თამაშში ვარ: Karate Combat უშვებს Up Only Gaming-ს და $KARATE-ს

icon FOR
ფოტო - თამაშში ვარ:  Karate Combat უშვებს Up Only Gaming-ს და $KARATE-ს
სათამაშო აპლიკაცია Up Only Gaming ფანატებს ვირტუალური ჯილდოების მიღების და პროექტ Karate Combat-ის მებრძოლების მხარდაჭერის საშუალებას მისცემს.
Karate Combat არის ბრენდი, რომელიც უკვე მესამე წელია ეწევა  სრულკონტაქტიანი კარატეს პირველი პროფესიონალური ლიგის პოპულარიზაციას მთელს  მსოფლიოში. ოფშორული კომპანია Sensei Foundation-ის სათავეებთან დგანან  მაიკლ დე პიეტრო (Michael DePietro) და რობერტ ბრაიანი (Robert Bryan).

ლიგა Karate Combat ეწევა კარატეს, როგორც სპორტის სახეობის და საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციას.

Karate Combat-ში ერთმანეთს ეჯიბრებიან მონაწილეები, რომლებიც სხვადასხვა სკოლებსა და სტილებს წარმოადგენენ.  ეს არის როგორც კლასიკური შოტოკანი, სიტო-რიუ, ვადო-რიუ, ასევე მოგვიანებით გაჩენილი კიოკუშინკაი, ამერიკული კარატე, ტაეკვონდო და ტანსუდო. კარატისტები მონაწილეობენ სეზონურ ჩემპიონატში, რომლის გამარჯვებული  ოქროს ქამრით დაჯილდოვდება. 8 წონით კატეგორიაში მოწვეულნი არიან შავი ქამრის მფლობელები, ოლიმპიური მედალოსნები და ეროვნული ჩემპიონები მთელი მსოფლიოდან.
ვინ გახდება Karate Combat-ის ჩემპიონი 2023 წელს? წყარო: პროექტის Instagram

ვინ გახდება Karate Combat-ის ჩემპიონი 2023 წელს? წყარო: პროექტის Instagram

2020 წელს კატარის კომპანია beIN SPORTS-მა, რომელიც ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სპორტულ მაუწყებლობაში დომინირებს, Karate Combat-ის მატჩების მაუწყებლობის უფლება შეიძინა. მთლიანობაში, მედიაჯგუფი Karate Combat-ის სეზონებს მსოფლიოს 37 ქვეყანაში გადასცემს.
მანამდე და შემდეგ - ასე გამოიყურება სპორტული პაექრობების ახალი თაობა! წყარო: პროექტის Twitter

მანამდე და შემდეგ - ასე გამოიყურება სპორტული პაექრობების ახალი თაობა! წყარო: პროექტის Twitter

რა თქმა უნდა, საქმე მხოლოდ იმ ემოციებში არ არის, რომელსაც მაყურებელში სრულკონტაქტიანი კარატე იწვევს. Karate Combat-ში შეგიძლიათ იხილოთ ანალიტიკა ვიდეოთამაშების სტილში: ბიომეტრიული მონაცემები, ინფორმაცია კვების თაობაზე, ინფორმაცია მებრძოლის დნმ-ის შესახებ რეალური დროის რეჟიმში. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია იმერსიული კომპიუტერული გრაფიკა, რომელიც დაფუძნებულია Unreal Engine-ზე. ასე რომ, როდესაც ბრძოლის ტელეტრანსლაციის დროს კადრში დინოზავრს დაინახავთ, ყველა "პრეტენზიებით" ამ თამაშის „ძრავის“ შემქმნელს, Epic Games-ს მიმართეთ. მსახიობ დენი ტრეხოს, (Danny Trejo), მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელის ჰაფსორ იულიუს ბიორნსონის (Hafþór Júlíus Björnsson), UFC-ის ორ წონით კატეგორიაში ყოფილი ჩემპიონის ჟორჟ სენტ-პიერის(Georges St-Pierre), UFC ყოფილი ჩემპიონის მსუბუქ წონაში ლიოტო მაჩიდას (Lyoto Machida) და მისი მთავარი კონკურენტის UFC-ში სტივეტ ტომფსონის (Stephen Thompson) მონაწილეობა ამ სანახაობას მართლაც რომ დაუვიწყარს ხდის.
ერთ-ერთი ბრძოლა Karate Combat-ის პროექტზე წყარო:: Karate Combat

