Metropoly: პირველი NFT პლატფორმა უძრავი ქონების ბაზრისთვის

ფოტო - Metropoly: პირველი NFT პლატფორმა უძრავი ქონების ბაზრისთვის
Metropoly არის პირველი პლატფორმა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია უძრავი ქონების წილით ვაჭრობა ფრაქციული NFT-ის ფორმატში.
კრიპტოგრაფიისა და ბლოკჩეინის მეშვეობით, Metropoly ახდენს უძრავი ქონების ბაზრის დემოკრატიზაციას, რაც მას დიდი რაოდენობით საცალო ინვესტორებისთვის ხდის ხელმისაწვდომს. შესვლის მინიმალური ბარიერი $100-ს შეადგენს.

პლატფორმაზე წარმოდგენილი თითოეული პენტჰაუსი, ბინა, ან სახლი წინასწარ არის გაციფრულებული, რეალური ფიზიკური ობიექტებით 100%-ით არის უზრუნველყოფილი, მრავალი არაჩანაცვლებადი ტოკენის სახით. სხვადასხვა NFT-ზე მიმაგრებულია საკუთარი თამასუქები, რომლებიც მის მფლობელს, ინვესტიციების ზომის მიხედვით, დივიდენდების მიღებას ჰპირდება, 

მარკეტპლეისში წარმოდგენილია უძრავი ქონება, რომელიც ქირავდება ხანგრძლივი ვადით ჩვეულებრივი ცხოვრებისთვის, ან მოკლე ვადით დასვენებისთვის. ინვესტირებამდე მომხმარებლებს შეუძლიათ შეამოწმონ ანგარიშგება, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ სახლთან. კომპანია ირწმუნება, რომ ყველა ობიექტი ეკუთვნის Metropoly-ს ფონდს, ან პარტნიორ კომპანიებს.

თუ ვინმე მოისურვებს, გამოისყიდოს ყველა ფრაქციული არაჩანაცვლებადი ტოკენი, რომელიც ერთი უძრავი ქონების საკუთრებას წარმოადგენს, Metropoly-ის გუნდი გამართავს კონსულტაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და რა საბუთები უნდა მომზადდეს. 

პროექტზე მუშაობენ უძრავი ქონებისა და ბლოკჩეინის სპეციალისტები ლონდონიდან, დუბაიდან და ონტარიოდან. ადამიანები, რომლებიც Metropoly-ის უკან დგანან, არიან საერთაშორისო კომპანიების გამოცდილი მენეჯერები და სხვადასხვა სტარტაპის შემქმნელები.

პლატფორმის უფროსი დეველოპერი - მარკ დეივი.

ტოკენი METRO

METRO არის პლატფორმის საკუთარი utility-ტოკენი, რომელიც შემუშავებულია ERC-20 სტანდარტის მიხედვით. ის საჭიროა Metropoly-ის ეკოსისტემაში ტრანზაქციების განსახორციელებლად,  ასევე გამოიყენება ინვესტორების დაჯილდოებისთვის. METRO-ს მაქსიმალური მიწოდება 1 მილიარდი ტოკენით არის შეზღუდული.

ტოკენების განაწილება:

  • 30% - მყიდველების დაჯილდოებისთვის;
  • 28% - წინასწარი გაყიდვისთვის;
  • 20% - ლიკვიდობის ფონდში;
  • 10% - გუნდისთვის;
  • 10% - მხარეთა შეთანხმებისთვის (Terms & Conditions);
  • 1% - აირდროპისთვის;
  • 1% - რეფერალური პროგრამისთვის.
ტოკენების განაწილების ინფოგრაფიკა. წყარო - Metropoly-ის White Paper

ტოკენების განაწილების ინფოგრაფიკა. წყარო - Metropoly-ის White Paper

წინასწარი გაყიდვის დროს Metropoly-მ 1,1 მილიონ დოლარზე მეტის მოზიდვა მოახერხა, მასში 3000-მდე ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა. ტოკენ METRO-ს პირველადი ღირებულება ბირჟაზე ლისტინგის დროს $0.1-ს შეადგენდა. ის 2023 წლის 1 მაისს ამოქმედდა. ტოკენის მისამართის უსაფრთხოება შემოწმებულია ისეთი აუდიტორების მიერ, როგორიცაა CertiK და Solidproof.

