Ethereum–ის პირველი შედეგები PoS–ზე

ფოტო - Ethereum–ის პირველი შედეგები  PoS–ზე
2022წლის 15 სექტემბერს კრიპტოვალუტა Ethereum–მა Proof-of-Work კონსენსუსის ალგორითმი Proof-of-Stake–ით შეცვალა. The Merge აქტივაციის დასაწყისიდან 2 თვეზე მეტი გავიდა, და ჩვენ გადავწყვიტეთ გავაანალიზოთ პირველი შედეგები, და ასევე ვივარაუდოთ, თუ რისი მომტანი იქნება ეს შემდგომში.

ეკოლოგებს შეუძლიათ შვებით ამოისუნთქონ

ანალიტიკური რესურსის Messari–ს მონაცემებით, ბლოკჩეინ ეთერეუმის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 99.95%–ით შემცირდა. ქსელში მაინერები აღარაა, ვალიდატორების პულები კი მაქსიმალურად კომპაქტურადაა ორგანიზებული, რამაც ენერგიის პრაკტიკულად ნულოვან გამოყენებამდე მიივანა. (რა თქმა უნდა,  PoW-პერიოდთან შედარებით).

სხვათაშორის, ვიდეობარათების ღირებულებაც შემცირდა, რადგან ალტკოინების მოპოვება აბსოლუტურად არარენტაბელური გახდა.   

საკომისიოები ნამდვილად შემცირდა

სტატიის დაწერის მომენტისთვის, ქსელში გაზის საშუალო ღირებულება (საკომისიო მოსაკრებლის გაზომვის ერთეული) 11 Gwei–ს დონეზეა. $1200–ის დონეზე აქტივის  აქტუალური ფასის გათვალისწინებით, Ethereum–ზე ტრანსფერის, სვოპის ან სხვა ოპერაციის  საკომისიო $0.25-0.30 შეადგენს. ეს შეესაბამება ეთერეუმის საკვანძო კონკურენტების BSC–სა და Tron–ზე  ოპერაციების ღირებულებას .

მაგრამ საკომისიოზე გავლენა მხოლოდ  The Merge–ს არ მოუხდენია. კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ჩაზნექვის გამო, ქსელებში ლიკვიდობა მნიშვნელოვნად  შემცირდა,ისევე, როგორც კრიპტოვალუტების ფასებმა.  ამიტომ უფრო კორექტულად საკომისიოების სისიდის მაჩვენებლის შეფასება მხოლოდ   დროის დიდი, ერთწლიანი მაინც, პერიოდი  დასჭირდება.
Ethereum–ის ქსელში საკომისიოების ღირებულება (Etherscan)

Ethereum–ის ქსელში საკომისიოების ღირებულება (Etherscan)

ცენზურა,ცენზურა,ცენზურა

Labrys–ისგენერალური დირექტორის მონაცემთა მიხედვით, ვალიდატორების 45% ტრანზაქციებისა და მისამართების შემოწმების შესახებ OFAC–ის მოთხოვნებს იცავს.  ანუ  – ნებისმიერი თქვენი გადარიცხვა ამერიკელი რეგულატორის ცენზურას ექვემდებარება, რომელიც  ამოწმებს საფულის  სასანქციო პოლიტიკის შესაბამისობას, ბლოკავს გარკვეულ სერვისებს (მაგალითად, Tornado Cash), ან თვალს ადევნებს თაღლითების და დამნაშავეების მისამართებთან შესაძლო გადაკვეთას.

ნოემბერში მაჩვენებელმა რეკორდულ  60%–ს მიაღწია. ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ამან შეიძლება DeFi-სერვისების გამოყენების  პრობლემები გამოიწვიოს, გლობალურად ქსელისთვის კი  ვალიდატორების მიერ ბლოკების მოსროლამდე მიიყვანოს, რის გამოც ტრანზაქციების შემოწმების სიჩქარე დაეცემა და, სავარაუდოდ, Gas–ზე დამატებით ხარჯებს გამოიწვევს, რათა თავისი გადარიცხვა პრიორიტეტული გახადოს.   

გამარჯობა ცენტრალიზაციავ

ასევე თავად ვალიდატორები ახლა კომპანიების შეზღუდული რაოდენობისგან შედგებიან. Ethernodes–ის მონაცემებით, ნოდების 45% დამონტაჟებულია და ფუნქციონირებს აშშ–ში,  14% კი - გერმანიაშია.  ამასთან ერთად სტეიკინგის სიმძლავრის ნახევარზე მეტი ვებ–სერვისებზე  Amazon, Alibaba და Google Cloud მოდის. ეს ფაქტობრივად ქსელს “ერთის ხელში” კონცენტრირებულს ხდის, ბლოკჩეინის ხენტრალიზებული მართვის შესაძლებლობას ზრდის.

 «შეტევა51%»–ის ალბათობაზე ეს დიდად არ მოქმედებს, რადგან მისი რეალიზება მოითხოვს  ერთის ხელში ემისიის მეტი წილის კონცენტრირებას. თუმცა, ეს იწვევს ბლოკჩეინის გაზრდილ კონტროლს  და  მესამე პირთა გავლენის მოხდენის შესაძლებლობის პოტენციურ გამარტივებას.  

«ეთერეუმის» რაოდენობა იკლებს?

გასულ წელს  Ethereum–მა  ყოველ ბლოკში  ETH–ის გარკვეული ნაწილის  დაწვა დანერგა.  განახლების მიზანი იყო მონეტის ინფლაციის შემცირება, მაგრამ The Merge–ის გამო დამწვარი ეთერეუმის რაოდენობამ შეიძლება უკვე გამოშვებულს  გადააჭარბოს. უკვე ერთი თვეა, რაც Ultrasound.money–ს თანახმად, ETH დელაციური აქტივია. PoW–ზე ინფლაციის პროგნოზი    3%–ზე მაღალ ნიშნულზე იყო წელიწადში,  PoS–მა ეს მაჩვენებელი უარყოფით მნიშვნელობამდე მიიყვანა,  და ახლა -0.012% შეადგენს.

როგორც იქნა ეტერეუმი უფრო სწრაფად იწვება, ვიდრე იწარმოება. და ეს ქსელში დაკლებული აქტივობის პირობებში.  ვაჭრობის მოცულობისა და საერთო ლიკვიდობის  ზრდამ  უნდა გაზარდოს დასაწველი მონეტების რაოდენობა ყოველ ტრანზაქციაში, რამაც შეიძლება  გააზარდოს  ETH–ის ემისიის შემცირების ტემპები.
Ethereum–ის ქსელში ინფლაციის მაჩვენებელი  (Ultrasound.money)

Ethereum–ის ქსელში ინფლაციის მაჩვენებელი (Ultrasound.money)

როგორ აისახება ეს ყოველივე კრიპტოვალუტის ფასზე – დრო გვიჩვენებს. ჯერ მხოლოდ  იმის კონსტატირება შეიძლება, რომ The Merge–მა შეძლო ქსელის მასშტაბირების პრობლემის მოგვარება, დეცენტრალიზაციის შეწირვის ხარჯზე.  მაგრამ ეს არ ახდენს გავლენას გამომგონებელთა სურვილზე იმუშაონ  Ethereum–ში, თავად ქსელში პროექტები და  Layer 2 სულ უფრო მეტია.