მაინინგ კომპანიების აქციები: უპირატესობები და ნაკლოვანებები

ფოტო - მაინინგ კომპანიების აქციები: უპირატესობები და ნაკლოვანებები
მაინინგი ბლოკჩეინის საფუძველია, რომლის კომპიუტერული კვანძები კონსენსუსს აღწევს ალგორითმ Proof-of-Work-ის მეშვეობით, რომელიც მუშაობს ისეთ მოწყობილობებზე, როგორიცაა ASIC.
ეს პროცესი უზრუნველყოფს ახალი მონეტების გაჩენას მათი ემისიის პროგრამის ფარგლებში, იცავს ქსელს გატეხებისგან და უზრუნველყოფს მის დეცენტრალიზაციას.

მაინინგ კომპანიების აქციები ერთ-ერთი ალტერნატივაა მათთვის, ვისაც კრიპტოვალუტების “მოპოვებით” სარგებლის მიღება უნდა, მაგრამ არ სურს, ჩადოს ინვესტიცია მაინინგ ფერმის მოწყობაში და მოგებას წლობით (საუკეთესო შემთხვევაში) ელოდოს. 

საწარმოები, რომლებიც PoW ბლოკჩეინების უზრუნველყოფას  ქსელის ჯილდოების სანაცვლოდ ეწევიან, 2017 წელს და უფრო ადრეც კი გაჩნდნენ. მაგრამ რეგისტრაციების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა 2020-2022 წლებში, როდესაც კრიპტობაზარზე აღმავალი ტენდენცია შეინიშნებოდა და ერთჯერადი მაინინგის სირთულე მაქსიმუმამდე გაიზარდა. ინვესტორებს ახლა ასარჩევად, სულ მცირე, 20 აქცია აქვთ, რომლებიც, უმეტესად, კოტირებულია ბირჟაზე Nasdaq და ტორონტოს საფონდო ბირჟაზე. 

მაინინგ კომპანიების საუკეთესო აქციებად ითვლება:

  • Riot Blockchain (RIOT);
  • Marathon Digital Holdings (MARA);
  • Cipher Mining (CIFR);
  • Canaan (CAN);
  • Hut 8 Mining (HUT). 

მაინინგ კომპანიების აქციების უპირატესობები

მაინინგ კომპანიების აქციების მიმზიდველი მხარეებია:

  • შესვლის დაბალი ბარიერი, ერთჯერად მაინინგთან შედარებით;
  • მაღალი ლიკვიდობა;
  • დაბალი საკომისიოები;
  • შესაძლებელია ფასების ძლიერი ზრდა.

დათვურ ბაზარზე, ასი ასეთი ფასიანი ქაღალდი დაგიჯდებათ ბევრად ნაკლები, ვიდრე კრიპტოვალუტის მაინინგისთვის საჭირო აღჭურვილობა. გარდა ამისა, მისი გამოყენება ელექტროენერგიის ხარჯებს გამოიწვევს. ზოგადად, მაინინგ ფერმის მოწყობა უფრო რთულია, ვიდრე ემიტენტის ფინანსური ანგარიშგების გაცნობა და მისი აქციების ყიდვა.

კარგი ლიკვიდობა და დაბალი საკომისიო ინვესტორებს საშუალებას აძლევს, კომფორტულად შეინახონ ფასიანი ქაღალდები მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში. თუმცა, ეს უპირატესობა, მეტწილად, ეხება კომპანიებს, რომელთა კაპიტალიზაცია 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

Hashrate Index-ის ექსპერტების აზრით, თუ BTC 100%-ით გაიზრდება, მაშინ მაინინგ კომპანიების აქციები შეიძლება, დაახლოებით, 200%-ით ავარდეს. ეს კორელაცია ნამდვილად ჩანს გრაფიკზე. 2023 წლის იანვრიდან ბიტკოინი 69%-ით გაიზარდა, ხოლო Riot Blockchain-ის აქციები - 185%-ით. ამ ფასიანი ქაღალდების ეს თვისება იზიდავს ტრეიდერებს, რომლებსაც BTC-ში პოზიციებიდან სარგებლის გაზრდა სურთ.

მაინინგ კომპანიების აქციების ნაკლოვანებები

მთავარი მომენტები, რის გამოც მომხმარებლები ასეთი ფასიანი ქაღალდების ყიდვაზე უარს ამბობენ, შემდეგია:

  • მაღალი ფინანსური რისკები;
  • კონტრაგენტის არსებობა;
  • კომპანიის ადმინისტრაციული ხარჯები.

მაღალი პოტენციური მოგების უკან ისეთივე მნიშვნელოვანი სავარაუდო ზარალიც იმალება. ეს არის წესი, რომლის შესახებ ყველა ინვესტორმა იცის. მაგალითად, როდესაც 2022 წელს ბაზრის  დაცემა დაიწყო, მაინინგ კომპანიის აქციები 90%-ზე მეტით დაეცა.

კონტრაგენტის რისკები მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ კომპანიის მმართველებსა და მათ მიერ მოწოდებულ მონაცემებს უნდა ენდოთ.

და ბოლოს, ემიტენტები, რომლებიც ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების მაინინგს ეწევიან, თავიანთი შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავენ ადმინისტრაციულ ხარჯებზე (ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, აღჭურვილობის რემონტი, სამუშაოსთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა და ა.შ.). ამიტომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბიტკოინისა და სხვა პოპულარული ციფრული ვალუტების მომგებიანობის მხრივ, ისინი ბევრად ჩამორჩებიან.

მაინინგ კომპანიების აქციები ფინანსური ინსტრუმენტების სიაში ბოლო ადგილს როდი იკავებენ, თუმცა მომხმარებლების უმეტესობა BTC-ის ყიდვას ამჯობინებს. ასევე გირჩევთ, გამოიკვლიოთ კრიპტოვალუტების პასიური "მოპოვების" ისეთი გზა, როგორიცაა ღრუბლოვანი მაინინგი

ჩვენ არ ვიძლევით ფინანსურ რეკომენდაციებს, სტატია დაწერილია საინფორმაციო და გაცნობითი მიზნებისთვის.