OFAM-ის NFT. ხელოვნების მხარდაჭერა და გაწევრიანება DAO-ში

ფოტო - OFAM-ის NFT. ხელოვნების მხარდაჭერა და  გაწევრიანება DAO-ში
ოდესის ხელოვნების მუზეუმმა (OFAM), ArtWhale-ის მხარდაჭერით, გამოუშვა NFT აბონემენტები ხელოვნების მოყვარულებისა და Web3-ის მომხრეებისთვის, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ უკრაინულ კულტურის დაწესებულებას.
სამი ტიპის NFT აბონემენტიდან ერთ-ერთის შეძენით, მომხმარებელი ხდება მუზეუმის მეგობარი და იღებს შეუზღუდავი რაოდენობის უფასო ვიზიტებს 2023 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 1 მაისამდე პერიოდში. მომავალში, NFT მფლობელებს შეეძლებათ, შეუერთდნენ გამოფენებს OFAM-ის მეტავერსში, რომელიც შემუშავების პროცესშია. ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში, არაჩანაცვლებადი ტოკენები გახდება საშვი მუზეუმის DAO-ში, რომელიც NFT აბონემენტების მფლობელებს გააერთიანებს.
ოდესის ხელოვნების მუზეუმი. წყარო - Instagram OFAM

ოდესის ხელოვნების მუზეუმი. წყარო - Instagram OFAM

უტილიტარული NFT-ების გაყიდვა დაეხმარება ოდესის ხელოვნების მუზეუმის კურატორთა გუნდს, მოაგროვოს სახსრები იმ საკოლექციო ხელოვნების ნიმუშების 3D სკანირებისთვის, რომლებიც OFAM-დან უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ იქნა ევაკუირებული. მეორად ბაზარზე არაჩანაცვლებადი ტოკენების ყოველი შემდგომი რეალიზაციისთვის მუზეუმი გარიგების თანხის 10%-ს მიიღებს.  

NFT აბონემენტები და მათი უპირატესობა

OFAM Mate. NFT-საშვი ვასილი კანდინსკის ქალაქის პეიზაჟის გამოსახულებით. აბონემენტების რაოდენობა შეზღუდულია - 2500 ცალი. ფასი - 0.028 ETH.

OFAM Admirer. ამ NFT-ზე გამოსახულია უკრაინელი მხატვრის,  მიხაილ ჟუკის თეთრი შროშანები. ამ ტიპის 1000 არაჩანაცვლებადი ტოკენის ფასი 0.085 ETH-ს შეადგენს. 

OFAM Patron. NFT-ს ამშვენებს ოდესელი მხატვრის, გერასიმ გოლოვკოვის ნახატი. სულ წარმოდგენილია 300 ეგზემპლარი, რომელთა ფასია 0.17 ETH.
NFT-აბონემენტების ილუსტრაციები. წყარო - nft.ofam.org.ua

NFT-აბონემენტების ილუსტრაციები. წყარო - nft.ofam.org.ua

NFT-ების მფლობელებს შეეძლებათ, დარეგისტრირდნენ მოქმედი ექსპოზიციის ერთჯერად ონლაინ ვიდეოექსკურსიაზე.

ასევე, NFT აბონემენტების მფლობელები მოწვეულნი არიან მუზეუმის ძირითადი კოლექციის ონლაინ ექსკურსიებსა და წარსულში ჩატარებულ გამოფენებზე 360 გრადუსიან ფორმატში. გარდა ამისა, მუზეუმის მეგობრებს ექნებათ წვდომა OFAM-ის ციფრულ არქივზე.

მთავარი პრივილეგიები:

  • NFT-ის მფლობელები ხვდებიან თეთრ სიაში არაჩანაცვლებადი ტოკენების სამომავლო აირდროპებისთვის. 2024 წელს განხორციელდება უტილიტარული ტოკენების რამდენიმე უფასო დარიგება. მათ ასევე ექნებათ ბილეთების ფუნქცია ექსკლუზიურ ღონისძიებებზე დასასწრებად მხოლოდ NFT მფლობელებისთვის;
  • DAO საზოგადოების ფორმირების შემდეგ, აბონემენტის მფლობელები მუზეუმის სამომავლო ინიციატივებისთვის ხმის მიცემას შეძლებენ. 

როგორც მანამდე აღვნიშნეთ, NFT-ები კომპანია ArtWhale-თან თანამშრომლობის შედეგად ამოქმედდა. ის ეხმარება მუზეუმებს, გაფართოვდნენ Web3 სექტორამდე და ამისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას სთავაზობს. ArtWhale ასევე გთავაზობთ იურიდიულ და ტექნიკურ კონსულტაციებს ხელოვნების ნიმუშების NFT-ებად გადაქცევასთან დაკავშირებით და ზრუნავს იმაზე, რომ საავტორო უფლებების მფლობელმა თავისი როიალთი მიიღოს.