სტაჟიორიდან დარგის ლიდერამდე: ოლუჩის კარიერული გზა

ფოტო - სტაჟიორიდან დარგის ლიდერამდე: ოლუჩის კარიერული გზა
Оოლუჩი — ნიგერიაში ბლოკჩეინის პირველი ინჟინერი ქალი და Web3Ladies–ის დამფუძნებელია, აფრიკაში Web3–ის წამყვანი არაკომერციული საზოგადოების,რომელსაც 15 000–ზე მეტი მონაწილე ჰყავს.
Gagarin News: ოლუჩი,გამაოცეთ თქვენი უდიდესი გამოცდილებით, ბლოკჩეინის და Web3–ის სამყაროში გამორჩეული მიღწევებით.  თქვენი წვლილი შეუფასებელია.

— მოგვიყევით თქვენს განვლილ გზაზე, როგორ დაიწყეთ ამ დარგში მუშაობა და რამ შთაგაგონათ პიონერი გამხდარიყავით ბლოკჩეინის სფეროში?

ოლუჩი: 

მე ვარ ბლოკჩეინის უფროსი ინჟინერი, რომელიც გატაცებულია პროდუქტებით, მომხმარებლებით და რეალური პრობლემებისთვის მსოფლიო დონის ტექნიკური გადაწყვეტილებების  შექმნით.

ვმუშაობდი რამდენიმე ბლოკჩეინის სტარტაპთან ზრდის სხვადასხვა ეტაპზე, ვქმნიდი  პროდუქტებსა და ქსელებს ბლოკჩეინის სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა: DeFi, კრიპტოვალუტა, NFT, მართვა, სხვადასხვა ბლოკჩეინ– ქსელების ინტეგრირება, სმარტ–კონტრაქტების შემუშავება და ბიზნეს აპლიკაციების შექმნა მრავალ პლატფორმაზე.

ჩემი ტექნიკური კარიერა 2016 წელს ვებ–დეველოპერობის  სტაჟიორად დავიწყე Crenet TechLabs–ში, კომპანიაში,სადაც ქალები ჭარბობდნენ. ქალური კრეატიულობის, გამძლეობის და სამუშაოთი გატაცების ძალა. იქ ვქმნიდი ვებ–გვერდებს და ვებ–აპლიკაციებს, ისეთი ენების გამოყენებით,როგორიცაა: JavaScript (NodeJS, Express framework, jQuery და Angular), PHP (FuelPHP და  Laravel), HTML, CSS და HTML5 Canvas.

ტექნოლოგიების სფეროში ჩემი პირველი ორი  წლის მუშაობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო ის, რომ ტექნიკურ ღონისძიებებს და ჰაკატონებს ძალიან დიდ დროს ვუთმობდი. ვესწრებოდი უამრავ ტექნიკურ ღონისძიებას, სემინარს,მასტერკლასს და ჰაკატონს.

ერთერთი ჰაკატონი,რომელსაც დავესწარი,იყო Decade of Women #HackQuantum 2018, სადაც პირველად გავიგე ტერმინი «ბლოკჩეინი». ეს იყო ბლოკჩეინზე სხვადასხვა პროექტის შექმნის  ჰაკატონი, ჩემთვის კი ეს ყოველივე ახალი იყო. მეტის გაგება მინდოდა, საინტერესო იყო, და ამ მომენტიდან დაიწყო ჩემი ამ სფეროში მოგზაურობა.

მას შემდეგ ვმუშაობდი როგორც საინჟინრო განყოფილებებში, ისე წამყვანი ბრენდების პროდუქტების წარმოების განყოფილებებში,ისეთების,როგორებიცაა: Liquality (ConsenSys–ში გამოყვანილი), Nestcoin, Crypto.com, Binance, Bundle და Sterling Bank.

Gagarin News: რამ შთაგაგონათ ბლოკჩეინის პირველი ინჟინერი ქალი გამხდარიყავით ნიგერიაში?

