Numeraire: ტოკენი ინტელექტუალებისთვის

ფოტო - Numeraire: ტოკენი ინტელექტუალებისთვის
Numeraire კრიპტოვალუტის ჩვენთვის ჩვეული პროექტი არ არის. ეს ახალი ტიპის ჰეჯ-ფონდია, რომელიც სპეციალისტ-კრიპტოგრაფებს საშუალებას აძლევს, სამანქანო სწავლების მოდელები შექმნან და კაპიტალის კონტროლისთვის პროგნოზები წარმოადგინონ.
კრიპტოვალუტების ათეულში, რომლებსაც ერთ კვირაში ყველაზე დიდი ზრდა აქვთ, უცებ ნაკლებად ცნობილი ტოკენი NMR შემოვარდა. 7 დღეში მან ფასის 38%-იანი ზრდა აჩვენა. დათვის ბაზარზე მონეტის ასეთი ქცევა, შესაძლოა, როგორც Pump&Dump-ის წარმატებულ მცდელობაზე, ასევე იმაზეც მიუთითებდეს, რომ ჩვენ საქმე ახალ ინსტრუმენტთან გვაქვს, რომელიც პოპულარობას თავისი უნიკალური მახასიათებლების გამო იძენს.

მოდით, ვცადოთ გარკვევა, ვისთვის შეიძლება იყოს პროექტ Numeraire-ის ტოკენი NMR საინტერესო?

ვინ დგას Numeraire-ის შექმნის უკან

მოდით, ჯერ განვმარტოთ, რომ სიტყვა "numeraire" საბაზო სტანდარტს აღნიშნავს, რომლითაც ღირებულების გაანგარიშება ხდება. ეს ტერმინი მათემატიკურ ეკონომიკაში გამოიყენება. 

პროექტის დამფუძნებლებად, ამერიკული ვენჩურული კომპანია Union Square Ventures-ის მხარდაჭერით, ბირჟა Coinbase და კაპიტალის მართვის კომპანია Renaissance Technologies სახელდებიან. 

ინვესტორები არიან ლონდონური ვენჩუწული ჯგუფი Playfair Capital, რომლის სპეციალიზაცია AI (ხელოვნური ინტელექტი) ტექნოლოგიებია და AngelList-ის თანადამფუძნებელი და Uber-ის მთავარი ინვესტორი ნავალ რავიკანტი.

Numeraire-ის შექმნის იდეა ცნობილ სამხრეთ აფრიკელ მათემატიკოსს რიჩარდ კრეიბს  ეკუთვნის. პროექტის მიზნების შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე, მან თავშეკავებულად აღნიშნა: „მსოფლიოში არსებული მთელი ფულის მართვა მინდა“. 

პროექტის საკონსულტაციო საბჭოში შევიდნენ: 

● ქაოსის თეორიის წამყვანი ფიზიკოსები;
● სამანქანო სწავლების ექსპერტები;
● ალბათობის თეორიის სპეციალისტები.

ასეთი პირების ნაკრები აჩვენებს, რომ Numeraire-ის ამოქმედებაში სახსრები მსხვილმა ვეშაპებმა და ინსტიტუციონალებმა ჩადეს, რომლებიც საბაზრო ინფორმაციის დამუშავებასა და ფინანსურ პროგნოზებში AI-ს შესაძლებლობებმა დააინტერესა. მისი მამოძრავებელი ძალა კი მედიაპერსონები კი არა, არამედ დიდი გამოცდილების მქონე მათემატიკოსებია.

ოფიციალურ ვებგვერდზე პროექტი პოზიციონირებულია, როგორც ჰეჯ-ფონდებისთვის განკუთვნილი, პროგრამული უზრუნველყოფის მქონე სოციალური ქსელი.

Numeraire პლატფორმის შესაქმნელად დეველოპერებმა ბლოკჩეინი Ethereum გამოიყენეს, ამიტომ მის საქმიანობაში სმარტ-კონტრაქტები გამოიყენება.

როგორ მუშაობს ქსელი Numeraire?

Numeraire ხელოვნური ინტელექტის აგრეგაციის მეტამოდელს იყენებს. AI ამუშავებს ყველა პროგნოზს, რომელსაც თავისი ქსელის მონაწილეებისგან იღებს.

