Kraken NFT-მარკეტფლეისის საჯარო ვერსიას აამოქმედებს

ფოტო - Kraken NFT-მარკეტფლეისის საჯარო ვერსიას აამოქმედებს
მობილური აპლიკაცია Kraken Pro-ს გამოსვლის შემდეგ მომხმარებლებმა NFT-მაღაზიის საჯარო ბეტა ვერსიაზე წვდომა მიიღეს. კერძო ტესტირების ეტაპი გასულ თვეში წარმატებით ჩატარდა. ახლა NFT-ების შეგროვება და ვაჭრობა ყველას მსურველს შეუძლია.
ბირჟაზე რეგისტრირებული კლიენტებისთვის მარკეტფლეისი homepage-ზე უკვე დამატებულია. დანარჩენ კოლექციონერებს ბირჟაზე რეგისტრაციის სრული ციკლის, მათ შორის KYC-ის გავლა მოუწევთ.

მაღაზიის რამდენიმე უპირატესობის გამოყოფა უკვე შესაძლებელია.

1. ბეტა ტესტირების ეტაპზეც კი, NFT-ების არჩევანი დამაკმაყოფილებელია. ახლა მაღაზიაში 100-ზე მეტი კოლექციაა. მათი რიცხვი მუდმივად გაიზრდება. 

2. როგორც ბირჟის ოფიციალური წარმომადგენლები ირწმუნებიან, ყველა კოლექცია დამოუკიდებელ ექსპერტიზას გაივლის. სპამ კოლექციები, ყალბი და მოპარული NFT-ები აქ არ იქნება.

3. NFT Screener-ის დახმარებით, არა-ჩანაცვლებადი ტოკენების საბაზრო მონაცემების მონიტორინგი მიმდინარე რეჟიმში იქნება შესაძლებელი (დავაზუსტებთ, რომ თუ თქვენ ყიდვას გადაწყვეტთ, რარიტეტულობისა სამართლიან ფასის სხვა ინსტრუმენტებით გადამოწმებაც ურიგო არ იქნება).

4. გაზის გადასახადი არ არის. ბირჟის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ ის არასოდეს იქნება. 

5. სხვადასხვა ბლოკჩეინის NFT-ების შენახვა ერთ საფულეშია შესაძლებელი. 

6. ფსონის დადება ბირჟის მიერ მხარდაჭერილ ნებისმიერ კრიპტოვალუტასა და ფიატშია შესაძლებელი. ამჟამად Kraken ყიდვას USD-ში, EUR-სა და CAD-ში (კანადური დოლარი) უშვებს. 

მაღაზიის ბეტა ვერსიაში ERC-721 (Ethereum) და SPL (Solana) ფორმატის ტოკენებია წარმოდგენილი. ეს სია მოგვიანებით გაფართოვდება. 

მაგრამ Kraken-ის support აფრთხილებს, რომ მაღაზია ჯერ კიდევ მცირე შეფერხებებით მუშაობს და გაუთვალისწინებელი ხარვეზებიც შესაძლებელია. მათ შესახებ დახმარების ცენტრს უნდა ეცნობოს. ყველა შესაძლო ხარვეზი უფრო სწრაფად გამოსწორდება, თუ ამ პროცესში მონაწილეობას მომხმარებლებიც მიიღებენ.

Twitter-ზე ახალი ანგარიში @KrakenNFT შეიქმნა. ამ ანგარიშის გამოწერით, თქვენ NFT Marketplace-ზე დაგეგმილი მოვლენების შესახებ ახალი ამბების მიღებას შეძლებთ. აუდიტორიის გაფართოების მიზნით, ბირჟა უამრავ მარკეტინგულ აქტივობას გეგმავს, ამიტომ პოტენციურ კლიენტებს გარკვეული ფასდაკლებების, საჩუქრებისა და სხვა საინტერესო შეთავაზებების მიღების შანსი აქვთ.