37xDubai: NFT-გალერეა დუბაის შუაგულში

ფოტო - 37xDubai: NFT-გალერეა დუბაის შუაგულში
Morningstar Ventures საინვესტიციო სამყაროსთვის უცნობი სულაც არ არის. მაგრამ კომპანიაში, რომლის სპეციალიზაცია ბლოკჩეინები და ციფრული აქტივებია, ინტერაქციულ გალერეას 37xDubai თავის ყველაზე ამბიციურ პროექტს უწოდებენ.
Morningstar Ventures-მა ციფრული ხელოვნების იმერსიულ და ინტერაქციულ გალერეაში $5 მილიონის ოდენობის ინვესტიცია ჩადო. ის ელიტური ცათამბჯენების კომპლექსში, ბურჯ დამანში, დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (DIFC) ტერიტორიაზე მდებარეობს.

ამჟამად 37xDubai-ის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ გალერეა 2023 წლის გაზაფხულზე ვიზიტორების მისაღებად მზად იქნება. რით გეგმავს სივრცე მნახველების გაოცებას?

მეტი, ვიდრე უბრალოდ გალერეა

წყარო: Twitter

წყარო: Twitter

37xDubai Morningstar Ventures-ის დამფუძნებლებისა და კლემენს კაზოს კოლაბორაციის შედეგია, რომელიც ამჟამად გალერეის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებს. ინვესტორებს კლასიკური საგამოფენო ცენტრებისგან რადიკალურად განსხვავებული ინოვაციური სივრცის კონცეფცია სწორედ მან შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ კაზო არა მხოლოდ გატაცებულია NFT-ით ​​და ყველაფრით, რაც ტექნოლოგიასთან არის დაკავშირებული, არამედ მანამდე ხელოვნების სფეროსა და აუქციონის სახლებში მუშაობდა. წარსულში დაგროვილი ფასდაუდებელი გამოცდილება 37xDubai-ს CEO-ს დაფინანსების წყაროს მოძიებასა და პროექტის შემდგომი განხორციელების პროცესში ძალიან დაეხმარა.

როგორ აღწერენ პარტნიორები გალერეის მისიას? ისინი ინოვაციურ ტექნოლოგიასა და ხელოვნებას აერთიანებენ და განსაკუთრებულ ყურადღებას ისეთ ასპექტებს უთმობენ, როგორიცაა NFT, ციფრული და ტრადიციული ხელოვნება, ონლაინ განათლება, გართობა და საზოგადოებების ფორმირება. მათი ჩანაფიქრით, 37xDubai შემოქმედების დინამიკურ სამყაროს ასახავს და სტუმრებს მისი გაცნობის ახალ საშუალებებს შესთავაზებს. თითოეული კოლექციის დემონსტრაციისთვის გალერეაში ინდივიდუალური აქცენტების შერჩევას გეგმავენ, რათა სტუმრებს ახალი ციფრული შთაბეჭდილებების მიღების საშუალება მისცენ.

დამფუძნებლების ამბიციური მიზანია, 37xDubai მხატვრებისა და Web3 ენთუზიასტებისთვის განკუთვნილ სივრცედ აქციონ. ამისთვის ისინი ბრენდების პრეზენტაციებს, შეკრებებს, კერძო ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს მართავენ.

ულტრათანამედროვე ინტერიერი

37xDubai ინოვაციები ყოველ დეტალში არსებული დახვეწილობაა. გალერეაში წარმოდგენილი იქნება ხელოვნების როგორც ციფრული, ასევე ფიზიკური ნიმუშებიც - სკულპტურები, ინსტალაციები, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიები, გენერაციული ხელოვნების ობიექტები და ა.შ.

ასე აღწერს სივრცეს თავად კლემენ კაზო:
ჩვენი გალერეის დიზაინი და არქიტექტურა ძალიან რთულია, ის უახლესი აღჭურვილობით, ინტერიერით, ხმოვანი და განათების ინფრასტრუქტურით არის სავსე. ჩვენ სივრცის თითოეული ელემენტი საგულდაგულოდ შევარჩიეთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ 37xDubai გალერეა და მისი გამოფენები ჩვენი თითოეული მნახველისთვის დაუვიწყარი იყოს

37xDubai-ის საზოგადოება

გალერეის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისიაა, შექმნას ხელოვნებათმცოდნეების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც პროექტში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. იმისთვის, რომ მისი ნაწილი გახდეთ, სულაც არ არის აუცილებელი, 37xDubai-ს ფიზიკურად ეწვიოთ. ჯერჯერობით შემქმნელები ყველა საიდუმლოს არ ამხელენ, თუმცა საკუთარი NFT-ების გამოშვებას აანონსებენ. 
შემოქმედებას, უდავოდ, საზღვრები არ აქვს. ახალი მოგზაურობისთვის საფუძვლის ჩაყრისას, გზადაგზა, უამრავი ამაღელვებელი კითხვის ნიშანი იქნება იმის განმსაზღვრელი, როგორ განვითარდება ჩვენი უნიკალური კონცეფცია, და ამ გზაზე თქვენი ხმა მნიშვნელოვანი იქნება
ხაზს უსვამს კლემენს კაზო