იყო ხელმისაწვდომი
თუ roadmap–ში მხოლოდ სამომავლო სარგებლისა და უზარმაზარი შემოსავლის დაპირებებია, მაშინ უმჯობესია gas უკეთეს დრომდე დაზოგოთ. დიდი ალბათობით, მომხმარებლებს სთავაზობენ პროდუქტს, რომელმაც არ გაიარა ბეტა– ტესტირების ეტაპი და მისი მექანიკა შიდა პლატფორმებზე არ არის გამოცდილი.
დიდი ალბათობით,სეილის შემდეგ დამფუძნებლები აიღებენ თქვენს ფულს და ახალი წითელი ლამბორჯინით გაქრებიან ჰორიზონტიდან. ან ეს შავი ლექსუსით მოხდება.
ამას თქვენ მაინც ვერ გაიგებთ.
მეორე ნაბიჯი: ვაფასებთ usability–ს
დაფიქრდით რა პრაქტიკულ სარგებელს მიიღებთ NFT პროექტისგან.
ეს შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს:
- p2e (Play-to-Earn) ან m2e (Move-to-earn) თამაშები;
- დახურულ საზოგადოებაზე წვდომა;
- ფასდაკლებები საპარტნიორო პროგრამებზე;
- რეფერალური ჯილდოები;
- ახალი კოლექციების დროპები;
- მიმზიდველი მერჩი;
- ამ ავტორების სხვა კოლექციების პირველი ხელის დამინთვის უფლება.
NFT–ები, რომლებსაც არ გააჩნია პრაქტიკული შინაარსი უბრალოდ სურათებია. შეგიძლიათ მათი ყიდვა და ქონა, მხოლოდ იმიტომ,რომ ისინი მოგწონთ,მაგრამ იმედი გქონდეთ,რომ მომგებიანად გაყიდით, გულუბრყვილობაა.
როგორც წესი,ასეთი კოლექციები თაღლითობა,ერთდღიანი სტარტაპები,რომლებმაც მარკეტინგში ჩადეს ფული და ახლა განზრახული აქვთ ამ ფულის პროცენტებით დაბრუნება ტოკენის ფასის ხელოვნური ზრდის ხარჯზე.
კარგი გამოყენებადობის მქონე პროექტის მაგალითია აპლიკაცია StepN, რომელიც კონცეფციის M2E (“იმოძრავე და გამოიმუშავე) ხარჯზე მუშაობს. ისინი, ვინც მოსაწვევებით მოხვდნენ წინა ვაგონებში, კარგი ფული გამოიმუშავეს NFT სპორტული ფეხსაცმლის „გამრავლებასა“ და გაყიდვაზე.
შემქმნელების მიერ გაჟღერებული მიზანს პოზიტიური დატვირთვა ჰქონდა: ცხოვრების აქტიური წესის რეკლამირება. აპლიკაციის StepN მომხმარებლები დადიოდნენ და დარბოდნენ თამაშშიდა ტოკენის GST მისაღებად. შემდეგ ზრდიდნენ ფეხსაცმლის დონეს და კიდევ უფრო მეტს გამოიმუშავებდნენ.
პროექტმა წელიწადზე ცონა ნაკლები იარსება. ის ტოკენების თამაშშიდა ღირებულების გათვლის არასწორმა მექანიზმმა დაღუპა. თუმცა,მან პიონერებს ფულის გამომუშავების,მიმდევრებს კი კანჭის კუნთის გავარჯიშების შესაძლებლობა მისცა.
მესამე ნაბიჯი: ვაკვირდებით community–ს
პროექტის საზოგადოება მისი წარმატების უკვე ნახევარია. მხარდაჭერის ჯგუფის განწყობაზე და პროექტის რწმენაზეა დაკოკიდებული ფასიც მეორად ბაზარზე,და აჟიოტაჟის ხარისხიც.
საზოგადოება ორი რაკურსიდან უნდა განვიხილოთ: დამოკიდებულება საზოგადოების შიგნით + დამოკიდებულება პროექტის მომხმარებლებსა და დამფუძნებლებს შორის.
აქტიური საზოგადოება, რომელიც პირდაპირი გარე მმართველობის გარეშე ვითარდება, პროექტის ხანგრძლივ სიცოცხლეს უზრუნველყოფს. გულშემატკივრები დამოუკიდებლად ქმნიან მემებს, იგონებენ ხუმრობებს, იწყებენ კომუნიკაციას, გადასცემენ ერთმანეთს სიგნალებს და ზოგადად ზემოთ სწევენ კოლექციას.
ასევე მნიშვნელოვანია,როდესაც შემქმნელთა გუნდს კომუნიკაცია აქვს მომხმარებლებთან. დამფუძნებლებისა და მოდერატორების პირდაპირი კომუნიკაცია რიგით მონაწილეებთან მეგობრულ დამოკიდებულებას და დადებით ემოციურ კავშირს ქმნის.
კარგი საზოგადოების მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ პროექტში Forgotten Runes Wizard Club. აქ ქმნიან არტს,მემებს და აქტიურად ავრცელებენ თავის შემოქმედებას ინტერნეტში. ამის გარდა,ისინი თავად წერენ პერსონაჟების ბიოგრაფიას, ქმნიან ცოდნის წიგნს და აგენერირებენ სათამაშო კრეატივს.
სურათის აღწერა: პროექტის Forgotten Runes ცოდნის წიგნის შედგენაზე მუშაობა მფლობელების ძალებით მიმდინარეობს.
მეოთხე ნაბიჯი: ვაგროვებთ ინფორმაციას backgroundის შესახებ
შეეცადეთ ღია წყაროებიდან და სტარტაპის გარშემო ჭორებიდან გაარკვიოთ, ვინ დგას ჯიპეგისა და მარკეტინგის უკან. ინვესტორები, WEB3-ში გამოჩენილი ადამიანები, წარმატებული დეველოპერები - ეს ადამიანები ანიჭებენ კოლექციას მნიშვნელობას, სოლიდურობასა და მაცდურ პერსპექტივას.
ბექგრაუნდის შემოწმება რთულია, მაგრამ აუცილებელი:
- თვალყური ადევნეთ კოლექციების შემქმნელთა სოციალურ ქსელებს, მოძებნეთ გამომწერებში მსხვილი ინვესტორები და გამოცდილი მარკეტოლოგები.
- მიჰყევით დიდ ვეშაპებს, რომლებსაც შესაძლოა არ აქვს პროექტი გამოწერილი, მაგრამ უნებლიეთ ახსენეს ის სადმე Twitter-ზე ან Reddit-ზე.
- ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, რომლებმაც გაიარეს KYC პროცედურა. როდესაც პროექტის უკან ცნობილი ადამიანები დგანან, იმის ალბათობაც იზრდება, რომ ეს ერთდღიანი პროექტი არაა.
- მოძებნეთ ცნობილი კომპანიები ან სავაჭრო პლატფორმები სტარტაპის გამომწერებში. ბაზრის ძირითადი მოთამაშეები თაღლითობას არ გამოიწერენ და, რა თქმა უნდა, არც მხარს არ დაუჭერენ.
- თუ ინფორმაცია ბლოგერისგან ან კრიპტო–ინფლუენსერისგან მიიღეთ, შეამოწმეთ მათი წარსული. მის მიერ რეკლამირებული რამდენი პროექტი იყო წარმატებული?
ზურგს უკან კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანები მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც NFT–პროექტის კარგი მომავლის ალბათობას, თქვენთვის კი ფულის გამომუშავების შესაძლებლობას ზრდის.