NFT თაღლითების ჩხუბი: "შენ მე მიღალატე"
თუ თქვენ მასშტაბურ NFT ძარცვას გეგმავთ, დარწმუნდით, რომ თქვენს კრიმინალ პარტნიორს ამის შემდეგ მარტო დარჩენა არ მოუნდება.
თაღლითებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვები. ისინი ერთმანეთს ისევე ღალატობენ, როგორც ყველა დანარჩენი.
ბლოკჩეინ-კომანია Certik დაკავებულია სმარტ კონტრაქტების აუდიტით, KYC-ით, ქსელის მონიტორინგით, Bug Bount-ითა და კომპიუტერულ ქსელებზე თავდასხმების სიმულაციით, მისი უსაფრთხოების შეფასების მიზნით. მისი ცნობით, ძალიან ემოციური საუბარი გაიმართა ორ თაღლითს შორის, რომლებსაც სახსრები ყალბი Porsche NFT-ის ვებგვერდით გაჰქონდათ.
ზენტოსა და კაის სახელით ცნობილი თაღლითები ერთმანეთს შეტყობინებებს უგზავნიდნენ, რომელშიც ერთ-ერთი მათგანი რუსულად წერდა, რომ დაბნეულია, ვინაიდან მას კრიპტოძარცვის მსხვერპლი დაუკავშირდა და მოპარული 4,3 მილიონი დოლარის დაბრუნება მოსთხოვა.
შემდეგ მათ ინგლისურ ენაზე გააგრძელეს მიმოწერა, რომელმაც დრამატული მიმართულება მიიღო. თავის შეტყობინებაში ზენტო კაის წერს, რომ მან უღალატა, მოპარული თანხები არ გაუყო და დასძინა, რომ ამას არასოდეს აპატიებს:
"მომეცი ის, რაც მეკუთვნის, ნუ გავიწყდება, რომ თავიდან ბოლომდე მე გეხმარებოდი და მხარს გიჭერდი..."
წყარო: Etherscan
კაი, თავის მხრივ, თავხედურად პასუხობს, რომ მას, ალბათ, უბრალოდ მარტო ყოფნა სჭირდება.
წყარო: Etherscan
“მეორე შეტყობინებაში ზენტომ “ჩვენი საფულე” უწოდა საფულეს, რომელშიც 4,3 მილიონი დოლარი ჩაირიცხა, რაც გულისხმობს, რომ მიმღების გარე მისამართზე (EOA) კონტროლი ორივე თაღლითს ჰქონდა”წერს Certik და დასძენს, რომ თაღლითებმა NFT-საქმეს “მეგავეშაპი” უწოდეს
კომპანიამ ასევე შეძლო ზენტოს დაკავშირება Telegram-ის ანგარიშთან, რომელიც Monkey Drainer-ის მსგავსი ფიშინგ ნაკრებების გაყიდვაში მონაწილეობდა. ანგარიშის აღწერაში აღნიშნულია, რომ ის კრიპტომძარცველების გენერალური დირექტორია, რომლებიც თაღლითებზე ნაკრებებს ყიდიან და კრიპტოქურდობის ტექნიკას ასწავლიან.
ფორმამ დასძინა, რომ ზენტოსა და კაის მიერ კონტროლირებადი საფულისა და Monkey Drainer-ის რამდენიმე ყველაზე ცნობილ თაღლითურ საფულეს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ორ თაღლითს Monkey Drainer-ის რამდენიმე უმსხვილესი თაღლითური საფულის პირდაპირი ბმული აქვს. Მაგალითად, ზენტო, პირდაპირ აფინანსებდა EOA-ს ENS Mountraf.eth-ის მეშვეობით, რომელიც მანამდე ასევე ENS ZachXBT-fan.eth-ს ფლობდა.
გამოძიების კვალდაკვალ, Certik-მა ზენტოს ვინაობის გამხელაც მოახერხა და ხაზი გაუსვა:
“ჩვენ ვთვლით, რომ შეგვიძლია, დავამყაროთ კავშირი რეალურ პიროვნებასთან Berrich36, რომელიც, როგორც ჩანს, საფრანგეთის მოქალაქეა და რუსეთში ცხოვრობს”
ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის ორ ბოროტმოქმედს და დაიწყო თუ არა ხელისუფლებამ გამოძიება.