OpenSea NFT ვაჭრობის მოცულობა 98%-ით დაეცა
OpenSea NFT ვაჭრობის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა ერთი დღის განმავლობაში. აუდიტორია შეშფოთებულია, იყო თუ არა ეს ბუშტის გასკდომა თუ ეს მორიგი NFT დათვის ტრენდია.
ბაზრების დათვის საერთო ტენდენციის მიუხედავად, კრიპტოვალუტის მოყვარულები კიდევ ერთი იმედგაცრუების წინაშე აღმოჩნდნენ. მაისში OpenSea-მ გამოაცხადა NFT-თან $2.7 მილიარდი ვაჭრობის მოცულობის შესახებ, მაგრამ ერთი კვირის წინ სავაჭრო მოედანმა მხოლოდ $9.34 მილიონის სავაჭრო მოცულობა დააფიქსირა. კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ მაისის მაჩვენებელთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 30%-ით შემცირდა. ოთხი თვე აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ OpenSea NFT სავაჭრო მოცულობა 98%-მდე შემცირებულიყო.
წყარო: DappRadar
რაც შეეხება ყველაზე პოპულარულ NFT კოლექციას Bored Ape Yacht Club-ს, ღია მონაცემების მიხედვით, მისი მინიმალური ფასი 53%-ით დაეცა 72.4 ETH-მდე აპრილის 153.7 ETH-თან შედარებით. Bored Ape-ის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს უკანასკნელ სტატიაში.
მას შემდეგ, რაც DappRadar-მა გამოაქვეყნა სტატისტიკური ანგარიში, OpenSea-ს წარმომადგენელმა საპასუხოდ განაცხადა, რომ კომპანია არ ეთანხმება DappRadar-ის მეთოდოლოგიას მათი მოცულობების შეფასებისას და აღნიშნა, რომ კრიპტოზამთრის ფონზე 98%-იანი ვარდნის შედარება პლატფორმაზე ყველაზე მაღალ სავაჭრო დღესთან მიმართებაში არალოგიკურია. მან ასევე აღნიშნა, რომ უფრო სწორია აქტივის დინამიკის შეფასება ETH ბაზრის ზოგად ტრენდთან კორელაციაში.
ამ მონაცემებით, OpenSea NFT-ის ყოველთვიური ვაჭრობის მოცულობა მაისიდან აგვისტომდე 60%-ით დაეცა და სექტემბერშიც კლებას განაგრძობს. სავარაუდოა, რომ ETH-ის დათვის ბაზარი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც NFT დაბალ სტატისტიკურ მონაცემებს აჩვენებს.
NFT ფასები მნიშვნელოვან კორელაციაშია ბლოკჩეინის ვალუტის ფასთან, რომელსაც ის ეფუძნება. მაგალითად, Ethereum-ზე შექმნილი ციფრული კოლექციის შემთხვევაში, NFT-ის ფასი დაეცემა ETH-ის ფასის კლების შემთხვევაში.
კორელაცია ETH და NFT გაყიდვებს შორის
ამავდროულად, OpenSea-ს მენეჯმენტი არ არის მაინც და მაინც შეშფოთებული საქმის ამჟამინდელი მდგომარეობით. ისინი აცხადებენ, რომ OpenSea პლატფორმა ორიენტირებულია NFT-ის გრძელვადიან დანერგვაზე web3-ში და ასეთი კრიტიკული მომენტები მოსალოდნელია ადრეულ ეტაპებზე. ამიტომ, OpenSea მოუთმენლად ელის NFT ტექნოლოგიების მომავალ განვითარებას.
გარდა ამისა, ბევრი სკეპტიკოსი ემხრობა იმ აზრს, რომ NFT არის ბუშტი, რომელიც ძალზე მალე გასკდება, ან, ფაქტობრივად, უკვე გასკდა. მაგრამ NFT-ები უბიძგებს ადამიანებს შექმნან ქსელთან ურთიერთობის ახალი საშუალებები, დაინახონ მილიონობით შესაძლებლობა და შეისწავლონ web3.
აჟიოტაჟი და ხმაური არაჩანაცვლებადი ტოკენების გარშემო მარტივი ასახსნელია - ყოველი ახალი მოვლენა შესამჩნევი ხდება, ძირითადად, ხმაურის წყალობით.
NFT აჩენს ახალ ინტერესს და ხელოვნებაში „ახალი ესთეტიკა“ შეაქვს, ამასთანავე ფიზიკური ხელოვნების სამყაროში ტრადიციული შუამავლებისა და გადამოწმების პროცესების გვერდის ავლის საშუალებას იძლევაამბობს Sotheby's-ის გენერალური დირექტორი ჩარლზ სტიუარტი
კრიპტოენთუზიასტებისა და მსხვილი კაპიტალის მქონე პირების მიერ NFT-ების ინტეგრირება და გავრცელება ძალზე დამაიმედებელია. ამ ფაქტს აუდიტორია იმ აზრამდე მიჰყავს, რომ ეს არ არის მხოლოდ გართობა და თამაში და არანაირი კრიპტო-ბუშტი სულაც არ არის, არამედ ნაბიჯია ახალ რეალობაში.