OPNX: $1,26-ის ბრუნვის მქონე რევოლუციური ბირჟა

ფოტო - OPNX: $1,26-ის ბრუნვის მქონე რევოლუციური ბირჟა
OPNX — Three Arrows Capital-ის (3AC) დამფუძნებლების კაილ დევისისა და სუ ჩჟუს ახალი პროექტია, რომელმაც მუშაობა 4 აპრილს ნატიური ტოკენის, FLEX-ის დარიგებით დაიწყო. მაგრამ დიდი მიღწევებით ბირჟა ვერ დაიტრაბახებს - საცალო და ფიუჩერსულ ბაზრებზე ვაჭრობამ 24 საათში მხოლოდ $1,26 შეადგინა, ხოლო პროექტის ტოკენი 28%-ით დაეცა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა არის ასეთი დაბალი მაჩვენებლების მიზეზი: მარკეტინგის პრობლემები, მოთხოვნის არარსებობა ან უბრალოდ ბედის ირონია?  OPNX-ის გენერალური დირექტორი ლესლი ლემბი ჯერჯერობით ამ სიტუაციაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს. 

პლატფორმის შესაქმნელად სი ჩჟუ და კაილ დევისი პრობლემური ბირჟის,  CoinFLEX-ის ხელმძღვანელობასთან გაერთიანდნენ. გასულ წელს დევისმა განაცხადა, რომ OPNX შიდა მარკეტმეიკერებს არ გამოიყენებს. ეს გადაწყვეტილება, მისი აზრით, ლიკვიდურობაზე არანაირად არ იმოქმედებს, რადგანაც ის „აგურ-გურ“  აშენდება. შესაბამისად, OPNX-ის დამფუძნებლებს სურთ, რომ ის პრობლემები აიცილონ თავიდან, რომლებიც თავის დროზე გაკოტრებულმა კრიპტობირჟამ,  FTX-მა გადაიტანა. მაგრამ ვაჭრობის დღევანდელ მოცულობის თუ გავითვალისწინებთ, თავის ლიკვიდურობას ბირჟა „ნამცეც-ნამცეც“ აშენებს.                                                                                                
უნდა აღინიშნოს, რომ OPNX-ს ჯერ არ დაუწყია  გაკოტრებულ ბირჟებთან დაკავშირებული მოთხოვნის უფლებებით დაპირებული ვაჭრობა.   შესაძლოა, ამ ინოვაციური ფუნქციის ამოქმედებამ ბირჟაზე სიტუაცია გააუმჯობესოს. მხოლოდ დრო გვაჩვენებს, შეძლებს თუ არა OPNX თავისი დამფუძნებლების წინა წარუმატებლობების  ფერფლისგან აღდგეს და მართლაც რაღაც რევოლუციური განახორციელოს.

GC
GN Crypto
ავტორი