ახალი სეილი CoinList-ზე! პროექტი Neon

ფოტო - ახალი სეილი CoinList-ზე! პროექტი Neon
CyberConnect-ის ICO-სთანავე, მოულოდნელად პლატფორმა CoinList-მა ახალი ტოკენსეილი დააანონსა. ამჯერად წარმოადგენენ პერსპექტიულ პროექტს Neon.

რა არის Neon?

Neon არის EVM-თავსებადი ქსელი Solana-ს ბლოკჩეინზე, რომელიც Solidity-ს ენაზე დაწერილი სმარტ კონტრაქტების (დეცენტრალიზებული აპლიკაციების) განლაგების საშუალებას იძლევა. ეს პროექტი არ შეიცავს Solana-ს ერთ-ერთ ყველაზე დიდ  ნაკლს (პროგრამირების იშვიათ ენას Rust) და ამან შეიძლება ამ ეკოსისტემაში ახალი დეველოპერები მიიზიდოს. ამავდროულად, EVM საფულეების (მაგალითად, Metamask) მომხმარებლები სწრაფი ტრანზაქციების განხორციელებისა და გაცილებით ნაკლები საკომისიოს გადახდის საშუალებას მიიღებენ.
Solana-სა და Ethereum-ის უპირატესობების გაერთიანება პროექტ Neon-ის მეშვეობით.  წყარო: CoinList

Solana-სა და Ethereum-ის უპირატესობების გაერთიანება პროექტ Neon-ის მეშვეობით. წყარო: CoinList

პროექტი 2021 წელს დაარსდა. იმავე წლის ნოემბერში მან შეძლო 40 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების მიღება ისეთი ვენჩურული ფონდებისგან, როგორიცაა Jump Capital, Solana Ventures, RockawayX, IDEO CoLab Ventures, Ethereal Ventures და Three Arrows Capital.

NEON-ის ტოკენომიკა

NEON არის SPL სტანდარტის ტოკენი, რომელიც საჭიროა Neon EVM-ში ტრანზაქციის საკომისიოს გადასახდელად, ასევე Neon DAO-ში ხმის მისაცემად. Neon EVM-ში გაზის გადახდა ხდება შემდეგნაირად:

  1. მომხმარებელი თითოეული ტრანზაქციის საფასურს EVM ოპერატორს NEON ტოკენებით უხდის;
  2. EVM ოპერატორი Solana-ს ვალიდატორს უხდის და სახსრები DAO-ს ხაზინაში შეაქვს.
გაზის გადახდის მექანიზმი Neon EVM-ში  წყარო: CoinList

გაზის გადახდის მექანიზმი Neon EVM-ში წყარო: CoinList

ტოკენ NEON-ების საერთო მიწოდება 1 მილიარდს შეადგენს, განაწილება ასეთია:
ტოკენ NEON-ების განაწილების სქემა  წყარო: CoinList

ტოკენ NEON-ების განაწილების სქემა წყარო: CoinList

სეილის პირობები CoinList-ზე

  • გაყიდვის თარიღი: 8 ივნისი;
  • გასაყიდი ტოკენების საერთო რაოდენობა: 50 მილიონი. ეს ტოკენების მთლიანი მიწოდების 5%-ია;
  • NEON-ის ფასი: $0.1;
  • დაბლოკვა და გამოშვება: 100% განბლოკვა TGE-ზე 2023 წლის 17 ივლისს;
  • გამოსყიდვის მინიმალური თანხაა $100, მაქსიმალური – $500. მოთხოვნის შემთხვევაში, ლიმიტი შეიძლება $1000-მდე გაიზარდოს.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

CoinList-ზე ICO-ში მონაწილეობის მისაღებად, პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდეთ და KYC ვერიფიკაცია გაიაროთ. გადამოწმებას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს. ასევე 5 ივნისამდე ბმულზე აუცილებელია სეილისთვის დარეგისტრირება. იქ ყველა დეტალს  ნახავ. გაითვალისწინეთ, რომ გარკვეული იურისდიქციის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები მოქმედებს.

ტოკენების შესაძენად დარეგისტრირებისას, უნდა უპასუხოთ პროექტ Neon-თან დაკავშირებულ კითხვებს. პასუხები შემდეგია:

  1. 50,000,000;
  2. Users in the waiting room for the sale will be given a random spot…;
  3. Neon is an EVM that allows Ethereum dApps…;
  4. USDC, USDT;
  5. $0.10 per token, $500 max purchase amount;
  6. The user's purchase may be canceled…;
  7. CoinList.co;
  8. The user's account will be terminated...