MetaMask-ის ტოკენი: airdrop-ებზე მონადირეები მოემზადონ

ფოტო - MetaMask-ის ტოკენი: airdrop-ებზე მონადირეები მოემზადონ
MetaMask Web3-ში ტოკენის შესანახად ყველაზე ხშირად გამოყენებული აპლიკაციაა. აქტიური მომხმარებლებისთვის პოტენციური airdrop-ის შესახებ ხმები უკვე 10 თვეა დადის.
საფულის დეველოპერი კომპანია ConsenSys-ის გენერალური დირექტორი ჯო ლიუბინი ამტკიცებდა, რომ ტოკენი შემუშავების სტადიაზეა, მაგრამ ამოქმედების ზუსტ თარიღს არ ასახელებდა. 2022 წლის 28 თებერვალს გამოცხადდა, რომ MetaMask-ის მომხმარებლები მის მიღებას 2022 წლის დეკემბრის ბოლოს შეძლებენ. მაგრამ ამას წინასწარ არავინ გამოაცხადებდა. ყველაფერი მოულოდნელად მოხდებოდა.

რა არის უკვე ცნობილი MetaMask-ის ტოკენის შესახებ

ჯერჯერობით, დეველოპერები არ ამჟღავნებენ ინფორმაციას, რა ამოცანებს შეასრულებს ტოკენი და როგორ გავრცელდება ის. ConsenSys-მა განაცხადა, რომ პროდუქტის დეცენტრალიზებული დაფინანსების მექანიზმი Metamask DAO იქნება, მაგრამ პროექტის მენეჯმენტში მომხმარებლის მონაწილეობა გათვალისწინებული არ არის. დაფინანსების უზრუნველყოფის სახით, DAO-ს (დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია)  ადრე პლატფორმები Uniswap, MakerDAO, Charity Blockchain DAO უკვე იყენებდნენ.

ასევე პირი არ უჩანს, რომ MetaMask-ის ტოკენი გაზის საფასურის გადასახდელად იქნება გამოყენებული, რადგან ქსელი, სადაც საფულე მუშაობს, მხოლოდ ბლოკჩეინ აპლიკაციების კარიბჭეა. სავსებით შესაძლებელია, რომ ფუნქცია TrustWallet-ის (TWT), ან SafePal-ის (SFP) ანალოგიური იყოს, რომლებიც ტოკენის მფლობელებს ფასდაკლებებს სთავაზობს, ვინც მათ ამ საფულეების მეშვეობით ცვლის. 

ჯოზეფ ლიუბინმა მიანიშნა, რომ Metamask-ის საფულე მასობრივი airdrop-ის გზით არ წავა. მისი თქმით, კომპანია არ მოაწყობს უნახავი გულუხვობის ატრაქციონს, რომელმაც, შესაძლოა, პროექტს საფრთხე შეუქმნას. ამიტომ კრიპტოქომიუნითიში პოპულარული მეთოდი, როდესაც მომხმარებლები რამდენიმე საფულეს ქმნიან და დარიგებას მოთმინებით ელოდებიან, ამ შემთხვევაში ნაკლებად მოსალოდნელია. როგორც ჩანს, ტოკენზე პრეტენზია საფულის ყველა კლიენტს ვერ ექნება. ამისათვის გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ.

airdrop-ზე ნადირობა უფრო საგანძურის ძიებაა, ვიდრე კარგად დამუშავებული სქემა. აქ იღბლის დიდი ელემენტია. მოქმედების რამდენიმე ვარიანტს მოვიყვანთ, რომლებიც MetaMask-ის ტოკენის ამოქმედების მომენტში მის უფასოდ მიღებასა და ფულის გამომუშავებაში დაგეხმარებათ. 

როგორ გავზარდოთ MetaMask-ის ტოკენის მიღების შანსი

ConsenSys-ის კაპიტალიზაციამ $7 მილიარდს მიაღწია, ხოლო 2022 წლის მარტში კომპანიამ დამატებით $450 მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა. ეს ნიშნავს, რომ პოტენციურმა airdrop-მა შეიძლება მნიშვნელოვანი ოდენობა შეადგინოს. მაგრამ ტოკენის მიღების უფლების მოპოვება, შესაძლოა, მარტივი არ იყოს. გთავაზობთ რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც თქვენი შანსების გასაზრდელად გამოგადგებათ. მათი მიზანი მომხმარებლის აქტივობის გამოვლენა  და ConsenSys პროექტებში მათი ჩართულობის დემონსტრაციაა.

