Metamorphoses: კონცეპტუალური NFT კოლექცია

icon NFT
ფოტო - Metamorphoses: კონცეპტუალური NFT კოლექცია
Metamorphoses სტუდია Concept2048-ის ფეშენ-არტ NFT კოლექციაა, რომელიც არაგენერაციული გზით (AI ალგორითმების გამოყენების გარეშე) ჩამოყალიბდა. ის სამყაროს დესპანების 2048 იდუმალი პორტრეტისაგან შედგება.
არაჩანაცვლებადი ტოკენების უმეტესობა წარმოდგენილია Ethereum-ის ქსელში, დანარჩენები - ბლოკჩეინზე TON. კოლექცია პოლიპტიქის ფორმატშია შესრულებული. ესაა მრავალრიცხოვან ინდივიდუალურ ნამუშევრებად დაყოფილი სურათი. ზოგიერთი ფრაგმენტის ნახვა პირველად შესაძლებელი იყო ვენეციის ხელოვნების 59-ე ბიენალეზე Palazzo Mora-ში.
NFT კოლექცია Metamorphoses-ის პოლიპტიქი.

NFT კოლექცია Metamorphoses-ის პოლიპტიქი.

NFT შექმნილია კოლექციონერებისა და თანამედროვე ხელოვნების თაყვანისმცემლებისთვის, რომლებიც ეკოლოგიური, ჰუმანიტარული და კაცობრიობის სხვა გლობალური პრობლემებით შეშფოთებულნი არიან. Metamorphoses-ის პორტრეტის შეძენით, ადამიანი ხდება საზოგადოების ნაწილი, რომელიც შემდეგ განსაზღვრავს, რომელი საქველმოქმედო ორგანიზაცია მიიღებს გაყიდვების პროცენტს.

კოლექციის მინთი 2023 წლის იანვარში შედგა. ნამუშევრების მფლობელების ფორმირება თებერვალში მოხდება. NFT-ების შეძენა შესაძლებელია OpenSea-ზე, Getgems-სა და TON Diamonds-ზე.

ხელოვნების ციფრული ნამუშევრის კონცეფცია

NFT კოლექციას თავისი პრეისტორია აქვს. ნაწარმოების ლეგენდის თანახმად, ყველა პლანეტას, რომელიც ცოცხალი არსებებით არის დასახლებული, აქვს ნათება, რომელიც სამყაროში ბალანსს  ინარჩუნებს. რაც უფრო კაშკაშა და თვალისმომჭრელია ის, მით უფრო კარგად უმკლავდება კოსმოსური ობიექტი თავის ამოცანას, რაც ნიშნავს, რომ ის ვითარდება და აყვავებას განიცდის. მილიარდობით წლის განმავლობაში სამყარო მდგრად ფორმაში იყო, მაგრამ ბოლო დროს ის გაუწონასწორებელი ხდება. ამ ყველაფერში დამნაშავე პლანეტა დედამიწაა.

”მე სამყაროს მიერ დედამიწაზე გაგზავნილი სინათლის სხივი ვარ. მე გამომგზავნეს აქ იმის გასარკვევად, თუ რატომ გამკრთალდა  დედამიწა და რატომ სუსტდება მისი პულსირებადი ნათება დღითი დღე“, - ასეთი აღწერა შეგიძლიათ, იხილოთ კოლექცია Metamorphoses-ის თითოეული NFT-ის ქვეშ.
2048 NFT-დან ერთ-ერთი

2048 NFT-დან ერთ-ერთი

როგორც ჩანს, სინათლის სხივები დედამიწაზე ჩამოვიდნენ, რათა ადამიანებს პლანეტის სასიკეთოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარონ და კაცობრიობა იხსნან დაღუპვისგან, რაც შეიძლება, 2048 წელს მოხდეს. 

სამყაროს დესპანების სახეები უჩვეულო ფორმის ტილოშია გახვეული, მიმდინარე მოვლენებში ორიენტირებაში მათ მხოლოდ ერთი ყური ეხმარება. გრძნობის ფარული ორგანოების ხარჯზე, პერსონაჟებს გამწვავებული მსოფლმხედველობა აქვთ, რაც მათ პლანეტების გამოსხივებებისა და საჭიროებების მიმართ უფრო მაღალ დონეზე მგრძნობიარეს ხდის. 

განსაკუთრებული ყურადღება NFT-ის ფერებს დაეთმო. ვარიანტების არჩევისას, შემქმნელები ეყრდნობოდნენ ადამიანის აღქმის ფსიქოლოგიას, არისტოტელეს მსჯელობებს ფერის ბუნებაზე, ასევე გმირისთვის მინიჭებულ ბუნებრივ ელემენტს.

რა არის ცნობილი NFT კოლექციის შემქმნელების შესახებ?

Concept2048 სტუდიაა, რომელიც ესპანეთში მცხოვრები ორი ციფრული მხატვრისგან შედგება. ისინი მუშაობენ  ფეშენ-არტისა და კონცეპტუალური ხელოვნების მიმართულებით, ქმნიან 3D ანიმაციას და სხვა კრეატიულ კონტენტს.

Concept2048-ის ნამუშევრები ხშირად არ იძლევა პირდაპირ პასუხს კითხვებზე, რითაც იწვევს მაყურებელს მათზე დასაფიქრებლად. მხატვრებს უყვართ პროექტების შექმნა, რომლებიც კაცობრიობის გლობალურ პრობლემებს აშუქებს და მათ გადასაჭრელად მოქმედებისკენ მოუწოდებს. 

NFT კოლექცია შეიქმნა არა ბაზარზე სპეკულაციისთვის, არამედ ხელოვნების კოლექციონერებისთვის, რომლებსაც თანამოაზრეების პროაქტიულ საზოგადოებაში გაერთიანება სურთ.