Scroll Alpha Testnet: დეტალური გზამკვლევი

ფოტო - Scroll Alpha Testnet: დეტალური გზამკვლევი
Scroll არის Ethereum-ის L2 გადაწყვეტილება, რომელიც zkRollup ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. გუნდი zkEVM-ს PSE (Privacy and Scaling Explorations) ჯგუფთან ერთად Ethereum Foundation-ში ავითარებს და ქსელის ამოქმედებას 2023 წლის მეოთხე კვარტალში გეგმავს.
zkEVM არის Ethereum-ის ვირტუალური მანქანა (EVM) ნულოვანი ცოდნით (zk). ბოლო პერიოდში, ამ ტექნოლოგიას სულ უფრო მეტი პროექტი იყენებს, რაც მის კარგ მუშაობას ადასტურებს. ასეთია, მაგალითად, zkSync Era.

Pre-Alpha Testnet-ის წარმატების შემდეგ, რომელშიც დაახლოებით 100 000 მომხმარებელი მონაწილეობდა, Scroll-ის გუნდმა  აამოქმედა Alpha Testnet და მოსახერხებელი ვებგვერდი L2 გადაწყვეტილების შესაძლებლობების გასატესტად.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა ტესტნეტში?

ახალ პროექტებთან მუშაობისას, ყოველთვის რეკომენდებულია ახალი საფულის შექმნა, შემდეგ კი შესაბამის ქსელებთან დაკავშირება. აქაც ეგრეა: Scroll-ის გასატესტად, თქვენ უნდა დაამატოთ Goerli Ethereum და Scroll Alpha ოფიციალური ვებგვერდების მეშვეობით, ან ხელით:

1. Goerli:
ქსელის დასახელება: Goerli
ქსელის URL-მისამართი: https://rpc.ankr.com/eth_goerli
ID ჯაჭვები: 5
ვალუტის სიმბოლო: ETH
ბლოკების გამტარის URL-მისამართი: https://goerli.etherscan.io

2. Scroll Alpha: 
ქსელის დასახელება: Scroll Alpha Testnet
ქსელის URL-მისამართი: https://alpha-rpc.scroll.io/l2
ID ჯაჭვები: 534353
ვალუტის სიმბოლო: ETH
ბლოკების გამტარის URL-მისამართი: https://blockscout.scroll.io

ამის შემდეგ დაგჭირდებათ სატესტო ETH-ები Goerli-ზე. ამისათვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ ონკანი Alchemy-სგან, ან ნებისმიერი სხვა. შემდეგ, ხიდის მეშვეობით, გადაიტანეთ აქტივი Scroll Alpha-ში, რასაც სავარაუდოდ,  რამდენიმე წუთი დასჭირდება ქსელის დატვირთვიდან გამომდინარე, და გამოიყენეთ ის ჩვეულებისამებრ. მთელი ინფორმაცია ტრანზაქციებისა და საფულეების შესახებ Block Explorer-შია ხელმისაწვდომი.

ტესტის სახით, შეგიძლიათ სახსრები უკან, Goerli-ში გადაიტანოთ, მაგრამ თუ ასეთი ექსპერიმენტებისთვის საკმარისი ETH  არ გაგაჩნიათ, მაშინ უმჯობესია დაიცადოთ. ამ გადაადგილებების დროს შეიძლება წარმოიშვას ხარვეზები. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა გაასუფთაოთ ბრაუზერი (ქეში და ქუქი-ფაილები), ან შეამციროთ გადასაცემი ETH-ის რაოდენობა, რადგან მაქსიმალური თანხის გამოყენება, სავარაუდოდ, გამოიწვევს შეცდომას, zkRollup ტექნოლოგიის გამო.

Pre-Alpha-ში ტოკენების გაცვლა იტესტებოდა საკუთარ, სპეციალურად შემუშავებულ აპლიკაციაში, მაგრამ ახლა გუნდმა  DEX ფუნქციების შესამოწმებლად Uniswap V3-ის ფორკი აირჩია. შეგიძლიათ, ETH-სა და WETH-ს შორის რამდენიმე გაცვლა განახორციელოთ. ყველა ძალიან სწრაფად მიმდინარეობს.

ვისაც Rollup Explorer-ი აინტერესებს — ისიც ხელმისაწვდომია და შეიცავს მთელ ინფორმაციას: პაკეტურ ინდექსი, სტატუსი (Precommitted, Committed, Finalized), ტრანზაქციების, ბლოკების რაოდენობა და ა.შ.

გუნდის თხოვნაა, ტესტირების ნებისმიერ ეტაპზე შეცდომების გამოვლენისას, მას Discord-ში დაუკავშირდნენ. 

დასკვნა

ბოლო დროს L2 პროექტებმა გაითქვა სახელი რეტროდროპებით (Arbitrum, Optimism). ამიტომ, ყველა მოელის, რომ შემდეგი პროექტები ასევე გაახარებს მომხმარებლებს დარიგებით და ცდილობს, მონაწილეობა მიიღოს მათ ყველა აქტივობაში. ეს ლოგიკურია, რადგან არავინ იცის, რა პირობებს აირჩევენ დეველოპერები დარიგებისთვის, ტესტნეტში მაღალმა აქტივობამ კი შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს შანსები.