10 თვისება, რომლებიც ტექნოლოგიას განსაკუთრებულად ხდის

icon APE
icon NFT
ფოტო - 10 თვისება, რომლებიც ტექნოლოგიას განსაკუთრებულად ხდის
რამდენი მნიშვნელოვანი და სასარგებლო თვისება შეიძლება იდგეს კრიპტოპანკის ან „მოწყენილი მაიმუნის“ გამოსახულების უკან? ჩვენ Gagarin News-ში მინიმუმ 10 დავითვალეთ.
ანუ ჩვენ ვიცით საბაზისო სხვაობის შესახებ "ჩვეულებრივ" კრიპტოგრაფიულ ტოკენებსა და ურთიერთშეუცვლელ NFT-ებს შორის: პირველი გამოიყენება ამა თუ იმ  პლატფორმის შიდა შესაძლებლობებზე გასაცვლელად, ხოლო მეორე "სერტიფიკატის" როლს ასრულებს, რომელიც ადასტურებს დაციფრული ობიექტის საკუთრების უფლებას.

კრიპტოვალუტებს საზოგადოება აღიქვამს, როგორც საინვესტიციო ობიექტს, ხოლო NFT აღიქმება, როგორც კოლექციონირების ობიექტი. პირველიც და მეორეც არ ეწინააღმდეგება მფლობელის განზრახვას, რომ მიიღოს მოგება. მაგრამ NFT-ის მთავარი ღირებულება მის ზურგს უკან დევს, ხოლო „კრიპტო“-ს ღირებულება თავად მასშია ჩადებული.

 • უნიკალურობა

თითოეულ NFT-ს აქვს უნიკალური იდენტიფიკატორი. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში არცერთ სხვა NFT-ს არ შეუძლია იმავე ობიექტზე უფლებები დაადასტუროს. სწორედ ეს იდენტიფიკატორი  NFT-ს „ურთიერთშეუცვლელობის“ თვისებას ახორციელებს.

მაგალითად, თუ თქვენს NFT-ს ვინმეს მიჰყიდით და შემდეგ უკან იყიდით მას ერთი წლის შემდეგ, თქვენ მიიღებთ ზუსტად იგივე NFT-ს. ხოლო თუ ასეთ კომბინაციას გააკეთებთ რომელიმე კრიპტოვალუტასთან, მაშინ იმის ალბათობა, რომ თქვენ შეძლებთ ზუსტად იგივე „ფიზიკური მონეტის“ შეძენას, თითქმის ნულის ტოლი იქნება: თქვენს კონტრაგენტს შეუძლია რამდენჯერმე გაყიდოს, დახარჯოს და იყიდოს ტოკენები თავისი საფულედან. ამიტომ, თქვენ მიიღებთ მხოლოდ იმავე რაოდენობის მონეტებს, მაგრამ არა იგივე ტოკენებს. რადგანაც ისინი სრულიად ურთიერთშემცვლელია ერთმანეთთან. ჩვეულებრივი ფულის მსგავსად: თქვენი მოვალე დაგიბრუნებთ ნასესხებ 100 დოლარს და ვალი გადახდილია, მაგრამ დოლარის კუპიურა ნამდვილად არ იქნება ის, რომელიც თქვენ მიეცით. ასევე, თქვენ უარს არ იტყვით, თუ მევალემ ორი 50-დოლარიანი კუპიურა მოგცათ.

 • შემოწმების შესაძლებლობა

აბსოლუტურად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარწმუნდეს, რომ მის წინაშეა ნამდვილი, ორიგინალური NFT. ბლოკჩეინის დახმარებით, ტოკენის მთელი ისტორია შემოწმებადია,  მისი მინტით დაწყებული და გადათმობის თარიღებით დამთავრებული, იმ დროისთვის აქტუალური ფასებითა და საფულეების მისამართებით.

ამრიგად, არ აქვს მნიშვნელობა რომელ NFT-ს აირჩევთ, ყოველთვის შეგიძლიათ შეამოწმოთ, არის თუ არა ის ზუსტად ის ტოკენი, რომლის ყიდვაც გსურთ. NFT მთლიანად გამორიცხავს  ფულის გამყალბებელთა პრობლემას ჩვენს ნაცნობ ფიატურ სამყაროში, სადაც შესაძლებელია ფულის, დიპლომების, სერთიფიკატების გაყალბება, ან უბრალოდ შეიძლება გაგატყავონ ფიშინგურ საიტზე.

 • დაპროგრანების შესაძლებლობა

NFT-ების გამოშვება სმარტ-კონტრაქტების მეშვეობით ხდება, რომლებიც ავტომატურად შესრულებელი კოდის ფრაგმენტს წარმოადგენს . ის არეგულირებს და უზრუნველყოფს ყველა იმ წესს, რომლითაც ტოკენთან გარიგების გაფორმება ხდება. სმარტ-კონტრაქტის პირობების დარღვევა ტექნიკურად შეუძლებელია.

