Mattel P2P NFT-მარკეტპლეისს აამოქმედებს

ფოტო - Mattel P2P NFT-მარკეტპლეისს აამოქმედებს
კომპანია Mattel Inc. ვირტუალურ კოლექციას აახლებს და ბაზარს ერთრანგიან სავაჭრო პლატფორმას სთავაზობს.
თავის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სათამაშოების  წამყვანი მწარმოებელი საშუალებას მისცემს Mattel-ის საკოლექციო ვირტუალური ნივთების მფლობელებს, საჯაროდ იტრაბახონ, გაცვალონ და გაყიდონ თავიანთი NFT აქტივები. P2P პლატფორმის ამოქმედების პარალელურად, Hot Wheels® NFT Garage-ის მეხუთე სერიაც გამოვა.

დასახელება “გარაჟი” ეძღვნება შორეულ 1945 წელს, როდესაც ლოს-ანჯელესის გარეუბანში მომავალმა გლობალურმა მოთამაშე Mattel, Inc.-მა (NASDAQ: MAT) პატარა ავტოსარემონტო სივრცეში სურათების ჩარჩოებისა და თოჯინების ავეჯის წარმოება დაიწყო. 

საფარეხო წარმომავლობამ თავი იჩინა. დროთა განმავლობაში, Mattel გახდა საკულტო მასშტაბური ავტომობილების მწარმოებელი, რომლებიც ახლა მსოფლიოს 150 ქვეყანაში იყიდება.

ახლახან კი Hot Wheels-ის მანქანებმა NFT–ის P2P პლატფორმაზე გადაინაცვლა. ის არაჩანაცვლებადი ტოკენების წამყვანი დეველოპერის, Rarible-ის მხარდაჭერით ფუნქციონირებს. 

Mattel ასევე თანამშრომლობს ტექნოლოგიების სხვა საკმაოდ ცნობილ მიმწოდებლებთანაც. მათ შორისაა კომპანია Magic თავისი არაკასტოდიალური კრიპტოვალუტური საფულით. Magic-თან პარტნიორობის წყალობით, Mattel-მა შეძლო საფულის შექმნის  ბრენდირება, საკუთარი მოთხოვნების მიხედვით კონფიგურირება და საბოლოო ჯამში, მომხმარებლებისთვის საფულის შექმნის პროცესის გამარტივება. 

ამასთან, ერთრანგიანი სავაჭრო პლატფორმა, არსებითად, წარმოადგენს Mattel Creations-ის საკოლექციო ვირტუალური პლატფორმის განახლებას, რომლის დებიუტი 2022 წლის ნოემბერში შედგა. Mattel Creations შემუშავებულია Flow-თან თანამშრომლობით, რომელიც NFT-ებისა GameFi-ისთვის განკუთვნილ  L1 პლატფორმას წარმოადგენს. 

Hot Wheels® NFT Garage-ის მეხუთე სერია, დიდი ალბათობით, წარმატებული იქნება. მაგალითად, წინა, მეოთხე სერიაში 30 000 ნაკრები 12 საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა. ახალი კოლექცია შედგება 40 NFT მანქანისგან. მათ შორისაა ისეთი ბრენდები, როგორიცაა McLaren, Pagani, Aston Martin, Chevrolet და Porsche, ასევე Hot Wheels-ის დიზაინერების მიერ შექმნილი მანქანები. ასევე საუბარია ნაკრებებზეც, რომლებიც პირველად ბაზარზე 25 დოლარად იქნება შემოთავაზებული. 

თითოეულ ნაკრებში არის 7 ვირტუალური  საკოლექციო ნივთი. შემდგომი არითმეტიკა საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. თითოეული შეფუთვა შეიცავს 4 საშუალოსტატისტიკურ NFT-ს Hot Wheels-ის გამოსახულებით და კიდევ 2 სურათს, რომელსაც კომპანია ახასიათებს, როგორც უჩვეულოს. მერე კი გამართლებაზეა. ნაკრების ბოლო, მეშვიდე NFT შეიძლება იყოს იშვიათი, ან სუპერ იშვიათი. იღბლიანებს ასევე შეიძლება შეხვდეთ ულტრა იშვიათი და ექსკლუზიური ტოკენი. ბოლო სამი იშვიათი კატეგორიის NFT მფლობელებს უფლება აქვთ, მიიღონ თავიანთი ციფრული მანქანის ფიზიკური ასლი. კომპანია აცხადებს, რომ ეს იქნება McLaren F1, '17 Pagani Huayra Roadster, Aston Martin Vulcan, '55 Chevy® Panel, ან Porsche 911 GT3 RS. 

ზოგადი და უჩვეულო დიზაინი

იშვიათი და სუპერ იშვიათი დიზაინი

ულტრა იშვიათი და ექსკლუზიური დიზაინი

როდესაც პირველად გადავწყვიტეთ კოლექციონირებისთვის საკუთარი ვირტუალური პლატფორმის ამოქმედება, ეს გავაკეთეთ იმ განზრახვით, რომ შეგვექმნა უბადლო, საუკეთესო გამოცდილება Mattel-ის საკულტო ბრენდების მოყვარულებისთვის. ჩვენს ადვილად ნავიგაციურ პლატფორმაზე ბაზრის ფუნქციის დამატებით, რომელიც კლიენტებს საშუალებას აძლევს გაყიდონ და გადაცვალონ თავიანთი ვირტუალური ნივთები, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ ამ ხედვის რეალიზებისკენ
, - ამბობს Mattel Future Lab-ის ვიცე-პრეზიდენტი რონ ფრიდმანი.