Mini Miracles: NFT-ები დღენაკლულ ახალშობილებს ეხმარება

ფოტო - Mini Miracles: NFT-ები დღენაკლულ ახალშობილებს ეხმარება
Mini Miracles არის პირველი NFT პროექტი, რომელიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ნაადრევად დაბადებული დღენაკლული ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად შეიქმნა. მის შემქმნელებს ეს პრობლემა თავად შეექმნათ და ახლა სურთ, დაეხმარონ ჩვილებსა და მშობლებს, რომლებიც რთული განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ.
Mini Miracles-ის NFT კოლექციის უკან დგანან მხატვარი დევიდ ჩიუ და თანადამფუძნებლები პატრიკი და ჯულიანა, რომლებიც დაქორწინებული წყვილი და დღენაკლული ტყუპი ქალიშვილების მშობლები არიან. 2020 წელს ბავშვები ორსულობის 24-ე კვირაზე დაიბადნენ და 500 გრამზე ოდნავ მეტს იწონიდნენ.
Mini Miracles დღენაკლულ ახალშობილებს ეხმარება წყარო: https://twitter.com/theminimiracles

Mini Miracles დღენაკლულ ახალშობილებს ეხმარება წყარო: https://twitter.com/theminimiracles

საკუთარი შვილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში, პატრიკი და ჯულიანა ბევრ სირთულეს წააწყდნენ. სპეციალიზებული აღჭურვილობის მქონე კლინიკების ნაკლებობა, რეგულარული ოპერაციები, ქალიშვილების განშორება სხვადასხვა პალატაში და მათთან ქაოსური მოკლევადიანი ვიზიტები COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო. მშობლებს უწევდათ უამრავ ექიმთან, ექთანსა და სოციალურ მუშაკთან ურთიერთობა, მაგრამ, ამავე დროს, ისინი თავს მარტოსულად და დაბნეულად გრძნობდნენ.

იმ დროს ოჯახის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროგრამამ "საბავშვო სიცოცხლე", რომელიც ერთ-ერთ კლინიკაში მოქმედებდა. მისი ორგანიზატორები არა მარტო მორალურ დახმარებას უწევდნენ მშობლებსა და ბავშვებს, არამედ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უზრუნველყოფდნენ ბავშვთა ნივთებს, სათამაშოებს, კვებისთვის განკუთვნილ სკამებს, საქანელებსა და სხვა საჭირო ნივთებს. გარდა ამისა, აქტივისტებმა უფროს პაციენტებთან ერთად შექმნეს დაფები პატარების მიღწევებით - მხატვრული ნამუშევრები, რომლებიც შემდეგ მშობლებს გადაეცათ.

"საბავშვო სიცოცხლის" მაგალითით შთაგონებულმა პატრიკმა და ჯულიანამ გადაწყვიტეს, შეექმნათ საბაზისო საინფორმაციო კატალოგი დღენაკლულ ახალშობილთა მშობლებისთვის და მოეწყოთ სახსრების შეგროვება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი ოჯახებისთვის. პირველი ნაბიჯი კეთილშობილური მიზნის მიღწევისკენ გახდა Mini Miracles-ის NFT კოლექციის ამოქმედება.
Mini Miracles-ის NFT კოლექცია  წყარო: https://opensea.io/collection/mini-miracles

Mini Miracles-ის NFT კოლექცია წყარო: https://opensea.io/collection/mini-miracles

Mini Miracles - Ethereum-ის ბლოკჩეინში შემთხვევითობის პრინციპით  გენერირებული NFT ჩვილები, რომელთა შექმნისას ასზე მეტი მახასიათებელი იყო გათვალისწინებული. თითოეული გენერირებული ბავშვი უნიკალურია და სხვადასხვა იშვიათი თვისებები აქვს. Mini Miracles-ის მისაღებად ორი გზა არსებობს - NFT-ეგის შეძენა OpenSea-ზე, ან მოჭრა პროექტის ვებგვერდზე. კოლექციის შემქმნელები 8000 NFT-ის გამოშვებას გეგმავენ, რომლის გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილი გადაეცემა პროგრამას "საბავშვო ცხოვრება" და სხვა საქველმოქმედო პროექტებს.
კოლექციის შემქმნელები პატრიკი და ჯულიანა თავიანთ დღენაკლულ ქალიშვილებთან ერთად წყარო: https://minimiracles.org/

კოლექციის შემქმნელები პატრიკი და ჯულიანა თავიანთ დღენაკლულ ქალიშვილებთან ერთად წყარო: https://minimiracles.org/

ჩვენ გავაგრძელებთ ყოველდღიურად ფოკუსირებას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი ოჯახების საჭიროებებსა და Web2-თან და Web3-თან ჩვენი პარტნიორობის გაფართოებაზე. ჩვენი ბრენდის განვითარებისთვის გავხსნით პროდუქტების ონლაინ მაღაზიას, რაც ხელს შეუწყობს შემოწირულებების გაზრდას. Mini Miracle Fund-ის განვითარება ხელს შეუწყობს NFT-ებისებრთა ოჯახის სხვა პროექტების პოპულარიზაციას. ეს პროექტი ყოველთვის იქნება ორიენტირებული ოჯახების დახმარებაზე, როდესაც მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ
, - ნათქვამია Mini Miracles-ის ვებგვერდზე.