Knights Who Say Nah: ისტორიის ახალი ხედვა

ფოტო - Knights Who Say Nah: ისტორიის ახალი ხედვა
როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული რეალური ღირებულების მქონე ისტორიული არტეფაქტები, DAO და NFT? ეს უნიკალური Web3 პროექტის, Knights Who Say Nah-ის შემქმნელებმა იციან.
გსურთ, გახდეთ ისტორიის ნამდვილი მცველი და  გადასცეთ უძველესი კულტურების შესახებ ცოდნა მომავალ თაობებს? პროექტ Knights Who Say Nah-ის წყალობით, ასეთი შესაძლებლობა არსებობს! ნიკ რიჩი და მისი გუნდი მუშაობენ იმისთვის, რომ ისტორიული მემკვიდრეობა არ გაცამტვერდეს და თავისი ღირებულება მრავალი საუკუნის განმავლობაში შეინარჩუნოს.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

Knights Who Say Nah არის პროექტი, რომელიც დაფუძნებულია უძველესი იარაღისა და აბჯრების მსოფლიოში უდიდეს კერძო კოლექციაზე. ის მოიცავს 6000-ზე მეტ არტეფაქტს 50 კულტურიდან, რომლებიც კაცობრიობის 6000 წლიან ისტორიას მოიცავს. ზოგიერთი მათგანი განთავსებულია მსოფლიოს წამყვან კულტურულ დაწესებულებებში, მათ შორის მეტროპოლიტენ-მუზეუმსა და ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში.

Knights Who Say Nah აერთიანებს DAO-ს (მრგვალი მაგიდა), NFT-ს, თხრობასა და კულტურული მემკვიდრეობის რეალურ საგნებს. DAO-ს მთავარი ამოცანა არის არტეფაქტების რეპატრიაციაზე კენჭისყრის ჩატარება და მათი საჩუქრად გადაცემა მუზეუმებისთვის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პროფილური ორგანიზაციებისთვის. პროექტის თანადამფუძნებლების აზრით, იარაღისა და აბჯრების  სამგანზომილებიანი ასლების გამოყენება შესაძლებელია კულტურულ დაწესებულებებში დემონსტრირებისთვის, ხოლო ორიგინალები კი უნდა დაუბრუნონ ხალხებს, რომლებსაც ისინი ისტორიულად ეკუთვნიან.

Knights Who Say Nah-ის NFT-კომპონენტი - 4 სიუჟეტური დროპია, რომელიც უძველესი სამყაროს მეომართა სხვადასხვა კულტურას წარმოადგენს. თითოეული მათგანის ფარგლებში გამოვა 1111 გენერაციული მეომრის ავატარი და NFT არტეფაქტების ლიმიტირებული კოლექცია. რა შესაძლებლობები იხსნება "რაინდების" მფლობელებისთვის? მათ შეუძლიათ, გამოიყენონ შემოთავაზებული აბჯრები და იარაღი თავიანთი ავატარების ეკიპირებისთვის და გამოიყენონ ისინი მეტავერსებში ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. როგორც პროექტის ტვიტერშია აღნიშნული, პირველი ავატარები 8 თებერვალს გამოვა.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

პროექტის საგანძურში შესულ 3D არტეფაქტებს შემქმნელები თავისი არსით პირველს უწოდებენ. ასობით, ან თუნდაც ათასობითწლიანი საგნების ციფრული ასლების მისაღებად ფოტოგრამეტრიის მეთოდიკა გამოიყენება. საშუალოდ, სხვადასხვა რაკურსით ასობით სურათის გადაღებასა და მათ გაერთიანებას ერთ კომპოზიციაში, ერთი და იგივე განათებით, საშუალოდ, 40 საათამდე სჭირდება. 

პროექტში განსაკუთრებული ადგილი თხრობას უჭირავს. გუნდის ჩანაფიქრით, ყურადღების ცენტრში უძველესი გმირი მეომარი და აწმყოდან მისი დამხმარე არიან. ისინი თავიანთი არტეფაქტების საძიებლად მიემართებიან და მოგზაურობის ბოლოს მათთან უნდა გაერთიანდნენ. Knights Who Say Nah საზოგადოების წევრები პირველები არიან, ვინც იღებს წვდომას სცენარსა და ეპიზოდის განახლებებზე, რომლებიც ანიმაციურ სერიალად ტრანსფორმირდება.

პროექტის, ისტორიული პერსონაჟებისა და მათი ლეგენდარული არტეფაქტების პოპულარიზაციის მიზნით, დეველოპერები ანიმაციურ და სატელევიზიო სტუდიებთან თანამშრომლობას გეგმავენ. მაგრამ ამავე დროს, ისინი რეალურად აფასებენ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც Web3 სივრცე უნიკალური ინტერაქციული ეკოსისტემისთვის უზრუნველყოფს.