ამის შემდეგ AI ქმნის ფასის მოძრაობის სავარაუდო მოდელსა და ოპტიმალურ ალგორითმს, რომლითაც ჰეჯ-ფონდი საფონდო ბაზარზე აქციებით ვაჭრობს. ასევე Numeraire ნებისმიერ მომხმარებელს, ვინც პროგრამაზე წვდომა მიიღო, საშუალებას აძლევს, ფინანსური პროდუქტების დამტკიცებულ ნაკრებთან (დაახლოებით 5000 დასახელებაა) მიმართებაში თავისი პირადი მოდელები გამოიყენოს.
 
ინფორმაციის შეგროვება ე.წ. Numerai Tournament-ის მეშვეობით ხდება. ეს სავაჭრო ალგორითმების ყოველკვირეული კონკურსია, რომელსაც მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების სპეციალისტები სთავაზობენ. ტურნირში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებლები თავის გაანგარიშებებს ფსონების მექანიზმის საშუალებით აგზავნიან. შემდეგ მიღებულ ინფორმაციას ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს და ის სიზუსტის თვალსაზრისით ფასდება.

მომხმარებლებისგან მზა სიგნალების მისაღებად შიდა აპლიკაცია Numerai Signals შეიქმნა. მისი მეშვეობით  მონაწილეები საფონდო ბირჟაზე აქციების ფასის საკუთარ პროგნოზებს ტვირთავენ, რათა ტოკენ NMR-ის გამომუშავების შანსი მიიღონ. ამასთან, თავად გაანგარიშებები არ მიიღება. განაცხადი ლაკონიური ფორმით არის წარმოდგენილი: საბირჟო ტიკერი და რიცხვითი მნიშვნელობა. 

რისთვის გვჭირდება ტოკენები NMR

NMR პლატფორმის utility-ტოკენებია. მათ მფლობელებს შეუძლიათ, ტოკენები Numerai Tournament-ში მონაწილეობის  უფლებისთვის ყოველკვირეულად დახარჯონ. სტრატეგიის სანაცვლოდ, რომელსაც AI შეაფასებს, როგორც ოპტიმალურს, ბევრი ტოკენ NMR-ის მიღებაა შესაძლებელი. 

მაგრამ იმისათვის, რომ ტურნირისთვის სავაჭრო მოდელი ატვირთოთ, საფონდო ბირჟებზე აქციების ფასის წარმატებული პროგნოზებით ტოკენები უნდა გამოიმუშავოთ. 

ყოველი წარმატებული პროგნოზი აპლიკაციაში Numerai Signals მცირე რაოდენობის NMR-ით ჯილდოვდება. მცდარი კი მონაწილის ანგარიშზე არსებული ტოკენების წვას იწვევს. 

ქსელის ალგორითმში 21 მილიონი ტოკენის გენერაციაა ჩადებული, რომელთაგან თითოეული მონაწილეებს შორის სატურნირო ცხრილში მათი პოზიციის მიხედვით უნდა გადანაწილდეს.
 
ალგორითმს, რომელსაც ქსელი Numeraire იყენებს, "Proof-of-Intelligence", ან POI ეწოდება. ეს კონსენსუსის უნიკალური არქიტექტურაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნება. ის AI-ის გამოთვლით რესურსებს ექსპერტთა საზოგადოებასთან აერთიანებს, მაგრამ ჩვეული ტრანზაქციების ნაცვლად, სისტემა კონტენტის მეტამონაცემებს ამოწმებს: ემთხვევა თუ არა თუ არა გამოთვლითი პროგნოზი რეალობას. 

ტოკენ NMR-ის შეძენა ან გაცვლა შესაძლებელია ბირჟებზე:

  • Coinbase
  • Binance
  • Bittrex
  • Kraken
  • OKX
  • KuCoin
  • Poloniex 

მსხვილი ცენტრალიზებული კრიპტოპლატფორმების სია მიანიშნებს, რომ ტოკენი NMR ყურადღებას იმსახურებს. ტოკენი ფუნქციონალურია, აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა და მუდმივი მოთხოვნა "ნათელმხილველთა კლუბის" წევრების მხრიდან. პროექტის უკან სერიოზული კომპანიები დგანან, ამიტომ ტოკენის ტუალეტში ჩარეცხვა მომგებიანი არავისთვისაა. ხელოვნურ "ფამფს" კი შეუმჩნევლად დარჩენის არანაირი შანსი არ აქვს.
 
მაგრამ, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას: NMR, როგორც საინვესტიციო სამიზნე, საინტერესო არ არის, თუ, რა თქმა უნდა, Numerai ინტელექტების შერკინებაში, Numerai Tournament-ში მონაწილეობას არ აპირებთ.