Konami Web3-ის მიმართულებით დამაჯერებლად მოძრაობს

ფოტო - Konami Web3-ის მიმართულებით დამაჯერებლად მოძრაობს
მეტასამყაროსა და NFT თამაშების გამოჩენაზე მოყვარული მოთამაშეების არაერთგვაროვანი რეაქციის მიუხედავად, ბევრი სათამაშო გიგანტი ხედავს Web3-ში დიდ პერსპექტივას ხედავს. ახლა კი ერთ-ერთი უძველესი სათამაშო კომპანიის – Konami-ის ჯერიც დადგა.
ვიდეო თამაშების შემქმნელმა Konami Digital Entertainment-მა პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით 2022 წლის დასაწყისში გადადგა. კომპანიამ გამოუშვა NFT-ების კოლექცია, რომელშიც წარმოდგენილი იყო ლეგენდარული თამაში, Castlevania, რომელიც მიეძღვნა ამავე სახელწოდების თამაშის გამოსვლის 35 წლის იუბილეს. Castlevania-ს ურთიერთშეუცვლელი ტოკენების გაყიდვიდან შემოსავალმა $150,000-ზე მეტი შეადგინა, ყველაზე ძვირადღირებული ტოკენი  ”Dracula’s Castle” იყო - $26,732.
დრაკულას სასახლე

დრაკულას სასახლე

კომპანიამ გადაწყვიტა მიღწეულზე არ გაჩერებულიყო და 2022 წლის ოქტომბერში  „ნიჭიერთა ფართო სპექტრის“ დაქირავების შესახებ  გამოაცხადა, რათა შეექმნა სისტემა და განევითარებინა სერვისები Web3-ისა და მეტასაყაროს სფეროში. Konami-ს პრესრელიზში ჩამოთვლილია იმ პროფესიონალების სრული სია, რომლებიც კომპანიას სჭირდება: დიზაინერები, პროგრამისტები, ინჟინრები, რეჟისორები, იურისტები და ბუღალტერებიც კი.

კომპანია ასევე აპირებს გამოუშვას სათამაშო სერვისი, რომელიც საშუალებას მისცემს მოთამაშეებს ივაჭრონ თავიანთი შიდასათამაშო NFT-ებით და გადაიტანონ სხვა სერვისებზე „ბლოკჩეინზე დაფუძნებული უნიკალური პლატფორმის“ მეშვეობით. ამისათვის Konami ატარებს მთელ რიგ ვრცელ კვლევასა და უახლეს ტექნოლოგიებს ავითარებს.

იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წელს NFT თამაშების ბაზარი კარგავს პოპულარობას, ასეთი განცხადებები საზოგადოებას გულგრილს არ ტოვებს. კლასიკური 8-ბიტიანი თამაშების ზოგიერთი ერთგულმა ფანატმა ძალზე ნეგატიურად რეაგირებს. ამ რეაქციის მთავარი მიზეზი არის არა კომპანიის სურვილი, შეაღწიოს Web3 სამყაროში, არამედ არაფრის მთქმელი რელიზი, სადაც საუბარია უნიკალურობაზე ყოველგვარი ფაქტების გარეშე. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც სიამოვნებით ელოდება კლასიკის გადაგვარებას მეტასამყაროს სახით.

მაგრამ კიდევ ერთი სათამაშო გიგანტი, Ubisoft, ჯერ კიდევ იდეის ეტაპზეც კი იძულებული გახდა თავის მეტასამყაროზე უარი ეთქვა. მთავარი პრობლემა კომპანიის თანამშრომლების უარყოფითი გამოხმაურება იყო. მათმა უმრავლესობამ NFT თამაშებისა და Web3-ის მიმართულებით მუშაობაზე უარი თქვა.

Sidebar ad banner
Recommended