Glimmer (GLMR): სმარტ-კონტრაქტების პლატფორმის, Moonbeam-ის ტოკენი

ფოტო - Glimmer (GLMR): სმარტ-კონტრაქტების პლატფორმის, Moonbeam-ის ტოკენი
Moonbeam არის ერთ-ერთი პარაჩეინი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გადაიტანოთ დეცენტრალიზებული აპლიკაციები Ethereum-ის ბლოკჩეინიდან Polkadot-ის ეკოსისტემაში, პრაქტიკულად კოდის გადაწერის გარეშე. ეს არის სმარტ-კონტრაქტების ბლოკჩეინ-პლატფორმა, რომელიც სპეციალურად დეველოპერებისთვის არის შექმნილი.
Moonbeam აგებულია Rust პროგრამირების ენაზე Substrate ფრეიმვორკის გამოყენებით. პარაჩეინი არის ერთგვარი ხიდი, რომელიც აკავშირებს Ethereum-სა და Polkadot-ს, რაც მათ თავსებადობას უზრუნველყოფს. შედეგად, დეველოპერებს, რომლებმაც თავიანთი პროდუქტები Solidity-ის ენაზე განათავსეს, შეუძლიათ შეუფერხებლად მოახდინონ მათი ინგეგრირება  უფრო მასშტაბურ Polkadot ქსელში ნაცნობი ინსტრუმენტების გამოყენებით.
Moonbeam-ის ფუნქციონირების ინფოგრაფიკა , წყარო — moonbeam.network.

Moonbeam-ის ფუნქციონირების ინფოგრაფიკა , წყარო — moonbeam.network.

Glimmer (GLMR) — არის Moonbeam-ის ქსელის  utility ტოკენი, რომლის ამოქმედება 2022 წლის 15 იანვარს მოხდა.  GLMR-ის მფლობელები მას ინარჩუნებენ იმისთვის, რომ იქონიონ წვდომა პლატფორმის ფუნქციებზე.  

GLMR ტოკენი გამოიყენება:

  • სმარტ-კონტრაქტის შესასრულებისთვის აუცილებელი გაზის გამოსათვლელად;
  • ტრანზაქციებში საკომისიოს გადასახდელად;
  • ჯილდოების გადასახდელად მომხმარებლებისთვის, რომლებიც პარაჩეინ Polkadot-ის მხარდაჭერაზე არიან პასუხისმგებლები;
  • ქსელის მართვის მექანიზმის სახით;
  • მექანიკის გასაძლიერებლად, რომელიც დეცენტრალიზებული ნოდების ინფრასტრუქტურის შესაქმნელად არის აუცილებელი;
  • უსაფრთხოების ინსტრუმენტის სახით.

GLMR-ის ტოკენომიკა

ტოკენის კაპიტალიზაცია 223,8 მილიონი დოლარია, ბაზარზე მიმოქცევაშია 606,3 მილიონი GLMR და მაქსიმალური მიწოდება  1 მილიარდი ტოკენით შემოიფარგლება.

Glimmer-ის თავდაპირველი გამოშვება მოხდა ტოკენების კერძო განაწილების ფარგლებში და  მას Take Flight ეწოდებოდა. ამ მიზნებისთვის მონეტების მთლიანი რაოდენობის 9.8% გამოიყო. GLMR-ის უმეტესი ნაწილი (16.7%) დაცულია გრძელვადიან პროტოკოლში Moonbeam პროექტის ეკოსისტემის განვითარებისთვის. Polkadot-ის ქსელში პარაჩეინის გაშვებისთვის გამოყოფილი სახსრები ტოკენების 15%-ს შეადგენს. seed  და სტრატეგიული დაფინანსებისთვის შესაბამისად, 14% და 12% GLMR გამოიყოფა.
GLMR-ის ტოკენების სრული განაწილების ინფოგრაფიკა, წყარო  — moonbeam.foundation.

GLMR-ის ტოკენების სრული განაწილების ინფოგრაფიკა, წყარო — moonbeam.foundation.

ტოკენის წლიური ინფლაცია  5%-ს შეადგენს, ამავდროულად:

  • ამ თანხის 1% გამოიყენება კოლატორების სტიმულირების მიზნით (Polkadot სისტემის მონაწილეები, რომლებიც მხარს უჭერენ პარაჩეინს ტრანზაქციების შეგროვებით და ვალიდატორებისთვის გადაცემით);
  • 1.5% დარეზერვებულია პარაჩეინის სლოტის შეუზღუდავი მხარდაჭერისთვის ქსელური ფონდების მეშვეობით;
  • 2.5% განკუთვნილია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც GLMR ტოკენები სტეიკინგზე გადააქვთ კოლატორების პროცესის დასაჩქარებლად.

Moonbeam-ში ინფლაციის მიზანია ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისი მხარდაჭერა პარაჩეინის სლოტის დაფინანსებით და ტრანზაქციების კოლატორების წახალისებით.

ტრანზაქციების გადასახდელად და სმარტ კონტრაქტების შესასრულებლად საჭირო საკომისიოების 80% იწვება, რაც ხელს უწყობს დეფლაციას და GLMR ტოკენების ღირებულებას ზრდის. საკომისიოების 20% გადადის ქსელის ხაზინაში, რომელიც საჭიროა ქსელის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დასაფინანსებლად.

Moonbeam-ის პროექტის შესახებ უფრო დეტალურად

Moonbeam დააარსა დერეკ იუმ, რომელიც ასევე არის PureStake-ის, ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურის პლატფორმის გენერალური დირექტორი. სტეფან მელჰორნი, რომელიც ადრე მართავდა ისეთ პროექტებს, როგორიცაა Samsung Pay, LoopPay, Permessa და სხვები, ამჯერად COO-ს როლში გვევლინება.

Moonbeam არის სპეციალიზებული Polkadot პარაჩეინი, რომელიც დაკავშირებულია Ethereum RPC (პროცედურების დისტანციური გამოძახების) კვანძთან. ეს არის კომპიუტერული სერვერის ტიპი, რომელიც საშუალებას გაძლევთ წაიკითხოთ მონაცემები ბლოკჩეინში და გააგზავნოთ ტრანზაქციები სხვადასხვა ქსელში. ამ კვანძის მეშვეობით, Moonbeam პლატფორმაზე აისახება ეთერიუმის მომხმარებლების ანგარიშები, გასაღები და სხვა შემადგენელი ელემენტები.

Parachain აადვილებს Ethereum-ზე დაფუძნებული აპლიკაციების განთავსებას Polkadot-ის ქსელში. დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან სმარტ-კონტრაქტები ყველა პროგრამაში, რომელთა კომპილირება შესაძლებელია Solidity bytecode-ში, შინაარსის შეცვლის აუცილებლობის  გარეშე.

Substrate-ის ფრეიმვორკზე დაფუძნებული API-ს გარდა, პლატფორმა გვთავაზობს თავსებადობას სხვა ინსტრუმენტებთან, მაგალითად, MetaMask, Hardhat, Waffle, Remix და Truffle.

და ბოლოს, Moonbeam-ის ქსელში შესაძლებელია DOT ტოკენის, ნებისმიერი ERC-20 ტოკენის, ასევე Chainlink და TheGraph-ის ტიპის ინფრასტრუქტურული სერვისების ინტეგრირება.