მასკმა Twitter-ის ლოგო Shiba Inu-ს გამოსახულებით ჩაანაცვლა

ფოტო - მასკმა Twitter-ის ლოგო Shiba Inu-ს გამოსახულებით ჩაანაცვლა
არა, ეს საპირველაპრილო ხუმრობა არ არის. უფრო მორიგი პროვოკაციაა ილონ მასკისგან ტვიტერში.
ტვიტერში ჩამოცხა.
 
Tesla-სა და Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა Twitter-ში ღილაკი “მთავარ გვერდზე” შეცვალა და მის ნაცვლად შიბა ინუს ძაღლის მიმი განათავსა, რომელიც Doge-ის კრიპტოვალუტაზეა გამოსახული.

ამ ამბავს ბაზარი მაშინვე გამოეხმაურა. CoinMarketCap-ის მონაცემებით, Dogecoin-ის ფასი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 25,47%-ით გაიზარდა.
წყარო: Coinmarketcap

წყარო: Coinmarketcap

 შედეგად, ტვიტერზე ყველაზე ტრენდული #Dogecoin და #Dogecointothemoon ჰეშთეგები გახდა, Dogecoin-ის ოფიციალურმა ანგარიშმა კი მასკის არაორაზროვანი განცხადების რეტვიტი გააკეთა იმის თაობაზე, თუ ვის ეძღვნება ეს ცვლილება.
წყარო: Dogecoin’s Twitter

წყარო: Dogecoin’s Twitter

თუმცა, ამბავი ამით არ დასრულებულა, რადგან Shiba Inu-ს ავატარებს იყენებს არა მხოლოდ კრიპტოვალუტა Dogecoin, არამედ NAFO-ც (North Atlantic Fella Organization) - ინტერნეტ-საზოგადოება, რომელიც Twitter-ზე რუსულ პროპაგანდასა და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ დეზინფორმაციას ებრძვის.
წყარო: Max Ircobo-ის ტვიტერი

წყარო: Max Ircobo-ის ტვიტერი

წყარო: NAFO Delta Force

წყარო: NAFO Delta Force

მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, Twitter-ში რამდენიმე ანგარიში Shiba Inu-ს ავატარით ავრცელებს სხვადასხვა მიმებს, რომლებიც ე.წ. "ვატნიკებზე" არის მიმართული. ეს ტერმინი გამოიყენება მგზნებარე პრორუს მხარდამჭერებთან მიმართებაში, რომლებიც ობიექტურ რეალობას “კოპიუმით” ცვლიან. 
 
ამ ცვლილებებს წინ უძღოდა მასკის განცხადება, რომ მას სურდა Twitter-ი ექცია ფინანსურ ცენტრად, სადაც მომხმარებლებს ერთმანეთისთვის ფულის გაგზავნა და დეპოზიტებზე პროცენტის მიღება შეეძლებოდათ.

მანამდე Gagarin News წერდა, რომ LunarCrush და SpaceX მთვარეზე საფულის გასაღების გაგზავნას აპირებენ, რომელშიც 62 ბიტკოინი ( 1,7 მილიონი დოლარი) ინახება.