ოლუჩი: ბლოკჩეინით და სმარტ–კონტრაქტების შექმნით საკმაოდ დიდი ხნის წინ დავინტერესდი, როდესაც კრიპტოვალუტით ვაჭრობა  ნიგერიაში ბლოკჩეინის გამოყენების პოპულარული ვარიანტი იყო.  მომეწონა ტექნოლოგია და ის გადაწყვეტილებები, რასაც ის სთავაზობს ,და მომინდა ჩემი წვლილი შემეტანა.

Gagarin News: როგორც ინჟინერი–ქალი  რა სირთულეებს შეხვდით ნიგერიაში?

ოლუჩი: არ მახსენდება რაიმე დიდ სირთულე, გარდა იმისა, რომ ბლოკჩეინი ახალი ტექნოლოგია იყო და არ იყო ბევრი ქალ–ინჟინრებს შორის არც ისე ბევრი იყო მისაბაძი მაგალითი, ვისაც რჩევისთვის მივმართავდი. სივრცეში ორიენტირება ადვილი არ იყო, მაგრამ მიხარია, რომ ამას გავუმკლავდი.

Gagarin News: თქვენ ხართ Web3Ladies–ის დამფუძნებელი, აფრიკაში Web3–ის წამყვანი არაკომერციული საზოგადოების,რომელიც  15 000–ზე მეტ მონაწილეს ითვლის აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში და პლატფორმაზე.

— მოგვიყებით,რა საზოგადოებაა და როგორია თქვენი მიზნები?

ოლუჩი: ჩვენ ვადგავართ დარგის ლიდერი–ქალების  თაობების შექმნის გზას, რომლებიც მზად არიან შექმნან, განავითარონ და გააფართოვონ  Web3–ის სტაბილური  ინდუსტრია. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ისაა, რომ ჩვენ ვართ Web3–ის ყველაზე გავლენიანი და მოთხოვნადი ქალთა საზოგადოება აფრიკაში. ჩვენი ინკლუზიურობის, მრავალფეროვნების, ანგარიშვალდებულებისა და მიკუთვნებულობის გრძნობის გაძლიერების გამოცდილება აშკარაა Web3Ladies-ის სტრუქტურასა და მუშაობაში.

ჩვენ მივისწრაფვით შევქმნათ და განვავითაროთ გამოჩენილი, მიზანმიმართული  და ნოვატორი  ქალების საზოგადოება  Web3–ის  აფრიკულ სივრცეში, რომლებსაც შეუძლიათ გაერთიანება არსებული სიტუაციის გამოწვევისთვის და შესთავაზონ  ღია კოდის მქონე  ეფექტური გადაწყვეტილებები. ჩვენ დაინტერესებული ვართ პროფესიული საქმიანობის ყველა ასპექტში ქალების განვითარებით.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში გვსურს ავიყვანოთ და ვასწავლოთ 100 000 ქალს ტექნიკური უნარები, რომლებიც საჭიროა  Web3 ინდუსტრიაში წარმატების მისაღწევად.

Gagarin News: მხარდაჭერის რა პროგრამებს აწარმოებს Web3Ladies ვებ–ინდუსტრიაში მომუშავე ქალებისთვის? და შეუძლიათ თუ არა ქალებს მთელი მსოფლიოდან შემოუერთდნენ თქვენს საზოგადოებას?

ოლუჩი: ამჟამად ჩვენი პროგრამები მოიცავენ სმარტ–კონტრაქტების შექმნას, პროდუქტის დიზაინს, პროდუქტის მართვას  და  Web2–ით შესწავლა ქალებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ტექნოლოგიების სფეროში მუშაობას.

ჩვენ რომ შემოგვიერთდეთ, ერთადერთი მოთხოვნა არის –იყო მგზნებარე ქალბატონი, რომელსაც სურს ისწავლოს და განვითარდეს ამ მიმართულებით. საზოგადოება აერთიანებს გოგონებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან Web3 სივრცით. ჩვენ გვინდა მეტი ქალი Web3 სივრცეში. ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა რომელი კონტინენტიდან ან რეგიონიდან არის გოგონა. 

