Nvidia-მ აქციების ბაზარი ხელოვნური ინტელექტის წყალობით ააფეთქა

ფოტო - Nvidia-მ აქციების ბაზარი ხელოვნური ინტელექტის წყალობით ააფეთქა
GPU-ს ირგვლივ მიმდინარე აჟიოტაჟი მჭიდრო კავშირშია ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან, რომელმაც ტექნოლოგიების ბაზრებზე არსებული ვითარება სულ რამდენიმე თვეში მნიშვნელოვნად შეცვალა. GPU (Graphics Processing Unit) პასუხისმგებელია კომპიუტერული გრაფიკის დამუშავებასა და გამოსახულებაზე, ასევე აჩქარებს მის გაყვანას მოწყობილობის ეკრანზე.
ჩიპების ამერიკული მწარმოებელი Nvidia აწარმოებს გრაფიკულ პროცესორებს, რომლებსაც იყენებს ChatGPT და ანალოგიური დიდი ენობრივი მოდელები. მაისის მეორე დეკადაში კომპანიამ გამოაქვეყნა 2024 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები და იწინასწარმეტყველა მისი შემოსავალი მომდევნო სამი თვისთვის.

როგორც გაირკვა, Nvidia ელოდება, რომ 2023 წლის მეორე კვარტალში, რომელიც ივლისში მთავრდება, კომპანიის ბრუნვა, სულ მცირე, $11 მილიარდი იქნება, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 64%-ით აღემატება. Nvidia-ს დამფუძნებელი და СЕО  ჯენსენ ჰუანგი (Jensen Huang) ამ ზრდას ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მზარდი მოთხოვნით ხსნის.
კომპიუტერული ინდუსტრია ერთდროულად ორ ტრანსფორმაციას განიცდის - დაჩქარებული გამოთვლები და გენერაციული AI. დატა ცენტრების არსებული, ტრილიონ დოლარად შეფასებული გლობალური ინფრასტრუქტურა საერთო ამოცანების გადაწყვეტიდან დაჩქარებულ გამოთვლებზე გადავა, ვინაიდან კომპანიები ცდილობენ, გამოიყენონ გენერაციული AI ყველა პროდუქტში, სერვისსა და ბიზნეს პროცესში
ამბობს ჰუანგი
შემოსავალი, რომელსაც კომპანია მომდევნო სამი თვის განმავლობაში მიიღებს, Nvidia-ს წინა კვარტალურ რეკორდს 2,5 მილიარდი დოლარით გადააჭარბებს. მანამდე ანალიტიკოსები მომდევნო 12 თვის განმავლობაში Nvidia-ს თითო აქციაზე მოგების 30%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ. ეს ბევრად აღემატება საშუალო 6%-იან მაჩვენებელს, რომელსაც 11 ნახევარგამტარი კომპანიის კონკურენტი ჯგუფისთვის პროგნოზირებდა.

გააცნობიერა რა, თუ რამდენად გაიზარდა მოთხოვნა დატა ცენტრებისთვის განკუთვნილ ჩიპებზე, ბაზარი დაითრგუნა. Nvidia-ს აქციების ფასი, რომელიც გასულ წელს ისედაც გაორმაგდა, მომენტალურად კიდევ 25%-ით გაიზარდა.
Nvidia-ს აქციები პოზიტიური ფინანსური ანგარიშის ფონზე იზრდება. წყარო: yahoo!finance.

Nvidia-ს აქციები პოზიტიური ფინანსური ანგარიშის ფონზე იზრდება. წყარო: yahoo!finance.

კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, რომელიც ანგარიშის გამოქვეყნებამდე 755 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, თითქმის 940 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ამ დონეზე, სულ მცირე, სტატიის წერის მომენტში (2023 წლის მაისის ბოლო) ნარჩუნდებოდა. შედარებისთვის, საბაზრო კაპიტალიზაციის ერთდღიანი ზრდა 1,5-ჯერ აღემატებოდა ჩიპების სხვა წამყვანი მწარმოებლის, Intel-ის ღირებულებას.

ამასთან, ღია რჩება საკითხი, შეძლებს თუ არა მიწოდება მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. GPU-ების უმსხვილესი მყიდველები ღრუბლოვანი პროვაიდერები არიან. დღეს ისინი სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან, როდესაც მომხმარებლებისთვის GPU სერვერების საკმარისი რაოდენობის უზრუნველყოფას ცდილობენ. ამ ჩიპების დეფიციტს განიცდის ისეთი გიგანტიც კი, როგორიც Microsoft-ია. Nvidia-ში ამბობენ, რომ 2023 წლის მეორე ნახევარი შეკვეთებით უკვე სრულად დატვირთულია. მაგრამ კომპანიის პროდუქციის მიწოდების გარანტიების მიცემას მენეჯმენტი არ ჩქარობს.

ამრიგად, დღეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპი პირდაპირაა დამოკიდებული შესაბამისი ჩიპების შემუშავებისა და წარმოების სიჩქარეზე. ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს შესანიშნავი საბაზრო პერსპექტივები აქვთ. უცნაურია, რომ  ეს ვერ იგრძნო ცნობილმა კრიპტოენუზიასტმა, საინვესტიციო ფონდ ARK Innovation-ის მმართველმა, კეტი ვუდმა. გასულ ზაფხულს მან Nvidia-ს აქციები 182 დოლარად იყიდა. შემდეგ, როგორც ჩანს, კეტიმ კომპანია გადაფასებულად ჩათვალა და ოქტომბრის ბოლოდან Nvidia-ს ქაღალდების გაყიდვა საშუალოდ 137 დოლარად დაიწყო, რითიც თითოზე დაახლოებით 45 დოლარი დაკარგა. შედეგად, მისმა ინვესტორებმა 200 მილიონი დოლარით ნაკლები მოგება მიიღეს.
Nvidia-ს აქციების ფასი გასული შემოდგომის შემდეგ თითქმის 33%-ით გაიზარდა. წყარო: yahoo!finance.

Nvidia-ს აქციების ფასი გასული შემოდგომის შემდეგ თითქმის 33%-ით გაიზარდა. წყარო: yahoo!finance.