უმსხვილესმა NFT პლატფორმამ Solana blockchain-ზე, Magic Eden-მა სავალდებულო ჯილდოები გააუქმა, რომლებსაც მომხმარებლები NFT-ს ავტორებს უხდიან. ცვლილებები შევიდა კონკურენტების გამო, რომლებიც უკვე ახორციელებენ გარიგებებს დამატებითი გადახდების გარეშე.
მყიდველებს და გამყიდველებს ახლა შეუძლიათ როიალტი სურვილის შემთხვევაში გადაიხადონ. ამის შესახებ პლატფორმის წარმომადგენლებმა საკუთარ Twitter-ზე დაწერეს. Magic Eden-მა გადაწყვიტა ამ ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ, რაც კონკურენტმა პლატფორმებმა ფაქტობრივად ბაზარზე წილის წართმევა დაიწყეს.
პლატფორმაზე გამოჩნდა სამი გზა, რათა დააწესოთ ხელოვანისთვის ანაზღაურების სასურველი პროცენტი მისი საავტორო უფლებების გამოყენებისთვის. შეგიძლიათ გადახვიდეთ მომხმარებლის პროფილის პარამეტრებზე და იქ მიუთითოთ როიალტის პროცენტი, რომელიც ვრცელდება Magic Eden-ის ყველა NFT-ზე. ასევე შესაძლებელია ჯილდოს ოდენობის არჩევა კონკრეტული კოლექციისთვის და კონკრეტული ურთიერთშეუცვლელი ტოკენისთვის.
დიდი ფიქრისა და NFT-ის ავტორებთან საკითხის განხილვის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ როიალტი არასავალდებულო გავხადოთწერს პლატფორმა Twitter-ზე
Magic Eden დიდი ხანია დომინირებდა Solana NFT-ს ბაზარზე. პლატფორმა ფლობდა ბაზრის 90%-ს და პროექტი 2022 წლის ივნისში. 1,6 მილიარდ დოლარად შეფასდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ გაჩნდა Hadeswap-ისა და Solanart-ის მარკეტპლეიზები, რომლებიც მომხმარებლებს არ სთხოვენ გადაიხადონ როიალტი მეორადი გაყიდვებისთვის, რამაც შეარყია Magic Eden-ის ლიდერობა.
გარდა ამისა, პლატფორმამ განაცხადა, რომ დროებით გააუქმა ოპერაციების საკომისიო, რომელიც 2%-ს შეადგენდა.
ორივე გადაწყვეტილების უარყოფითმა შედეგებმა უკვე იჩინა თავი. პლატფორმაზე ფიქტიური ვაჭრობის ზრდა შეინიშნება. სავარაუდოდ, ეს კოლექციების შემქმნელებმა და სპონსორებმა გააკეთეს, რათა გაზარდონ ვაჭრობის მოცულობა და აესევ გაზარდონ NFT გაყიდვების რეიტინგში, რათა ის უფრო თვალში საცემი გახდეს. ამ ფონზე, როიალტის წამყვანმა გადმახდელმა NFT პლატფორმა OpenSea-მ გამოაცხადა, რომ აჩერებს Solana NFT კოლექციების ლიდერბორდში ჩართვას. Magic Eden-მა ასევე გამოაქვეყნა ჰაკათონის ჩატარების გეგმები, რათა Web3-ის დეველოპერებს NFT ტექნოლოგიები და სტანდარტები შექმნა შთააგონოს, რაც ბლოკჩეინზე როიალტის სრულად გამოიყენებადს გახდის. კომპანია 1 მილიონ დოლარს გამოყოფს საპრიზო ფულის სახით და ჟიურიში Solana- ს თანადამფუძნებელი ანატოლი იაკოვენკო შევა.