ბრენდები, რომლებიც NFT-საზოგადოებას შეუერთდნენ

ფოტო - ბრენდები, რომლებიც NFT-საზოგადოებას შეუერთდნენ
როდესაც ინტერნეტსივრცეში ახალი ტრენდი ჩნდება, მარკეტოლოგები ცდილობენ, ისინი სარეკლამო სტრატეგიებში გამოიყენონ. ბოლო წლებში NFT კოლექციებს სულ უფრო მეტი ბრენდი გამოსცემს, არა-ჩანაცვლებადი ტოკენების მქონე პროდუქტებს უშვებს და ახალ ტექნოლოგიას ყოველმხრივ ნერგავს.
როგორც კომპანია Hubspot-ის გამოკითხვამ აჩვენა, 2012 წელს მედიადამგეგმავების 14%-მა მარკეტინგის მიზნით NFT-ს გამოყენების პერსპექტივები დაინახა, სპეციალისტების 16%-მა კი განაცხადა, რომ NFT-სთვის მარკეტინგულ სტრატეგიებს 2022 წელს შექმნის.

NFT-ების უნიკალურობამ და ექსკლუზიურობამ, ციფრულ ხელოვნებაზე მათ ორიენტირებასთან ერთად, ისინი გაყიდვების გაძლიერებისა და ბრენდის ცნობადობისთვის ბრწყინვალე მექანიზმად აქცია. 

მაშინ, როდესაც კრიპტოსამყაროსგან შორს მყოფ, უბრალო ადამიანებს სჯეროდათ, რომ ახალი "სათამაშოთი" გამოწვეული ფსიქოზი დროთა განმავლობაში ჩაცხრება, არა-ჩანაცვლებადი ტოკენების თავისებურებამ და საავტორო უფლებების სფეროში პრაქტიკულმა ღირებულებამ ისინი სარეკლამო ინსტრუმენტად აქცია.

Coca-Cola

პირველი ექსპერიმენტი NFT-თი 2021 წელს ჩატარდა. მეგობრობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით Coca-Cola-მ წარმოადგინა loot box, რომელშიც 4 უნიკალური საკოლექციო ნივთი შედიოდა. აუქციონი პლატფორმაზე Open Sea გაიმართა და 72 საათს გაგრძელდა. 

მყიდველმა მიიღო:
✨ ფუტურისტული ქურთუკი კომპანიის ნეიმინგით;
✨ მეგობრობის ბარათი, რომლის შთაგონება ბრენდის 1940-იანი წლების მხატვრული ნაწარმოები გახდა;
✨ გაზიანი სასმელის საკოლექციო, რეტრო, 1956 წლის ავტომატი;
✨ Coca-Cola-ს სარეკლამო აუდიოჩანაწერის ვიზუალიზატორი, რომელიც ბოთლის გახსნის, ყინულით სავსე ჭიქაში სასმლის ჩასხმისა  და შუშხუნის ხმას შეიცავს.
 Coca-Cola-ს NFT loot box. წყარო — Open Sea

Coca-Cola-ს NFT loot box. წყარო — Open Sea

ნივთების გამოყენება მეტავერს Decentraland-ში არის შესაძლებელი. ამასთან, აუქციონის გამარჯვებულმა კოკა-კოლით სავსე ნამდვილი მაცივარი მიიღო. NFT-ების გაყიდვით მიღებული შემოსავალი, რომელმაც 575 883 დოლარი შეადგინა, სასურსათო გიგანტმა ორგანიზაციას Special Olympics International გადაურიცხა. 

წარმატებული დებიუტის შემდეგ Coca-Cola NFT-ს რეგულარულად უშვებს. ბოლო კოლექცია, რომელიც 10 000 არა-ჩანაცვლებადი ტოკენისგან შედგებოდა, 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს მიეძღვნა და ბირჟა Crypto.com-თან ერთად ამოქმედდა. 

Adidas

კომპანიამ პირველი NFT კოლექცია 2021 წლის ბოლოს მარკეტფლეისზე Open Sea, Bored Ape Yacht Club-თან, PUNKS Comic-სა და Gmoney-სთან პარტნიორობით აამოქმედა. ის PFP NFT კატეგორიაში მოხვდა და სხვადასხვა სპორტულ კოსტიუმს წარმოადგენს, რომელიც შეგიძლიათ, შესაბამის პერსონაჟებს თავიანთ მეტავერსებში ჩააცვათ.
NFT  Adidas Originals-ის კოლექციიდან: into the Metaverse. წყარო — Open Sea.

NFT Adidas Originals-ის კოლექციიდან: into the Metaverse. წყარო — Open Sea.

