მასკი Bitcoin-ზე: ის გადარჩება
SpaceX-ის გენერალური დირექტორი ისევ საქმეშია. მიუხედავად იმისა, რომ ის მხარს უჭერს Bitcoin-ს, მონეტის მომავალთან დაკავშირებულ საკითხებში მას ურჩევნია ცოტა იდუმალი დარჩეს.
კრიპტო ბაზრისთვის ეს ცუდი დროა. დათვური ციკლი მრავალი გარემოების შედეგად მოხდა, რომელთაგან მთავარი - FTX-ის კრახი იყო.
ბოლო 7 დღის განმავლობაში BTC-ის ფასი 20%-ზე მეტით დაეცა. ამჟამად მონეტა იყიდება $16,373-ს დონეზე.
სხვა პოპულარული ტოკენების ბევრად უკეთესად არ არის. Ethereum-ის ფასი $1,219-მდე დაეცა (გასულ კვირას ETH-ის ფასი იყო $1,556). BNB-ის დღევანდელი ფასი კი 286 დოლარია, რაც 13%-ით ნაკლებია, ვიდრე შვიდი დღის წინ.
მიუხედავად იმედის შუქისა, ჯერჯერობით უცნობია აღდგება თუ არა კრიპტოვალუტების ბაზარი უახლოეს მომავალში.
ბიტკოინის მომავლის და ბაზრის შესაძლო დასასრულის შესახებ დებატების საპასუხოდ, ილონ მასკმა Twitter-ზე თამამად დაწერა: "BTC გადარჩება, მაგრამ ზამთარი შეიძლება ხანგრძლივი იყოს". ის კრიპტო ზამთარს ( ბაზრის ცუდ მდგომარეობას) გულისხმობდა.
მასკისთვის ჩვეული სტილით, მან არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა „გადარჩენაში“. მიაღწევს Bitcoin -ი თავის ყველა დროის მაქსიმუმს 70,000 დოლარის ზონას თუ კიდევ უფრო მაღლა აიწევს?
რაზეც ერთ- ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „თქვენ შეცდომით დაწერეთ სიტყვა „ Doge “, ილონ“, ხოლო მასკმა უპასუხა: „ეს თავის თავად ცხადია“.
ცნობილია, რომ SpaceX-ის გენერალური დირექტორი ხანდახან აკეთებს Dogecoin-ის მხარდამჭერ განცხადებებს, რომლის ფასი დიდწილად დამოკიდებულია მის ტვიტებზე. უახლესთა შორის, რომელმაც ხელი უბიძგა როგორც Dogecoin-ს, ასევე სხვა მემ-მონეტებს, იყო მასკის მიერ 1 ნოემბერს გამოქვეყნებული ტვიტი.
მაშინ, როდესაც ბევრი ინვესტორი Bitcoin-ს მიმდინარე პრობლემების გამო ყიდდა, მსხვილი ბიტკოინ ინვესტორები, ასევე ცნობილი როგორც „ვეშაპები“, ყიდულობდნენ უამრავ მონეტას.
ამჟამად ასეთი ვეშაპების რიცხვი თითქმის 130-ია.
შეგახსენებთ, GNCrypto იუწყებოდა, რომ მასკს ბრალი თაღლითობაში დასდეს.