მასკი Dogecoin-ს ეკოლოგიურად სუფთა მონეტად აქცევს

ფოტო - მასკი Dogecoin-ს ეკოლოგიურად სუფთა მონეტად აქცევს
მიუხედავად იმისა, რომ ილონ მასკი Dogecoin-ს სერიოზულ პროექტად არ თვლის, მისადმი თავის სიმპათიას არ მალავს და განვითარებაში ეხმარება.
მასკის თანამშრომლობა Dogecoin-თან სულ უფრო დიდი მასშტაბებს იღებს. გავრცელებული ინფორმაციით, მეწარმე საკულტო მიმკოინს ნახშირბადის ემისიის შემცირებაში ეხმარება.

2021 წლის მაისში მასკმა თავის ტვიტერზე დაწერა: „Doge-ის დეველოპერებთან ტრანზაქციის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. პერსპექტიულად გამოიყურება”.
წყარო: მასკის Twitter

წყარო: მასკის Twitter

ლუქსემბურგში დაფუძნებული, სავალუტო და საგანმანათლებლო  პლატფორმა Forexsuggest.com-ის ახალი კვლევის მიხედვით, 2022 წელს Dogecoin ერთადერთი მიმკოინი გახდა, რომელმაც ნახშირბადის ემისია 25%-ით შეამცირა. 2021 წელს Dogecoin-ის ემისიამ 1423 ტონა შეადგინა, 2022 წელს კი ეს რიცხვი 1063 ტონამდე შემცირდა.

Bitcoin Cash-მა და Ethereum-მა, რომლებიც PoS-ზე გადავიდნენ
გარემოზე ზემოქმედება, შესაბამისად, 90%-ით და 100%-ით შეამცირეს. მკვლევარები წერენ:

„ზოგიერთი კრიპტოვალუტა მიზანმიმართულად ცდილობს, შეამციროს ენერგიის რაოდენობა, რომელიც ბლოკჩეინზე ტრანზაქციების განსახორციელებლად არის საჭირო. მაგალითად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, Ethereum PoW-დან PoS-ზე გადავიდა. შედეგად, ენერგიის მოხმარება ერთ ტრანზაქციაზე 62,56 კვტ/სთ-დან 0,03 კვტ/სთ-მდე შემცირდა".

ამასობაში Cardano, Bitcoin და Ripple უარყოფით შედეგებს აჩვენებენ. მათ ემისია, შესაბამისად, 113%-ით, 52%-ით და 21%-ით  გაზარდეს.
მონეტების შედარება ენერგიის მოხმარების მიხედვით - 2021 და 2022 წლები. წყარო: Forex Suggest

მონეტების შედარება ენერგიის მოხმარების მიხედვით - 2021 და 2022 წლები. წყარო: Forex Suggest

მანამდე მასკმა გადახდის საშუალების სახით ბიტკოინის მიღების იდეაზე უარი თქვა, რადგან მას ნახშირბადის დიდი ემისია აქვს. მაშინ მან განაცხადა, რომ Tesla ბიტკოინის მიღებას გააგრძელებს, როდესაც მაინინგფერმების 50% განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადავა. 

Tesla-სა და Twitter-ის CEO Doge-ს მხარდასაჭერად პოსტებს პერიოდულად აქვეყნებს, რითაც ყოველ ჯერზე ფასის pump-ს იწვევს. 

მიუხედავად ამისა, სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით, DOGE შთამბეჭდავ შედეგებს არ აჩვენებს. ბოლო 7 დღის განმავლობაში მისი ფასი მხოლოდ 2,72%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, DOGE-ს კონკურენტი Shiba Inu (SHIB) 21,16%-ით ავარდა.

მანამდე ვწერდით, რომ მასკმა თავის ტვიტერზე იდუმალი ფოტოს გამოქვეყნებით საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.