Adidas Originals-ის კოლექციის მფლობელებმა The Sandbox-ის მეტავერსის პრემიუმ ფუნქციებზე უნიკალური წვდომა და NFT-ების ბრენდის რეალურ ექსკლუზიურ საქონელზე გაცვლის შესაძლებლობა მიიღეს. 

2022 წელს Adidas-მა არა-ჩანაცვლებადი ტოკენების კიდევ ორი კოლექცია გამოუშვა: Impossible Box და Virtual Gear, რომლებიც მეტავერსებისთვის იყო განკუთვნილი. ასევე Adidas-ს ბლოკჩეინ Polygon-ზე Prada-სთან ერთობლივი NFT-პროექტი აქვს.

McDonald’s

სწრაფი კვების მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა ქსელმა პირველი NFT-ები 2021 წლის ნოემბერში წარმოადგინა. ანიმაციური ბარათების სერია, რომელიც 10 McRib სენდვიჩისგან შედგება, ამ კერძის 40 წლის იუბილეს და მენიუში მის დროებით დაბრუნებას მიეძღვნა. McDonald’s-მა შეზღუდული შეთავაზებით გამოვიდა, რათა ვირტუალური ნივთის გარშემო აჟიოტაჟი შეექმნა. გარდა ამისა, NFT-ების ყიდვა მხოლოდ მომხმარებლებს შეეძლოთ, რომლებმაც სენდვიჩის ანონსის "რეტვიტი" მოახდინეს. პოსტი დაახლოებით 100 000 ადამიანმა გააზიარა.

Nike

NFT-ტრენდს 2021 წლის ბოლოს კომპანია Nike-იც აჰყვა. მან სტუდია RTFKT იყიდა, რომელიც პოპულარობას იკრეფდა. ის სხვადასხვა საკოლექციო ნივთს, კერძოდ ციფრულ სპორტულ ფეხსაცმელსა და ვირტუალურ ტანსაცმელს  ქმნის. ფირმა NFT- პროექტებთან Atari და CryptoPunks, ასევე მხატვარ FEWOCiOUS-თან თანამშრომლობდა. შერწყმა Nike-სა და RTFKT-ის წარმატებული NFT კოლექციების სერიის საწინდარი გახდა.
NFT კოლექციიდან RTFKT x Nike Dunk Genesis CRYPTOKICKS. წყარო — Open Sea.

NFT კოლექციიდან RTFKT x Nike Dunk Genesis CRYPTOKICKS. წყარო — Open Sea.

Samsung

ტექნიკისა და სმარტფონების მწარმოებელმა თავის პროდუქტებში NFT ინტეგრირების შესახებ 2022 წლის დასაწყისში გამოაცხადა. პირველ რიგში, Samsung-მა Smart TV-ების ხაზი წარმოადგინა, რომლებიც NFT-ების სამყაროს გზამკვლევი გახდა. ეს ტელევიზორის ეკრანის საფუძველზე მარკეტფლეისების ერთგვარი აგრეგატორია. მისი დახმარებით მომხმარებელს შეუძლია, საკოლექციო და ციფრული ხელოვნების ნიმუშები დაათვალიეროს და იყიდოს. ასევე Samsung-ის ახალ პროდუქტს NFT-ს შექმნის ჩაშენებული ფუნქცია ექნება.
პლატფორმა ArtToken Samsung-ის სმარტ ტელევიზორზე, გამოფენა IFA 2022. წყარო — Koreaherald

პლატფორმა ArtToken Samsung-ის სმარტ ტელევიზორზე, გამოფენა IFA 2022. წყარო — Koreaherald

კიდევ რომელმა ბრენდებმა გამოუშვეს NFT-ები

არა-ჩანაცვლებადი ტოკენების საკუთარი კოლექციები ინდუსტრიის ისეთმა ლიდერებმა გამოუშვეს, როგორიცაა Prada, Starbucks, Burger King, Louis Vuitton, Gucci, GAP, Dolce & Gabbana, Lamborghini, Pepsi, Puma, eBay, Shopify. 

პრაქტიკულად აღარ დარჩა მასშტაბური კომპანია, რომელიც მარკეტინგისთვის NFT-ს ჯერ კიდევ არ იყენებს. თავიანთ პროცესებში ახალ ტექნოლოგიებს გიგანტების გამოცდილებით შთაგონებული მცირე ბრენდებიც ნერგავენ, რათა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ და ახალი მომხმარებლები მიიზიდონ. 

თუ პროგნოზს დავუჯერებთ, რომლის თანახმად არა-ჩანაცვლებადი ტოკენების ბაზრის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 2022-2028 წლებში 22%-ს მიაღწევს, მალე NFT ყველა წარმატებული ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი გახდება.