Gagarin News
: რა წარმატებას მიაღწია თქვენმა ორგანიზაციამა არსებობის პერიოდში?

ოლუჩი: დღეისათვის, ჩვენ დავასაქმეთ 2000-ზე მეტი გოგონა და  200-ზე მეტი მოვამზადეთ  სამი ჯგუფისგან შემდგარი  ყოველკვარტალური მენტორული პროგრამის მეშვეობით. მათ აქვთ საჭირო უნარები, აზროვნება და პოზიციონირებენ, როგორც დარგის  პოტენციური ლიდერები.

საერთო ჯამში, 821 კანდიდატმა შემოიტანა განაცხადი ჩვენს ბოლო  მენტორულ კურსზე, მაგრამ მხოლოდ 396ს ჰქონდა მონაწილეობისთვის საჭირო კვალიფიკაცია. პროგრამა დაიწყო წინასწარი მენტორობის  ეტაპით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ბლოკჩეინის საფუძვლების ფაზა, რასაც მოჰყვება შესწავლის, დაჯილდოების და პროექტის   ფაზები.

ეს პროგრამა  Polygon–მა დაასპონსორა, რათა  ტექნიკური განათლების მქონე ქალებს შეექმნა რეალური გადაწყვეტილებები ბლოკჩეინზე Polygon. გვქონდა 14 პროექტი, რომელიც შექმნილი იყო  მენტორი გოგონების 14 ჯგუფის მიერ. ქვემოთ მოცემულია იმ დროის რამდენიმე საუკეთესო პროექტი:


ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ საზოგადოების წევრ  ქალებს იმ ინსტრუმენტების მიცემით, რაც მათ სჭირდებათ Web3-ში მუშაობის გასაგრძელებლად.მათ  ლეპტოპები, მოდემები, ინვერტორები მივაწოდეთ, რათა გვენახა, როგორ მიაღწევენ  ეს ქალები წარმატებას ამ ნიშაში.

მიღებული გამოცდილების წყალობით ზოგიერთმა ქალმა სექტორში  Web3 დასაქმდა.  

ამჟამად ჩვენ გვაქვს გაერთიანებული საზოგადოება (Discord + Slack), რომელიც  3000–ზე მეტ ქალს ითვლის რამდენიმე აფრიკული ქვეყნიდან, მათ შორის ნიგერიიდან,უგანდიდან, კენიიდან, განადან,სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და სხვა.   

Gagarin News
: თქვენ  Web3–ისა და Web2–ის სხვადასხვა სფეროში იყავით ჩართული როგორც მენტორი,მონაწილე  და მოხალისე. ისეთ ინიციატივებზე მუშაობდით, როგორებიცაა: Binance Africa Developer Masterclass, Techpoint Africa Blockchain Summit 2022 და Filecoin Lagos Conference 2022.

— ბლოკჩეინის ინჟინერიის სფეროში თქვენი კარიერის რომელი ასპექტები იყო ყველაზე სასარგებლო? 

ოლუჩი:
  • ბლოკჩეინის ინჟინრის რანგში ჩემი პირველი ხელფასი გამაოგნებელი იყო.
  • • ფინანსური წიგნიერება, რომელიც  ამ სფეროში მუშაობის შედეგად  ვისწავლე. ის დამეხმარა სწორი კარიერული გადაწყვეტილებების მიღებაში და ჩემი ფინანსების გაკონტროლებაში.
  •  შესანიშნავი კავშირები,რომლებიც  ჩემი კარიერის განმავლობაში დავამყარე, და ასევე  საზღვრების გარეშე  კომუნიკაციის უნარი.

Gagarin News: რას ურჩევდით ქალებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბლოკჩეინის შექმნის დარგში კარიერით? 

ოლუჩი:
არასდროს გეშინოდეთ.  იყავით გაბედული და იმით გატაცებული, რასაც სწავლობთ. ყოველთვის ყველაფერში განავითარეთ თქვენი კომპეტენტურობა, რადგან თქვენ გვჭირდებით  ჩვენ და ახალგაზრდა თაობას.

