ხიზერ მორგანი ტექნოლოგიურ კომპანიაში იმუშავებს.

ფოტო - ხიზერ მორგანი ტექნოლოგიურ კომპანიაში იმუშავებს.
კრიპტოვალუტის გათეთრებისთვის 25–წლიანი პატიმრობა გემუქრება? 24/7 შინაპატიმრობაში ხარ? არაუშავს, კარგი სამსახური მაინც მოიძებნება. ამის დასტურია ჰიზერ მორგანი, რომელიც წინა დღით ოფიციალურად დაბრუნდა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში.
2022 წლის თებერვალში დაპატიმრებული თაღლითი, რომელიც ასევე ცნობილია შემოქმედებითი ფსევდონიმით Razzlekhan, ერთ-ერთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის ნიუ-იორკის ოფისში იმუშავებს კვირაში სამი დღე 10:00-დან 20:30 საათამდე. 17 იანვარს ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა  მორგანისთვის, რომელიც აგრძელებს მის ბრალეულობის უარყოფას,  შინაპატიმრობის პირობების შეცვლის შუამდგომლობა.

ადვოკატის ევგენი გოროხოვის განცხადებით, მისი კლიენტი მარკეტინგითა და ბიზნესის განვითარებით იქნება დაკავებული. კონკრეტულად სად აპირებს ის მისი მრავალი ნიჭის გამოყენებას, ამ დროისთვის არ ხმაურდება, თუმცა სასამართლოსთვის ეს დეტალები  ცნობილია.
ეს ინფორმაცია ამ საჯარო დოკუმენტში არ არის ნახსენები იმის გამო, რომ ქალბატონი მორგანი დამამცირებელი კომენტარების ადრესატი და დევნის მსხვერპლი გახდა სოციალურ ქსელებში საქმის მედია საშუალებების მიერ ინტენსიური გაშუქების შედეგად
- ხაზგასმით აღნიშნა გოროხოვმ
ადვოკატს მიაჩნია,რომ ასეთი ნაბიჯი აუცილებელია როგორც მორგანის, ისე მისი დამსაქმებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ნიანგი უოლ–სტრიტიდან

სწორედ ასე უწოდებს საკუთარ თავს ჰიზერ მორგანი - ბიზნესმენი, Forbes-ის მიმოხილვების ავტორი, ინფლუენსერი  და რეპ–შემსრულებელი  ფსევდონიმით Razzlekhan. 2022 წლის 8 თებერვალს, ის და მისი მეუღლე ილია ლიხტენშტეინი დააკავეს 2016 წელს კრიპტობირჟის Bitfinex გატეხვის  შედეგად მოპარული კრიპტოვალუტის გათეთრების მიზნით შეთქმულების მოწყობის ბრალდებით.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, დამნაშავეებმა, სავარაუდოდ, გაათეთრეს უკანონოდ მითვისებული 119 754 BTC. წინა ხუთი წლის განმავლობაში მათ გაათეთრეს დაახლოებით 25,000 BTC, ხოლო 94,000-ზე მეტი BTC კვლავ ინახებოდა ლიხტენშტეინის კრიპტო საფულეში და შემდეგ ამოღებულ იქნა   კიბერდანაშაულის დეპარტამენტის სპეციალური აგენტების მიერ. თაღლითები მოპარულ თანხებს  ოქროს, NFT-ების და სუპერმარკეტ  Walmart-ის სასაჩუქრე ბარათების შესაძენად იყენებდნენ. 

ფულის გათეთრებისთვის, ცოლ–ქმარს 20 წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთა, ხოლო შეერთებული შტატების მოტყუებისთვის, დამატებით კიდევ ხუთი წლით პატიმრობა ემუქრება. ამავდროულად, სამართალდამცავი ორგანოები ყურადღებას ამახვილებენ წყვილის "ძალიან შემაშფოთებელ" საგარეო კავშირებზე და კრიპტოვალუტაში დიდი რაოდენობით თანხებზე წვდომის არსებობაზე. მორგანისა და ლიხტენშტეინის საქმეზე მოსმენა  2023 წლის 27 იანვარს არის ჩანიშნული.