მასკი AI-სთან დაკავშირებულ საკამათო პროგნოზებს არ ცვლის

ფოტო - მასკი AI-სთან დაკავშირებულ საკამათო პროგნოზებს არ ცვლის
Tesla-ს CEO-ს ჩვენთვის ცუდი ამბავი აქვს: ჩვენ ყველანი მოვკვდებით. არა მხოლოდ ბუნებრივი მიზეზებით, თუმცა ეს ყველაზე მართებული ვარიანტია. ის შიშობს, რომ ჩვენ ხელოვნური ინტელექტი (AI) გაგვანადგურებს.
Fox News-თან ახალ ინტერვიუში Tesla-ს  CEO-მ, ილონ მასკმა  ხელოვნური ინტელექტის (AI) შესახებ აზრი გამოთქვა. ის მთლად ოპტიმისტურად არ ჟღერს.

”ხელოვნური ინტელექტი უფრო საშიშია, ვიდრე, ვთქვათ, თვითმფრინავის არასწორი დაპროექტება, წარმოების ცუდი ტექნიკური მომსახურება, ან მანქანის უხარისხო აწყობა იმ გაგებით, რომ მას აქვს პოტენციალი. მაშინაც კი, როდესაც ასეთი შესაძლებლობა უმნიშვნელოდ გვეჩვენება, ის ძალიან არატრივიალურია: მას ცივილიზაციის განადგურების პოტენციალი გააჩნია“, - უთხრა მან Fox News-ის წამყვანს, ტაკერ კარლსონს.

ინტერვიუს შემდეგ მასკმა რამდენიმე მომენტზე კომენტარი Twitter-შიც გააკეთა. და მან საკმაოდ უხეშად მოიხსენია ისინი, ვინც სხვაგვარად ფიქრობს, თავის პასუხში ტვიტზე, რომელიც შეიცავდა ამონარიდს ინტერვიუდან: "ნებისმიერი, ვინც ფიქრობს, რომ ეს რისკი 0%-ის ტოლია, იდიოტია“.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

კომენტარებში მსჯელობა გადაიზარდა განხილვაში, სწორია თუ არა მასკის შეხედულება ხელოვნური ინტელექტის შესახებ და ბევრი  მას სრულად დაეთანხმა. სხვები მის პროგნოზს სკეპტიკურად უყურებდნენ.

აპრილის დასაწყისში მასკმა და 1000-ზე მეტმა ტექლიდერმა, მათ შორის Apple-ის ლეგენდარულმა თანადამფუძნებელმა, სტივ ვოზნიაკმა, დაწერეს ღია წერილი, რომელშიც მოითხოვდნენ ხელოვნური ინტელექტის შემუშავების შეჩერებას იმის გამო, რომ მან შეიძლება გაანადგუროს კაცობრიობა.

ამ რეაქციის მიზეზი ის იყო, რომ ChatGPT-ის აპლიკაციამ წარმატებით ჩააბარა წამყვანი სამედიცინო და იურიდიული გამოცდები. ადამიანებს ამ გამოცდებისთვის მოსამზადებლად თითქმის სამი თვე სჭირდებათ.

თუმცა, მასკსა და ვოზნიაკს ყველა როდი ეთანხმება. Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა AI-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკი გააკრიტიკა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სარგებელი ნაკლოვანებებს ბევრად აღემატება.

"ნამდვილად არ მესმის, ვინ უნდა შეჩერდეს, მათი თქმით და დათანხმდება თუ არა ამ გაჩერებას მსოფლიოს ყველა ქვეყანა და საერთოდ რატომ უნდა გაჩერდეს ის?”, - თქვა გეიტსმა. "მაგრამ ამ სფეროში ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს“.

მანამდე Gagarin News-ი წერდა, რომ მასკი 1 მილიონ Dogecoin-ს (DOGE) დაჰპირდა ნებისმიერს, ვინც დაამტკიცებდა იდუმალი ზურმუხტის მაღაროს არსებობას, რომელიც, სავარაუდოდ, მის ოჯახს ეკუთვნის.