1. ტოკენების სვოპი MetaMask-ზე.
თუ არ გაქვთ MetaMask-ის საფულე, ჩამოტვირთეთ ბრაუზერის გაფართოება, ან მობილური აპლიკაცია, შექმენით საფულე, შეინახეთ seed-ფრაზა და მასში რამდენიმე ETH შეაგდეთ. MetaMask-ზე ტოკენების გაცვლა მარტივია. მთავარ მენიუში ლურჯ ღილაკზე „გაცვლა“ დააწკაპუნეთ, რომელიც ღილაკების „ყიდვა“ და „გაგზავნა“ გვერდით მდებარეობს. ცოტაოდენი ETH ნებისმიერ ტოკენში გაცვალეთ, მაგრამ ჯერ დარწმუნდით, რომ ბალანსზე საკომისიოს გადასახდელად საკმარისი ETH გაქვთ.

2. გამოიყენეთ MetaMask-ის ხიდი.
დააკავშირეთ თქვენი საფულე ხიდთან, აირჩიეთ პირველ ქსელად Ethereum, აირჩიეთ გასაგზავნად სხვა ქსელი (ეს შეიძლება იყოს Polygon, Avalanche, ან BNB Chain). შემდეგ დააკავშირეთ ტოკენები ETH, MATIC, DAI, USDC, ან USDT. მაგრამ, პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ გაზის გადასახდელად თქვენი მეორე ქსელის ტოკენი უკვე გაქვთ. კიდევ უფრო ადვილია Polygon-ზე MATIC-ის Ethereum-თან დაკავშირება, რადგან MATIC Polygon-ის მშობლიური ტოკენია.

3. შექმენით უსაფრთხო საფულე Gnosis.
მარტში ConsenSys-მა და Gnosis Safe-მა პარტნიორობის შესახებ განაცხადეს. ამიტომ, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ MetaMask-ს Gnosis-ის მომხმარებლების დაჯილდოება შეუძლია. გადადით Gnosis Safe-ში, შეაერთეთ თქვენი საფულე და მიჰყევით ინსტრუქციებს, რათა რამდენიმე ხელმოწერის მქონე საცავი შექმნათ. თქვენს ქსელად Ethereum უნდა აირჩიოთ, საფულის "მფლობელების" სახით, სულ მცირე ორი მისამართი უნდა მიუთითოთ (შეგიძლიათ, MetaMask-ის ახალი ანგარიში შექმნათ და ეს მისამართი იმ მისამართთან ერთად შეიყვანოთ, რომელსაც უკვე იყენებთ) და ტრანზაქციის საკომისიო გადაიხადოთ.

4. გააკეთეთ შემოწირულობა Gitcoin-ის საშუალებით.
ConsenSys-ს პლატფორმა Gitcoin-თან მჭიდრო კავშირი აქვს. ჯოზეფ ლიუბინმა მასში ინვესტიცია ჩადო და საინფორმაციო მხარდაჭერას უწევდა. ამიტომ, თეორიულად, Gitcoin-ისადმი შემოწირულებამ MetaMask-ის დარიგებაში მონაწილეობის შანსები შეიძლება გაზარდოს. შემოწირულების გასაკეთებლად, თქვენ უნდა შექმნათ GitHub პროფილი, შემდეგ გადახვიდე Gitcoin Grants-ის გვერდზე, დააკავშიროთ თქვენი MetaMask, აირჩიოთ Grant-ის ერთ ერთი პროექტი, რომელიც მოგწონთ, დაამატოთ კალათაში, გადაინაცვლოთ გადახდისკენ და შემოწირულებისთვის ვალუტა აირჩიოთ. უმჯობესია, თანხა $10-ს აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტრანზაქცია შეიძლება აირდოპ ფარმინგად ჩაითვალოს.

5. დარეგისტრირდით Infura-ში.
ConsenSys-მა Infura 2019 წლის ოქტომბერში შეიძინა. ამიტომ, ეს არც ისე ცუდი ნაბიჯია ლიუბინის ინფრასტრუქტურისადმი თქვენი ლოიალობის დემონსტრირებისთვის. ამისათვის საკმარისია,  შეავსოთ ფორმა Infura-ს ვებგვერდზე და გამოიწეროთ Discord. სხვათა შორის, უმჯობესია, ConsenSys-თან დაკავშირებული პროექტების ყველა სოციალური ქსელი გამოიწეროთ და მათი პოსტები აკონტროლოთ. შესაძლოა, სადმე გაიელვოს ინფორმაციამ airdrop-ის შესახებ.

გაფრთხილებთ: არცერთი ეს ნაბიჯი არ იძლევა 100%-იან გარანტიას, რომ თქვენ იმ პირველების რიცხვში იქნებით, ვინ MetaMask-ის ტოკენებს მიიღებს. 

შეგახსენებთ, რომ რელიზის საბოლოო თარიღი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. მაგრამ შემოსავლის კუთხით ასეთი პერსპექტიული აქტივის შემთხვევაში, სჯობს, ConsenSys-თან დაკავშირებულ ყველა პროექტთან ურთიერთქმედებაში ძალისხმევა არ დაიშუროთ და ჯოზეფ ლიუბინისგან საჩუქრის მიღების შანსები გაზარდოთ.