პლატფორმა Metropoly-ის ეკოსისტემა

NFT-მარკეტპლეისი
ფრაქციული NFT-ების სწრაფი ყიდვისა და გაყიდვის მარკეტპლეისი Ethereum-ის ბლოკჩეინზეა  აგებული. მომხმარებლებს შეუძლიათ  შეძენილი NFT-ები Metropoly-ის საფულეში შეინახონ, ან სხვა შესანახ აპლიკაციებში, რომლებიც მხარს უჭერენ ERC-20 სტანდარტს. გარდა ვაჭრობისა, არსებობს არაჩანაცვლებადი ტოკენებით უზრუნველყოფილი სესხის ფუნქციაც. 

Launchpad 
Launchpad-ზე შესაძლებელი იქნება NFT-უძრავი ქონების შეძენა, სანამ ის მეორად ბაზარზე, ანუ მარკეტპლეისზე გამოჩნდება. ასეთი ინვესტიციები მომხმარებლებს 5%-ით იაფი დაუჯდებათ.

იპოთეკური პლატფორმა
აქ შესაძლებელი იქნება სესხების აღება ლიკვიდობის უზრუნველყოფით და ამავდროულად NFT-ებზე საკუთრების უფლების შენარჩუნება. პლატფორმა დეცენტრალიზებულია, ამიტომ არ არსებობს შუამავლები, ან ფარული მოსაკრებელი.

DAO
პლატფორმა Metropoly-ის NFT-ების მფლობელები დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის წევრები  ხდებიან და სხვადასხვა საკითხზე გამართულ კენჭისყრაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. ისინი შეიძლება გამოვიდნენ ქონების გაყიდვის, ქირის გაზრდისა და სხვა ინიციატივებით.
პროექტის ეკოსისტემის ილუსტრაცია. წყარო - Metropoly-ის  White Paper

პროექტის ეკოსისტემის ილუსტრაცია. წყარო - Metropoly-ის White Paper

Metropoly მყიდველებს 1%-იან წლიურ საკომისიოს აკისრებს. ის მათი თამასუქიდან გამოიქვითება. ასევე პლატფორმაზე გათვალისწინებულია გაყიდვის მოსაკრებელი - 1.5%. გარდა ამისა, თუ Metropoly გაყიდის ქონებას საბაზრო ფასზე მაღალ ფასში, ის დამატებითი მოგების 25%-ს იღებს.

Metropoly-ის უპირატესობები

უძრავი ქონების ტრადიციულ ბაზართან შედარებით, რომელსაც აქვს ისეთი ნაკლოვანებები, როგორიცაა სიძვირე, ლიკვიდობის არარსებობა, გარიგებების პროცესის ხანგრძლივი მიმდინარეობა, გაფორმების სირთულეები, Metropoly-ის სერვისები უფრო მიმზიდველად გამოიყურება.

ჯერ ერთი, ყველაფერი ძალიან მარტივად და სწრაფად ხდება. საკმარისია რამდენიმე დაწკაპუნება პლატფორმაზე - და NFT თქვენს კრიპტოსაფულეშია. მომხმარებელს არ სჭირდება ბანკებთან ურთიერთობა, დოკუმენტები, ან ფარული საკომისიოს გადახდა.

მეორეც, უძრავი ქონების ნაწილობრივი შეძენით, ინვესტორს შეუძლია, შეასრულოს გარიგება მცირე ბიუჯეტით. მესამე, მას შეუძლია ასევე მარტივად გაყიდოს უძრავი ქონების თავისი ფრაქციული NFT, დამატებითი ლოდინის გარეშე. მაგრამ ყველაზე მიმზიდველი არის ყოველთვიური შემოსავლის მიღება შეძენილი საცხოვრებლის ქირით.

გარდა ამისა, უძრავი ქონების NFT-ები, სხვა არაჩანაცვლებად ტოკენებზე მეტად გაიზრდება და ინფლაციისგან დაგიცავთ, რადგან მათი ფასი უზრუნველყოფილია რეალური ობიექტებით, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება უფრო ღირებული გახდეს.