პატერნები ტრეიდინგში: კრიპტოანალიზის ყველაზე პოპულარული ფიგურები

ფოტო - პატერნები ტრეიდინგში: კრიპტოანალიზის ყველაზე პოპულარული ფიგურები
პატერენები - ტექნიკური ანალიზის ერთ-ერთი ატრიბუტი. ის გამოისახება რაიმე გეომეტრიული კანონზომიერების გრაფიკული ინტერპრეტაციის სახით.
ზოგიერთი ტრეიდერის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, პატერნები ბაზრის განწყობის კარგი მაჩვენებელია, რადგანაც ის საშუალებას გაძლევთ ასახოთ ბალანსი მიწოდებასა და მოთხოვნას შორის უფრო თვალსაჩინო ფორმატში. ამრიგად, მომხმარებელი იღებს მოსახერხებელ შაბლონს უფრო წარმატებული ვაჭრობისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ აქტივის ფასი შეიძლება მოძრაობდეს როგორც ზევით, ასევე ქვევით, თითოეულ პატერნს აქვს საკუთარი სარკისებური პროექცია.

ეს არის ყველაზე პოპულარული ფიგურების სია, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება ტექნიკური ანალიზის დროს:

ორმაგი ფსკერი

ეს პატერნი ინგლისური ასო W-ს გამოსახულებით ფიგურას წარმოადგენს. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი მხარდაჭერის დონის განმეორებითი ტესტირება, რის შემდეგაც ფასი შემობრუნდება და ზრდას იწყებს. გარიგებაში შესვლის სიგნალს ძირითადი პატერნის გატეხვა წარმოადგენს.

გააჩნია სარკისებული პატერნი „ორმაგი მწვერვალი“, როემლიც უკუმიმართულებით მუშაობს
პატერნი „ორმაგი ფსკერი“

პატერნი „ორმაგი ფსკერი“

პატერნი „ორმაგი მწვერვალი“

პატერნი „ორმაგი მწვერვალი“

თავი და მხრები

ის შეიცავს ფიგურის 3 ელემენტს - პირველ მხარს, თავსა და მეორე მხარს. ფორმირების შემდეგ ის ტრეიდერს აძლევს სიგნალს აქტივის ღირებულების პოტენციური შემცირების შესახებ. უფრო რაციონალურია ნიმუშის შემუშავება ძლიერი წინააღმდეგობის ზონაში, სადაც გამყიდველები  უფრო აქტიურები ხდებიან და საკუთარ ძალას აჩვენებენ.
პატერნი „თავი და მხრები“

პატერნი „თავი და მხრები“

სარკისებური პატერნი „ამობრუნებული თავი და მხრები“

პატერნი „ამობრუმებული თავი და მხრები“

პატერნი „ამობრუმებული თავი და მხრები“

სამკუთხედები – სიმეტრიული, აღმავალი, დაღმავალი

სიმეტრიული სამკუთხედი არის გაურკვევლობის ფიგურა. ამ პატერნს ახასიათებს ფასის მოძრაობა შევიწროებულ დიაპაზონში, საიდანაც გამოსვლა  აქტივის შემდგომ მიმართულებას განსაზღვრავს.

ზოგჯერ ტრეიდერები ვაჭრობენ ფიგურის შიგნით, სამკუთხედის კიდიდან ფასის უკან შემობრუნების იმედით. მაგრამ ეს მეთოდი საკმაოდ სარისკოა, ამიტომ უმეტესობა  პოზიციებს მხოლოდ პატერნიდან გასვლის შემდეგ ხსნის.
პატერნი „სიმეტრიული სამკუთხედი“

პატერნი „სიმეტრიული სამკუთხედი“

დაღმავალი სამკუთხედი არის პატერნი, რომელიც  მხარდაჭერის დონისა და ტრენდის ხაზისგან შედგება. აქტივის ფასი თანდათან კლებულობს და უახლოვდება ძლიერ ზონას, რომლის გარღვევის შემდეგ აქტივმა შესაძლოა გააგრძელოს ვარდნა. ფიგურა არ არის ვალდებული  სახელის შესაბამისად იმუშაოს. თუ ტრენდის ხაზის გარღვევა მხარდაჭერის დონეზე ადრე ხდება, პატერნი იმსხვრევა და არააქტუალური ხდება.

სარკისებური პატერნი - აღმავალი სამკუთხედი, რომელიც ტრენდისა და წინააღმდეგობის დონისგან შედგება.
პატერნი „დაღმავალი სამკუთხედი“

პატერნი „დაღმავალი სამკუთხედი“

პატერნი „აღმავალი სამკუთხედი“

პატერნი „აღმავალი სამკუთხედი“

ხარული სოლი

სამკუთხა პატერნი, რომელიც ორი დახრილი ხაზისგან შედგება. ფასი მოძრაობს გარკვეული მიმართულებით, მაგრამ რყევების ამპლიტუდა მცირდება იმ მომენტამდე, როდესაც აქტივის შეძენის მსურველი არ დარჩება, რაც იწვევს  მსხვრევას და მოძრაობის მიმართულების მკვეთრ ცვლილებას:
პატერნი ხარული სოლი

პატერნი ხარული სოლი

სარკისებური პატერნი - „დათვური სოლი“

პატერნი  „დათვური სოლი“

პატერნი „დათვური სოლი“

ხარული დროშა

ეს არის აქტივის ვაჭრობა გვერდით არხში დაცემის შემდეგ, რაც ფასს აძლევს "დასვენების" შესაძლებლობას მოძრაობის  გაგრძელებამდე.

პატერნს აქვს ორი კომპონენტი - დროშის ბუნი (აქტივის მოძრაობა) და თავად დროშა, რომლის გამოსახვა  დიაგრამაზე ჰორიზონტალური არხების სახით საკმაოდ მარტივია. პოზიციაში შესვლა ხდება იმ შემთხვევაში, თუ დროშის საფუძველი გარღვეულია  და ფასი წინა მინიმუმთან დაფიქსირდა.
პატერნი „ხარული დროშა“

პატერნი „ხარული დროშა“

სარკისებური პატერნი - „დათვური დროშა“

პატერნი  „დათვური დროშა“

პატერნი „დათვური დროშა“

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ პატერნები არ არის ანალიზის აბსოლუტურად სწორი ატრიბუტი და არ შეუძლიათ ასპროცენტიანი სიზუსტით აჩვენონ სად წავა ფასი. ეს არის მხოლოდ შაბლონების ნაკრები, რომლებიც სხვა ტიპის ანალიზებთან ერთად (ტენდენციის ხაზები, მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეები, ვაჭრობის მოცულობა და ა.შ.) ეხმარება ტრეიდერებს სტატისტიკურად გაზარდონ საკუთარი პროგნოზის მათემატიკური მოლოდინი.

სწორი რისკ-მენეჯმენტის შემთხვევაში, პოზიციის გამოთვლის მათემატიკის და იმის გაგებით, რომ ვაჭრობა არის ალბათობასთან მუშაობა, პატერნებს შეუძლიათ მომხმარებლებს კარგი მოგება მოუტანონ გრძელვადიან პერსპექტივაში.