რა არის Layer 1 ბლოკჩეინში?

ფოტო - რა არის Layer 1 ბლოკჩეინში?
პირველი დონის ქსელი წარმოადგენს საბაზისო ქსელს, როგორიცაა Bitcoin, Ethereum, BSC, რომელიც ტრანზაქციებს საკუთარ ბლოკჩეინ ჯაჭვზე ამუშავებს და ტრანზაქციების გადასახდელად საკუთარ ტოკენს იყენებს.

ბლოკჩეინის პროტოკოლი შედგება ოთხი დონისგან - დონე 0, დონე 1, დონე 2 და დონე 3

დონე 0 — საბაზისო ინფრასტრუქტურა, რომელზედაც შესაძლებელია რამდენიმე ბლოკჩეინის აგება. L0 პროდუქტები ბლოკჩეინებს ერთმანეთთან ურთიერთქმედებაში ეხმარება.

დონე 1
— ბლოკჩეინები, რომლებსაც ტრანზაქციების განხორციელება სხვა ქსელის ჩართულობის გარეშე შეუძლია.

დონე 2
— გადაწყვეტილებები მასშტაბირებისთვის, რომლებიც პირველი დონის ბლოკჩეინის გარეთ  შესრულებულ ქმედებებს მათზე სატრანზაქციო დატვირთვის შემცირების მიზნით ამუშავებს. 

დონე 3
— ბლოკჩეინზე დაფუძნებული აპლიკაციების დონე, რომელიც მოიცავს თამაშებს, საფულეებსა და სხვა DApp-ებს.

დღეს დეტალურად განვიხილავთ Layer 1-ს

ბლოკჩეინში პირველი დონე ფუნდამენტურია. ის ძირითადი ქსელისა და მისი ინსტრუმენტებისგან შედგება. ის პასუხისმგებელია ქსელით გადაცემული ტრანზაქციების რეგისტრაციასა და ჩაწერაზე, ასევე მათ სწორად შესრულებასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევაზე. ასევე ამ დონეზე მოწმდება საფულეების მისამართები, საჯარო და პირადი გასაღებები, ასევე ტოკენების ბალანსი. Layer 1 პროტოკოლი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას კონსენსუსის სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა Proof-of-Work ან Proof-of-Stake.

პირველი დონის ბლოკჩეინებს მიეკუთვნება: Bitcoin, Ethereum, BinanceSmartChain, Solana და სხვა. ჩვეულებრივ, ისინი ბლოკჩეინის ტრილემის გამოწვევას აწყდებიან. როგორც წესი, ისინი ტრილემის მხოლოდ ორ თვისებას ახორციელებენ კარგად.  

ტერმინი “მასშტაბირების ტრილემა” Ethereum-ის დამფუძნებელმა,  ვიტალიკ ბუტერინმა ბლოკჩეინის სამი ურთიერთდაკავშირებული თვისების აღსაწერად მოიფიქრა, კერძოდ:

• უსაფრთხოება;

• დეცენტრალიზაცია;

• მასშტაბირება. 

ტრილემის თანახმად, ბლოკჩეინის ნებისმიერ ტექნოლოგიას შეიძლება ჰქონდეს არაუმეტეს ორი ზემოაღნიშნული თვისებისა. ამრიგად, ამჟამინდელი ბლოკჩეინები ამ ფუნდამენტური თვისებებიდან ერთ-ერთთან დაკავშირებით კომპრომისზე უნდა წავიდნენ. ასეთი კომპრომისის მაგალითია ბიტკოინი. მიუხედავად იმისა, რომ მან დეცენტრალიზაციისა და უსაფრთხოების ოპტიმიზირება შეძლო, მას მასშტაბირება უნდა გაეწირა.

ბლოკჩეინის დეველოპერები მასშტაბირების გადაწყვეტილებებზე უკვე მრავალი წელია მუშაობენ, მაგრამ დისკუსიები საუკეთესო ალტერნატივების შესახებ ჯერ კიდევ გრძელდება. ძირითადი პარამეტრები, რომლებიც პირველი დონის მასშტაბირებისთვის განიხილება, მოიცავს:

• ბლოკის ზომის გაზრდას, რაც მასში მეტი ტრანზაქციის დამუშავების საშუალებას იძლევა.

• კონსენსუსის გამოყენებული მექანიზმის შეცვლას;

• შარდინგის განხორციელებას (მონაცემთა ბაზის დაყოფის ფორმები).

ასეთი გეგმების განხორციელებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. თუმცა, მთელს მსოფლიოში კრიპტოვალუტისადმი ინტერესის ზრდის სწრაფი ტემპი ქსელში დიდ დატვირთვას ქმნის, რაც ტრანზაქციის შენელებასა და მაღალ საკომისიოს იწვევს. როდესაც ბლოკჩეინ ქსელი გადატვირთულია, აქტიური ტრანზაქციები მეხსიერების პულში იგზავნება და დამუშავებას უფრო მეტი დრო სჭირდება. ამ პრობლემის გადასაჭრელად, მაინერები პრიორიტეტს გაზის უფრო მაღალი ფასების მქონე ტრანზაქციებს ანიჭებენ. შედეგად, ტრანზაქციისთვის საჭირო მინიმალური ღირებულება კიდევ უფრო იზრდება.

ბლოკჩეინის ტრილემის გადასაჭრელად, დეველოპერებმა დაიწყეს სხვადასხვა შესაძლებლობების შესწავლა, რომელთა შორის არის Layer 2 - მეორე დონის ქსელი. ასეთი ქსელებია Optimism, Arbitrum, Starknet და სხვა. L2-ის წყალობით, შესაძლებელია გამოთვლითი მახასიათებლების გაზრდა და ტრანზაქციის ხარჯების რამდენჯერმე შემცირება.

რბ