LUNA 2.0 – არსებობს თუ არა წარმატების გამეორების შანსი?

ფოტო - LUNA 2.0 – არსებობს თუ არა წარმატების გამეორების შანსი?
LUNA – არის ბლოკჩეინ Terra-ს ნატიური ტოკენი. 2022 წლის მაისში მონეტა გაუფასურდა, ინვესტორებმა ზარალი განიცადეს და სარეაბილიტაციო გეგმის ფარგლებში ახალი ტოკენი შეიქმნა, რომელიც Airdrop-ის ფორმატში გავრცელდა.
ახალი ბლოკჩეინი Terra 2 ტოკენს შეიცავს - ახალმა მონეტამ მემკვიდრეობით მიიღო ტიკერი LUNA, რათა შეცდომაში არ შეიყვანოს მომხმარებლები, "ძველი" არის Terra Classic (LUNC).

სექტემბრის პირველი ნახევარი პროექტისთვის წარმატებული იყო: LUNC-ის ფასი 400%-ით გაიზარდა, ხოლო ახალი ტოკენი 250%-ით გაძვირდა. ორივე მონეტა საბაზრო კაპიტალიზაციის  მიხედვით ტოპ 100-ში შედის.
 ტოკენ LUNA-ს გაცვლითი კურსი (TradingView)

ტოკენ LUNA-ს გაცვლითი კურსი (TradingView)

ტოკენ LUNC-ის  გაცვლითი კურსი (TradingView)

ტოკენ LUNC-ის გაცვლითი კურსი (TradingView)

მოდით განავიხილოთ თითოეული მონეტის პერსპექტივა ცალ-ცალკე.

LUNC-ის (ყოფილი „LUNA“) გაუფასურების მთავარი ფაქტორი იყო ტოკენების უკონტროლო გამოშვემა და გაყიდვა სტეიბლკოინ UST-ის კურსის აღდგენის უზრუნველსაყოფად. სტატიის გამოვემის  მომენტისთვის მიმოქცევაში დაახლოებით 7 ტრილიონი ტოკენია და მონეტის ფასი 0,00035 დოლარია. DEFI, NFT და სხვა კრიპტო პროექტების უმეტესობამ თავისი საქმიანობა  სხვა ბლოკჩეინებზე გადაიტანეს.
LUNC-ის მონაცემები ემისიის მხრივ (Coingecko)

LUNC-ის მონაცემები ემისიის მხრივ (Coingecko)

ახალი LUNA-ს განვითარების ვექტორი  LUNC ტოკენის მთავარი მიზნის მსგავსია - მონეტის კრახთან  დაკავშირებული დანაკარგების ანაზღაურება. ემისიის 70%-ს „ძველი“ მონეტის ინვესტორები მიიღებენ. Airdrop ეტაპობრივად 29 თვის განმავლობაში განხორციელდება, გუნდმა დეტალები  Medium-ის სტატიაში აღწერა. ანუ 3 წლის განმავლობაში ბლოკჩეინ Terra-ს მთავარი პრიორიტეტია წარსული ინვესტორების ზარალის კომპენსაცია. თეორიულად, ეს სწორია: ანუ ჩავარდნის  შემდეგ, აუცილებელია მომხმარებლების წინაშე არსებული დავალიანების დახურვა. მაგრამ ყველა LUNA ტოკენის Airdrop-ის სახით გაცემა იწვევს ზეწოლას ფასზე, რადგანაც მფლობელები უფრო ხშირად ყიდიან მონეტებს, და არ ინაახევნ მათ. თანაც პროექტების უმეტესობა არ განაახლებს საქმიანობას Terra-ს ბლოკჩეინზე სერიოზულად დაზიანებული რეპუტაციის გამო.

ძირითადი დაბრკოლებები LUNAს ფასის აღსადგენად:

  • ბლოკჩეინში ფუნქციონირებს ორი მონეტა, რაც აქტივის ყიდვისას გაუგებრობას იწვევს;
  • მონეტების დაუსრულებელი ემისია;
  • შელახული რეპუტაცია, რომელიც LUNA და UST ინვესტორების ზარალით არის გამოწვეული;
  • დეველოპერების მხრიდან ინტერესის არარსებობა Terra-ზე საკუთარი სტარტაპების დასაწყებად;
  • აქცენტი ადრეული მომხამებლების სახსრების კომპენსაციაზე. ეს იწვევს იმ ფაქტს, რომ ემისიის უმეტესი ნაწილი იყიდება განბლოკვისთანავე და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფასზე.

14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეულის სასამართლომ Terra-ს აღმასრულებელი დირექტორის, დო კვონის და კიდევ 5 სხვა პირის  დაპატიმრების ორდერი გასცა. Terraform Labs-ის გუნდის წევრებს ბრალი ედებათ სამხრეთ კორეის კაპიტალის ბაზრის კანონების დარღვევაში. ამას Terra ბლოკჩეინის ტოკენების, LUNA-ს და LUNC-ის 40% და 25%-იანი გაუფასურება მოჰყვა.. ამასთანავე, გლობალურ პერსპექტივაში, LUNA-ს კრახზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემამ, შესაძლოა, დადებითი გავლენა იქონიოს პროექტზე, რადგანაც საზოგადოება დაინახავს, რომ ინციდენტში დამნაშავეები დაისაჯნენ.
LUNA-ს კურსის გაუფასურება დო კვონის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ   ინფორმაციის  ფონზე (TradingView)

LUNA-ს კურსის გაუფასურება დო კვონის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ ინფორმაციის ფონზე (TradingView)

მხოლოდ ყველა პრობლემის გადაჭრის შემდეგ, LUNA-ს ხელახლა წარმატების მიღწევის შანსი ექნება. აუცილებელია არა მხოლოდ პროექტისადმი ნდობის აღდგენა, არამედ ინვესტორებისთვის და დეველოპერებისთვის იმის ჩვენება, რომ LUNA-მ სრულად გამოასწორა  და აღმოფხვრა კოლაფსის შედეგები.