პლატფორმას, რომელზედაც  NFT-ს დამინტვა ხდება, შეუძლია სმარტ-კონტრაქტში ნებისმიერი პირობის ჩაწერა, კოლექციის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე. მაგრამ შემდეგ,  ტოკენის მოჭრის შემდეგ, სმარტ-კონტრაქტი მუშაობს მხოლოდ ამგვარად,  და არა სხვანაირად. ეს ის შემთხვევაა, როდესაც „კანონს უკუძალა არ აქვს“.

 •სტანდარტულობა

წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ადამიანების ცხოვრება, რომ არ არსებობდეს საწვავის, რადიოსიხშირეების ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის მუშაობის ძაბვის სტანდარტები! მაგალითად, სამხრეთ კორეაში წარმოებული სარეცხის მანქანა ვერ იმუშავებდა სხვა ქვეყნებში, თუ მთელი მსოფლიო მანამდე არ შეთანხმდებოდა ელექტროქსელში 220 ვოლტთან დაკავშირებით.  

NF ტოკენების სტანდარტების არსებობა საშუალებას გაძლევთ არ გქონდეთ საზღვრები მათი ნახვის, შენახვის ან გადაცემისთვის. დიახ, NFT პლატფორმების რაოდენობის ზრდასთან ერთად, აუცილებლად ჩნდება მათი უნიკალური პროექტის სტანდარტები. მაგრამ ეს არ არის პრობლემა, რადგანაც ყველა პოპულარულ ბლოკჩეინს უკვე აქვს მოსახერხებელი და შედარებით უსაფრთხო ხიდები მათ შორის, რაც საშუალებას გაძლევთ შეუფერხებლად გაცვალოთ NFT-ების შესაძენად საჭირო ნატიური  ტოკენები.

 • კომპონურობა

NFT-ებს შეუძლიათ ურთიერთქმედება სხვა სმარტ-კონტრაქტებთან. სექტორის განვითარების ამჟამინდელ დონეზე, სწორედ ეს ქონება საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მაგალითად, სპეციალიზებულ ლენდინგურ პლატფორმებზე კრიპტოვალუტის სესხები აიღონ, და თავიანთი NFT-ები უზრუნველყოფის სახით წარმოადგინონ.

ეჭვგარეშეა, რომ NFT-ის კომპონურობის შესაძლებლობა ასევე გამოყენებას ჰპოვებს ეკონომიკის სრულიად ახალ სფეროებში, სადაც NFT-ების პოტენციალი შეიძლება უზარმაზარი იყოს. ეს არის იურისპრუდენცია, ლოგისტიკა, განათლების სისტემა, კადასტრი და მრავალი სხვა.

 • მონაცემთა გადატანის უნარი

ამ თვალსაზრისით, NFT არის Web3-ის ერთ-ერთი სიმბოლო. მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები (და უკვე დიდი ხანია  პერსონალურ მონაცემებად ითვლება არა მხოლოდ სრული სახელი / პასპორტი / ტელეფონი, არამედ ფაილები, ბრაუზერის ისტორია და, მით უმეტეს, ციფრული აქტივები) ახლა არ არის საჭირო გარე სერვისებზე გადატანა., რათა  მათთან ურთიერთობის შესაძლებლობა არსებობდეს (კომპრომეტირების, დაკარგვის ან ჰაკერული თავდასხმების შედეგად გამოწვეული ყველა რისკით).

დღესდღეობით, ყველა ინფორმაციის შენახვა შესაძლებელია თავად მომხმარებლის მხარეს. თანამედროვე კრიპტოვალუტის საფულეებს  NFT-ს მხარდაჭერის ფუნქცია გააჩნიათ, ხოლო  პორტაბელურობის ფუნქციის წყალობით, ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ მარტივად შეცვალონ სერვისები, რომლებსაც ისინი იყენებენ, როდესაც რაღაცა მათ აღარ აწყობს (მაგალითად,  მომსახურების ხარჯები, თავზე მოხვეული რეკლამა ან რაიმე სხვა).

 • დეცენტრალიზაცია

დეცენტრალიზებული ფინანსების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მონაწილეთა ინტერესებს აქვს მაქსიმალური იმუნიტეტი ცენზურის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ. მაგალითად, თუ თქვენი ვებ დომენის სერვერი გაქრება - ამ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაზე წვდომას ვერავინ  შეძლებს. ხოლო როდესაც დედამიწაზე მილიონობით კომპიუტერი ერთდროულად მოქმედებს როგორც ერთი სერვერი, მაშინ მხოლოდ უცხოპლანეტელების თავდასხმას შეუძლია ამ ძენის გატეხვა.

