პროექტ Altura-ს თავისებურებები

ფოტო - პროექტ Altura-ს თავისებურებები
Altura არის Binance Smart Chain-ზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ, შეცვალოთ, ინტეგრირება განახორციელოთ და გაყიდოთ Smart NFT-ები. პლატფორმა უზრუნველყოფს მოსახერხებელ ინსტრუმენტებს და მხარდაჭერას NFT თამაშების დეველოპერებისთვის, მასში შედის ღია სავაჭრო მოედანი, საკუთარი ტოკენი ALU და მხარს უჭერს ყველაზე პოპულარულ ბლოკჩეინებს (Ethereum, Avalanche, BSC, Polygon და Fantom).

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია „ლუტბოქსები“ – განძიანი სკივრები. ისინი საშუალებას აძლევენ მოთამაშეებს განბლოკონ შემთხვევითი საგნები წინასწარ განსაზღვრული ნაკრებიდან. ვინაიდან ბოქსები არის NFT, მათი გაყიდვა ასევე შესაძლებელია სავაჭრო მოედანზე. Altura-ს ყველა პროტოკოლი ღია საწყის კოდზე მუშაობს და აქვს მოსახერხებელი API სისტემა.

Smart NFT არის დინამიური ურთიერთშეუცვლელი ტოკენი, რომელიც  რამდენიმე დონისგან შედგება. მათ შეუძლიათ  შეიცავდნენ არა მხოლოდ სურათს და სათაურს, არამედ შეცვალონ თავიანთი მდგომარეობა და ამავდროულად  დაიცულები იყვნენ კოპირებისგან. ეს საშუალებას გაძლევთ შექმნათ შიდასათამაშო ცვალებადი ნივთები (იარაღი, აღჭურვილობა, ტანსაცმელი), გააუმჯობესოთ მათი თვისებები და გაზარდოთ მათი ღირებულება.

ALU არის Altura-ს პლატფორმის ნატიური ტოკენი და ის სავაჭრო მოედანზე NFT-ების შესაძენად ან გასაყიდად გამოიყენება. მონეტების მაქსიმალური მარაგია 1,000,000,000 ALU.

ALU ტოკენით სავაჭროდ ძირითადი ბირჟებია Gate.io, BKEX, LATOKEN და PancakeSwap. მონეტის ყიდვა ერთ-ერთ ამ ბირჟაზე არ არის რთული:

1. დარეგისტრირდით ერთ-ერთ ბირჟაზე.
2. მიამაგრეთ თქვენი საფულე (მაგალითად, MetaMask).
3. შეარჩიეთ შესაფერისი სავაჭრო წყვილი (ETH/ALU, BNB/ALU, USDT/ALU) და გარიგება განახორციელეთ.