რა არის IGO და როგორ გამოვიმუშაოთ ფული სათამაშო NFT-ებზე?

ფოტო - რა არის  IGO და როგორ გამოვიმუშაოთ ფული სათამაშო  NFT-ებზე?
პირველადი სათამაშო შეთავაზება (IGO) — არის ბლოკჩეინ-თამაშების სივრცეში კრაუდსორსინგის სრულიად ახალი კონცეფცია. ეს არის პროექტის დაფინანსების მეთოდი, რომელსაც ბევრი რამე აქვს საერთო ყველასთვის ნაცნობ ICO-სთან.
IGO (Initial Gaming Offering) პირველად  2021 წელს გამოჩნდა. სათამაშო პროექტის დაფინანსების ეს მეთოდი Kaby Arena-ს დეველოპერების გუნდმა გამოიყენა. წინასწარი გაყიდვის მონაწილეებმა ტოკენ  Kaby-ის ფასის ზრდიდან 17-ჯერადი მოგება ნახეს. ამის შემდეგ ბლოკჩეინ-გეიმერების მხრიდან IGO-ს მიმართ ინტერესმა გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო ზრდა .

IGO-სა და ICO-ს შორის პრინციპული განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ბლოკჩეინ-თამაში პირველადი სათამაშო შეთავაზების ამოქმედებისას უკვე შექმნის საბოლოო სტადიაშია:

  • შექმნილია გეიმ-ლორი;
  • შემუშავებულია მომხმარებლების და  NPS-ის ურთიერთქმედების მექანიკა;
  • დახატულია სათამაშო ლოკაციების რუკები;
  • გათვლილია ბრძოლების მექანიკა  (აუცილებლობის შემთხვევაში);
  • შექმნილია კლიენტების სათამაშო ტოკენებით დაჯილდოების ალგორითმი.

ანუ, გასაყიდად გამოტანილია პრაქტიკულად მუშა მდგომარეობაში არსებული პროექტის ტოკენები.

მონეტის პირველადი შეთავაზების შემთხვევაში, მყიდველებს სთავაზობენ პირადი ინვესტიციით დაამტკიცონ თავიანთი რწმენა დამფუძნებლების პატიოსნების და აქტივის სამომავლო წარმატების მიმართ.  ანუ, ფაქტობრივად, ისინი ყიდულობენ ვირტუალურ კატას ვირტუალურ ტომარაში, რომელსაც „პროექტის Roadmap“ („საგზაო რუკა“) ჰქვია.

პირველადი სათამაშო შეთავაზების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინვესტორები იღებენ უფლებას გამოისყიდონ თამაშშიდა ტოკენები და ნივთები შეღავათიან ფასად. პროექტის დამფუძნებლები, თავის მხრივ, იღებენ დამატებით დაფინანსებას დეველოპერების შრომის ასანაზღაურებლად და თამაშის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის.

პირველადი სათამაშო შეთავაზების განსახორციელებლად და ტოკენებიდან შემოსავლის შემდგომი მიღების მიზნით, შეიქმნა სპეციალური დეცენტრალიზებული პლატფორმები - IGO Launchpad:

Seedify Fund
აქ ბლოკჩეინ-თამაშების შემქმნელებს შეუძლიათ თავიანთი ტოკენების განთავსება, ხოლო ინვესტორებს შეუძლიათ შეიძინონ და დაბლოკონ ისინი პულში. საჯარო აუქციონამდე თამაშის აქტივებს სთავაზობენ პროგრამის მონაწილეებს ყველაზე დაბალ ფასად.

ადრეული მყიდველებისთვის ფასდაკლება, ზოგიერთ შემთხვევაში, აღწევს გეიმპლეიში ჩასართავი ტოკენების ღირებულების 80%-ს. გარდა ამისა, მოთამაშეებს, რომლებმაც მოასწრეს მონაწილეობა მიეღოთ IGO-ში, მომავალში, შეეძლებათ მოგების მიღება უნიკალური სკინების, იარაღის ან პერსონაჟების გადაყიდვაზე.

ვინაიდან ეს ელემენტები ბლოკჩეინზე არსებობს  NFT-ს სახით, საჭიროა MetaMask-ის საფულე მათ შესაძენად და გასაყიდად.

ბლოკჩეინის თამაშებში ინვესტიციისთვის, თქვენ უნდა გადადგათ სამი ნაბიჯი:

დააკონფიგურიროთ თქვენი ვირტუალური საფულე ისეთ საიტებზე, როგორიცაა MetaMask.io.

შეიძინოთ საჭირო კრიპტოვალუტა ნებისმიერი DEX ბირჟის საშუალებით.

შეიძინოთ თამაშშიდა NFT-ები.

მაგრამ, სათამაშო ტოკენებში ინვესტირებამდე საჭიროა პროექტის შემოწმება სტანდარტული სქემის მიხედვით: დამფუძნებლების პროფილები, სოციალური ქსელები, კომენტარები, ტოკენომიკა.