ერთ-ერთი ბრძოლა Karate Combat-ის პროექტზე წყარო:: Karate Combat

პროექტის პირველი ხუთი ბრძოლა ოფლაინ, სპეციალურად მოწვეული მაყურებლისთვის გაიმართა. მოგვიანებით გამართულ ღონისძიებებს კომპიუტერული გრაფიკის ეფექტები და ორიგინალური მუსიკა დაემატა, ომისთვის, რომ მათ თანამედროვე სახე მისცემოდა და უფრო ახალგაზრდა აუდიტორია მოიზიდა. ჯერ მხოლოდ ღონისძიების One World Trade Center-ის 102-ე სართულზე ჩატარება რად ღირს, სადაც ლიგის 100 წევრი სპეციალურად შერჩეული,  “პეპელა” ჰალსტუხიანი დრესკოდით შემოსილი აუდიტორიის წინაშე შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თავიდან შემქმნელებს სურდათ დარჩენილიყვნენ "მხოლოდ ჩვენიანების" ფორმატში. მაგრამ, COVID-19-ის პანდემიამ, თავისი შეზღუდვებით, ფაქტიურად გამოაგდო Karate Combat ონლაინში, პირდაპირ იმერსიულ ტექნოლოგიებს ჩაახუტა. 2023 წლის აპრილის ბოლოსთვის პროექტის ბრძოლების ჩვენების საერთო რაოდენობამ 1 მილიარდს გადააჭარბა.

Karate Combat პირველი კრიპტოსავალუტო ლიგა ხდება

შთამბეჭდავმა შედეგებმა და კრეატიულმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ Karate Combat-მა მიიღო 18 მილიონი დოლარის დაფინანსება Bitkraft Ventures-ისგან, რომელიც  თამაშებსა და ინტერაქტიულ მედიაში ინვესტირებაზეა სპეციალიზებული. ასევე, ინვესტირება განახორციელეს Delphi Digital-მა (კრიპტოკვლევები და ინვესტიციები), The Operating Group-მა (IT- მომსახურება და კონსალტინგი), გლობალური საინვესტიციო კომპანია Alpha Wave Global-მა და სხვა მოთამაშეებმა. ლიგა Karate Combat-ს ასევე აფინანსებს HBAR Foundation, ჯგუფი, რომელიც Hedera Hashgraph-ის  ეკოსისტემას უჭერს მხარს.

დაფინანსება  მაღალტექნოლოგიური კონტაქტური სპორტის შემდგომ განვითარებას მოხმარდება. კერძოდ, საუბარია  iOS აპლიკაციის Up Only Gaming ტოკენის KARATE-ს ამოქმედებაზე Ethereum-ის და Hedera-ს ქსელებში. პროექტი 2023 წლის მაისში დაიწყო. ანდროიდის აპლიკაცია ივნისში გამოვა. გარდა ამისა, Karate Combat გახდა პირველი სპორტული ლიგა, რომელიც სტრუქტურირებულია როგორც დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია (DAO).
ახალი აპლიკაცია Up Only Gaming Karate Combat-ისგან წყარო: Karate Combat

ახალი აპლიკაცია Up Only Gaming Karate Combat-ისგან წყარო: Karate Combat

ახალი აპლიკაციის დახმარებით მომხმარებლები შეძლებენ:

  1. KARATE-ს მართვის უფასო ტოკენების შეგროვებას. მომხმარებლის KARATE-ს რაოდენობაზეა დამოკიდებული მებრძოლების საპრიზო ფონდის სიდიდე, ბრძოლების დაგეგმვასა და ლიგის სხვა გადაწყვეტილებებზე მისი გავლენის ხარისხი.
  2. მებრძოლთა მატჩების ყურებას, ფანების პროგნოზების გაანალიზებას.
  3. ხმის მიცემას ფავორიტი კარატისტებისთვის, მათი საპრიზო ფონდის გაზრდას მათი საკონტრაქტი  ხელფასის ზევით. რაც უფრო დიდია მებრძოლის საპრიზო ფონდი, მით მეტი KARATE აქვს მას ბრძოლაში გამარჯვების შემთხვევაში.
  4. კარატისტის გამარჯვების შემთხვევაში დამატებითი KARATE-ს მიღებას საპრიზო ფონდიდან.
  5. ინფორმაციის მიღებას კენჭისყრის დროსა და ბრძოლების შედეგების თაობაზე. 
სპორტული ლიგის ღირებულება დიდწილად დამოკიდებულია შეჯიბრის ხარისხზე, ასევე გულშემატკივართა ვნებასა და ლოიალობაზე. Karate Combat იყენებს თავის ინსტრუმენტებს და Web3 სულისკვეთებას, რათა შეცვალოს ფანების დამოკიდებულება მათი საყვარელი სპორტის სახეობის მიმართ, პირდაპირი ურთიერთობების დამყარებით, სტიმულების შეთანხმებით და ლიგის ყველა ასპექტზე გავლენის შესაძლებლობის უზრუნველყოფით
ამბობს Bitkraft Ventures-ის პარტნიორი კარლოს პერეირა