WineChain: ღვინის ბიზნესის ახალი დონე

ფოტო - WineChain: ღვინის ბიზნესის ახალი დონე
ლეგენდარული მარნების ექსკლუზიური ღვინის შეძენა ახლა უკვე Web3-შია შესაძლებელი. პროექტმა WineChain, რომლის უკან ცნობილი მეღვინეები და რიტეილერები დგანან, ღვინის მოყვარულების პერსონალური კოლექციებისთვის ღირსეული შეთავაზებები მოამზადა.
WineChain არის პრემიუმ NFT მარკეტპლეისი, რომელზეც  ნამდვილი ღვინით უზრუნველყოფილი ციფრული ნივთებია წარმოდგენილი. პლატფორმა  მსოფლიოს წამყვან ღვინის ქარხნებთან თანამშრომლობს და საშუალებას აძლევს ღვინის ნამდვილ მოყვარულებს გახდნენ ექსკლუზიური სასმელების მფლობელები მანამდე, ვიდრე ის ტრადიციულ ბაზარზე მოხვდება.

ეს არ არის პირველი ბლოკჩეინ-პროექტი, რომელიც შექმნილია მეღვინეობის მოდერნიზაციისთვის. მანამდე ჩვენ ვწერდით Cardano Foundation-სა და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს თანამშრომლობის შესახებ და ასევე მიმოვიხილეთ Bored Grapes მეტამეღვინეობა BAYC-ის მფლობელებისგან.
Dr. Loosen Indutiomarus Riesling 1981 წყარო: twitter.com/WinechainCo

Dr. Loosen Indutiomarus Riesling 1981 წყარო: twitter.com/WinechainCo

მეღვინეობებიდან კლიენტებამდე შუამავლების გარეშე

პროექტ WineChain-ის შემქმნელები არიან ღვინის ბაზრისა და Web2/Web3 ინდუსტრიის წარმომადგენლები მრავალწლიანი ბიზნეს გამოცდილებით:

  • მარკ პერინი - საოჯახო ფრანგული ღვინის ქარხნის Château de Beaucastel-ის გენერალური  დირექტორი;
  • გიომ ჟურდანი - VitaBella-ს ღვინისა და პრემიუმ ბრენდების ფრანგული საკონსულტაციო სააგენტოს CEO და მეღვინეობის NFT ინდუსტრიის “ევანგელისტი”;
  • ქსავიე გარამბუა  -  ევროკავშირში Amazon-ის საცალო ვაჭრობის  ყოფილი ვიცე-პრეზიხნეტი,   MangoPay-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე;
  • ნიკოლას მენდიჰარატი - WineChain-ის გენერალური დირექტორი, Palate Club-ის, Recommend-ის, Skihorizon-ის თანადამფუძნებელი.
WineChain-ის თანადამფუძნებლები წყარო: winechain.co

WineChain-ის თანადამფუძნებლები წყარო: winechain.co

WineChain პლატფორმა ინტეგრირდება Ethereum-თან და ღვინის NFT-ების გამოსაშვებად Polygon-ს იყენებს. დამფუძნებლების აზრით, ბლოკჩეინის ტექნოლოგია იდეალური გადაწყვეტილებაა ღვინის ნამდვილობის, მისი გაყიდვისა და საკუთრების უფლების დასადასტურებლად. მეღვინეობის მიერ სასმელის რეალიზაციის ფაქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია და მეორადი ტრანზაქციები ფიქსირდება ბლოკჩეინში ფიზიკური ღვინის შეძენამდე და  მფლობელთან ბოთლის გაგზავნამდე. ამის შემდეგ, NFT იწვის, რაც შესაძლებელს ხდის თავიდან იქნას აცილებული თაღლითების მიერ სასმელის მიღების განმეორებითი მცდელობები.

მყიდველებისთვის WineChain-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ღვინის ნამდვილობის და მაღალი ხარისხის გარანტია:

  • პარტნიორი მარნები ყიდიან ექსკლუზიურ სასმელებს NFT-ს მეშვეობით მხოლოდ ამ პლატფორმაზე;
  • დაზღვეული სასმელების ტრანსპორტირება ხდება მწარმოებლის საწყობიდან WineChain-ის საცავში, სადაც შემდგომ გადაადგილებამდე ტემპერატურის შესაბამისი რეჟიმისა და სრული უსაფრთხოების პირობებში ინახება;
  • ბოთლის გამოსყიდვისას კლიენტს შეუძლია შეამოწმოს ღვინის ნამდვილობა ბოთლზე არსებული კოდისა და NFT ციფრული კოდის შედარებით.

რა არის WiNeFT

WiNeFT-მარკეტპლეისი WineChain წყარო: twitter.com/WinechainCo

WiNeFT-მარკეტპლეისი WineChain წყარო: twitter.com/WinechainCo

WiNeFT არის ღვინის NFT, რომელიც  WineChain მარკეტპლეისზეა წარმოდგენილი. ეს არის ციფრული აქტივი, რომელიც უზრუნველყოფილია ღვინის ფიზიკური ბოთლით. WiNeFT-ის დაწვის შემდეგ სასმელი მყიდველს მითითებულ მისამართზე ეგზავნება. სურვილის შემთხვევაში, მფლობელებს შეუძლიათ შეინახონ თავიანთი WiNeFT კომპანიის საცავებში დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში.

მეღვინეობები, რომლებიც WineChain-თან თანამშრომლობენ, პერიოდულად ატარებენ დროპებს უნიკალური WiNeFT-ით, პროდუქციის მაღალი ხარისხის ​გარანტიით. პარტნიორები დამოუკიდებლად ადგენენ ციფრული აქტივების ღირებულებას და გაყიდვების შემდეგ ჰონორარს იღებენ.  

მარკეტპლეისმა უკვე გამართა ორი დროპი, სადაც პრემიუმ სასმელების მცოდნეებს შეეძლოთ შეეძინათ WiNeFT მშრალი წითელი ღვინისთვის Cos d'Estournel 2009 და ვარდისფერი ბრიუტისთვის ღვინის ქარხნიდან Fleur de Miraval. ამჟამად ამოქმედებულია დროპი  გერმანულ ვინტაჟურ რისლინგზე Dr. Loosen "Indutiomarus" Riesling 1981. ექსკლუზიური სასმელის გამოცხადებული ღირებულებაა 4284 USDC-ს შეადგენს.

როგორ შევიძინოთ WiNeFT

  1. დარეგისტრირდით WineChain-ზე.
  2. მიიღეთ კრიპტოსაფულე Magic-ისგან, მარკეტპლეისის პარტნიორისგან. 
  3. შეავსეთ კრიპტოსაფულე საჭირო თანხით USDC-ში.
  4. შეიძინეთ WiNeFT.
  5. შეინახეთ ღვინო WineChain-ის საცავში, შეუკვეთეთ მიტანა ან გაყიდეთ სასმელი მარკეტპლეისზე.