NimTeens: გენერაციული NFT-ჩვილები სკოლის მოსწავლეები გახდნენ

ფოტო - NimTeens: გენერაციული NFT-ჩვილები სკოლის მოსწავლეები გახდნენ
დრო თვალსა და ხელს შუა გარბის, დინამიურ Web3 სივრცეში კი, მით უმეტეს. ამის დასტური გენერაციული მხატვრის, ბრაიან ბრინკმანის უსაყვარლესი ჩვილი ღრუბლები NimBuds არიან, რომლებიც ქარიზმატულ NFT-თინეიჯერებად NimTeens ტრანსფორმირდნენ.
გამოსაშვები ფოტოალბომები სკოლის მოსწავლეების უმეტესობისთვის მტკივნეული თემაა. მაგრამ მეორეს მხრივ, როგორ სიამოვნებით ათვალიერებენ ნათესავები თავისი (რა თქმა უნდა, მსოფლიოში საუკეთესო!) შვილის, მისი დამრიგებლების და მეგობრების სურათებს. ბრაიან ბრინკმანმა გადაწყვიტა, ანალოგიურ გამოცდილება თავის NFT-კოლექციას NimBuds შესძინოს. და აი, 2023 წლის იანვარში ჩვილი ღრუბლები ჭექა-ქუხილის ქარიზმატულ თინეიჯერებად NimTeens იქცნენ.
წყარო: OpenSea

წყარო: OpenSea

ეს კოლექცია სხვადასხვაგვარ 399 NFT-თინეიჯერს აერთიანებს, რომლებსაც  ელოდებათ დიდი განსაცდელი - თავიანთი კლასის ფოტოსესია. ისინი Ethereum-ზე Vanilla JavaScript-ის გამოყენებითაა შექმნილი. NimTeens-ის თითოეული პერსონაჟი უნიკალურია და საკუთარი ფონი, სხეულის, თავისა და პირის ფორმა, თვალებისა და თმის ფერი, ვარცხნილობა და აქსესუარები აქვს. ზოგი უზარმაზარ სათვალეს ატარებს, ზოგი ტუჩის თავზე ბუსუსს მორცხვად მალავს და თმას ვერ იმორჩილებს - ყველაფერი, რაც ნამდვილ სკოლაში ხდება. NFT-მოზარდები ვერც გარდატეხის ასაკის აკნეს გაექცნენ! ეს ფოტოს გადაღებისას მათ თავდაჯერებულობას არ მატებს, რაზეც ღრუბლების სახეების გამომეტყველება ნათლად მიანიშნებს.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

NimTeens გაყიდვა 13 იანვარს დაიწყო. მანამდე ბრინკმანმა NimBuds-ის მფლობელებს შესთავაზა, განვითარებადი პროექტის მხარდაჭერისთვის პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად, თინეიჯერების მინთი უფასოდ მოეხდინათ. სტატიის მომზადების მომენტისთვის, OpenSea-ს მონაცემების მიხედვით, კოლექციის ვაჭრობის მოცულობა 147 ETH-ს, ერთი NFT-ის მინიმალური ფასი კი 0.42 ETH-ს შეადგენდა. 

მოგების 10% გადაეცემა ამერიკულ არაკომერციულ ორგანიზაცია The Trevor Project-ს, რომლის სპეციალიზაცია ახალგაზრდებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა და თვითმკვლელობის პრევენციაა.

ვინ არის ბრაიან ბრინკმანი?

წყარო: Twitter

წყარო: Twitter

ბრაიან ბრინკმანი ანიმატორი, მხატვარი და კონსულტანტია, რომელიც პროგრამირებადი კონტენტის პლატფორმაზე  Art Blocks თანამედროვე გენერაციული ხელოვნების ერთ-ერთი  პიონერი გახდა.

მის ნამუშევრებს ყიდიან არა მხოლოდ სპეციალიზებული NFT-მარკეტფლეისები, არამედ მსოფლიოს უმსხვილესი აუქციონის სახლები - Sotheby's და Christie's New York.