Gagarin News: თქვენი აზრით, რა უნარები უნდა ჰქონდეს ბლოკჩეინის ინჟინერს?

ოლუჩი:
  • კოდების ბაზებიდან ტექნიკურ კონცეფციებზე დასკვნის გაკეთების უნარი;
  • EVM–ს გაგება;
  • ბლოკჩეინის არქიტექტურის გაგება;
  • მონაცემთა სტრუქტურებისა და მონაცემთა მართვის გააზრება;
  • ნეტწორკინგი ასევე მნიშვნელოვანი უნარია;
  • პრობლემების მოგვარების უნარები.

Gagarin News: თქვენი აზრით,როგორ შეიძლება ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება ნიგერიაში პრობლემების გადასაჭრელად?

ოლუჩი: 
ნიგერიაში ყველაზე გავრცელებული პრობლემები კორუფციაა,არაეფექტური მმართველობა და სიღარიბე..

  •  DeFi ბევრ ფინანსურ პრობლემას გადაჭრის ნიგერიასა და ზოგადად აფრიკაში. სპეკულაციების გარდა, კრიპტოვალუტა წარმოადგენს უფრო უსაფრთხო და აყვავებული ფინანსურ მომავლის იმედს.

  • დეცენტრალიზებული ფინანსები გაზრდის ყველას დამოუკიდებლობას, კომფორტს და კონტროლს. ისინი შესთავაზებენ ფინანსური პრობლემების  მოკლე გადაწყვეტილებებს,  რომელთა წინაშეც აფრიკის მრავალი ქვეყანა დგება.

  • ბლოკჩეინი ასევე დაეხმარება უფრო მეტ ნიგერიელებს შექმნან უსაზღვრო პროდუქტები, გლობალურ სიმდიდრეზე წვდომის მისაღებად და სიღარიბის შესამცირებლად.

  • სხვადასხვა სახელმწიფო ოპერაციაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, რაც ხელს შეუწყობს კორუფციის აღკვეთას.  .

Gagarin News: როგორია თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა დღეისთვის? 

ოლუჩი:
ჩემი, როგორც ბლოკჩეინის ინჟინრის, კარიერა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა, განსაკუთრებით ის ფაქტი, რომ ჩემმა ისტორიამ ბევრი ქალი შთააგონა. რა თქმა უნდა, რასაც მე ვქმნი Web3Ladies-ში წვრილმანი არ არის. მიზანია მდგომარეობს  უბრალო ადამიანისთვის, რომელიც არ დაბადებულა ვერცხლის კოვზით პირში, იმედის მიცემაში, და ზუსტად ის იყო,რაც  ჩემი ცხოვრებაა  ადამიანებისთვის, ასე რომ, დიახ, ჩემი ცხოვრება ჩემი უდიდესი მიღწევაა.

Gagarin News: და ბოლო,ჩემი ტრადიციული შეკითხვა: უახლოეს 3–5 წელიწადში სად და რა სტატუსით ხედავთ საკუთარ თავს?

ოლუჩი:
  • ბედნიერი ვარ ჩემს საყვარელ ადამიანთან ქორწინებაში, გვყავს ორი ლამაზი, შესანიშნავი, ნიჭიერი  და სულიერად გათვითცნობიერებული  შვილი.
  •  გავლენას ვახდენ ბლოკჩეინზე და ზოგადად ტექნოლოგიაზე ტექნოლოგიების სექტორში ხელმძღვანელი პოზიციების დაკავებით.
  • შთავაგონებ  უამრავ  ქალს, რომ გახდნენ მთავარი ინჟინრები ბლოკჩეინში.

ვეხმარები უამრავ  ადამიანს თავისი დანიშნულების პოვნაში, მათი ყველაზე სანუკვარი ოცნებების რეალიზებაში  ბლოკჩეინისა და ტექნოლოგიების დახმარებით.