ყველა კრიპტოვალუტის პროექტი არ არის დეცენტრალიზებული. ბოლო მაგალითია სანქციები Tornado Cash სერვისის მიმართ, როდესაც ცენტრალიზებულად ემიტირებული კრიპტოვალუტები უბრალოდ დაბლოკეს ანგარიშებზე მთავრობის მარეგულირებლების მოთხოვნით.

NFT-ები იმ დონემდეა დეცენტრალიზებული, რამდენადაც თქვენ არ იყენებთ ცენტრალიზებულ სერვისებს (როგორიცაა მარკეტპლეისი OpenSea). თეზისი "თუ შენი გასაღები არ არის, ეს არც შენი ბიტკოინია", ამ მხრივ, აბსოლუტურად მიესადაგება ურთიერთშეუცვლელ ტოკენებს.

მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ლეგიტიმური NFT გარიგების ჩანაწერი ინახება განაწილებულ ბლოკჩეინზე და ამ ისტორიის სანახავად არ გჭირდებათ ნოტარიუსი, ნებართვა და ბებიის კავშირები საბინაო ოფისში.

 • გადაცემის შესაძლებლობა

NFT-ს სმარტ-კონტრაქტი საშუალებას აძლევს მყიდველებს და გამყიდველებს გაცვალონ ტოკენები მაშინაც კი, როდესაც მათ აქვთ უსაფრთხოების განსხვავებული პარამეტრები თითოეული კონტრაგენტის მხარეს.

ამ უნარის წყალობით, NFT-ები დღეს უკვე ღონისძიების ბილეთების, სასაჩუქრე სერთიფიკატების, კოლექციური ნივთების, ციფრული ხელოვნების, დომენური სახელების, ბლოკჩეინის სათამაშო პლატფორმებზე play-to-earn ბონუსების ტოკენიზაციისთვის და მრავალ სხვა მსგავს  საქმეში აქტიურად გამოიყენება.

თუმცა, აუცილებელია აღინიშნოს NFT ტექნოლოგიის უნივერსალურობა. იმ შემთხვევებში, როდესაც მომხმარებელს სჭირდება სრულიად საპირისპირო ეფექტი (გადაცემის შეუძლებლობა), შემუშავებულია სპეციალური NFT ფორმატები, რომლებიც საშუალებას იძლევა გადაამოწმონ მასში დაშიფრული ინფორმაციის ავთენტურობა, მაგრამ არ დაუშვან მისი გაყიდვის შესაძლებლობა (მაგალითად, პროფესიული უნარების, მიღწევების, რეკომენდაციების ან განათლების დიპლომის დისტანციური გაცემის შემთხვევაში).

 • გრძელვადიანი შეუცვლელობა

ბლოკჩეინზე განლაგებული NFT-ს სმარტ-კონტრაქტის შეცვლის ან ტრანსფორმაციის ვარიანტები არ არსებობს. მისი წაშლა და იმის თქმა, რომ "ასეც იყო" მით უმეტეს შეუძლებელია,  შეუძლებელია თქვენი NFT-ის შეცვლა, მაშინაც კი, თუ  ვინმე მას  უკანონოდ დაეუფლება.

ეს თვისება ალბათ მნიშვნელობით მეორე ადგილზე უნდა იყოს NFT-ების ურთიერთშეუცვლელობის შემდეგ. თუ ბიტკოინი არის ღირებულების ეტალონური  საცავი, მაშინ NFT არის ინფორმაციის იდელაულური „სეიფი“ .

 • გახსნილი საწყისი კოდი

Facebook-ის სკანდალის შემდეგ, რომელმაც აღიარა მისი მომხმარებლების პერსონალური მონაცემების ფარული გამოყენება, ბევრისთვის დახურული (კოდის თვალსაზრისით) სისტემა სამუდამოდ კომპტომეტირებული აღმოჩნდა. თანაც, ცუკერბერგს რომ გაეხსნა პლატფორმის კოდი, ეს საერთოდ არაფერს შეცვლიდა, რადგანაც, პირველ რიგში, ჩვენ უნდა დაგვეჯერა ჰიპოთეზისთვის, რომ ცენტრალიზებულ სერვერზე შენახული ინფორმაცია არ შეიცვლებოდა. და მეორეც, რიგი სხვა ფუნქციების გარეშე, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, გახსნილი საწყისი კოდი არ არის პანაცეა.

NFT-ის შემთხვევაში აბსოლუტურად ყველას შეუძლია ნახოს შესაბამისი სმარტ- კონტრაქტი, რომელიც, თანაც, დეცენტრალიზებულ რეესტრშია განთავსებული. ეს სრულად შეესაბამება ბლოკჩეინის ერთ-ერთ ცენტრალურ იდეას: ფინანსური ტრანზაქციების უსაფრთხოდ განხორციელების შესაძლებლობა ვინმეს მიმართ ნულოვანი ნდობის პირობებში.