Paradigm: SEC-ი Coinbase-ს შეუძლებელს სთხოვს
ამერიკულმა ვენჩურული კაპიტალის კომპანია Paradigm-მა გამოაქვეყნა ახალი სტატია. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ის SEC-ს მოეწონოს.
Paradigm-მა, რომელიც პოზიციონირებს, როგორც მოწინავე ტექნოლოგიების კვლევაზე ორიენტირებული საინვესტიციო ფირმა, ისაუბრა აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიის (SEC) გადაწყვეტილებაზე ტერმინი „ბირჟის“ ხელახალი განსაზღვრის შესახებ.
კომპანიამ SEC-ის მიდგომას უწოდა სახიფათო კანონწარმოება და განაცხადა, რომ კომისია არამართლზომიერად ცდილობს დაიმორჩილოს ყველა კრიპტოპლატფორმა, მათ შორის DEX და დაარეგულიროს ისინი ფასიანი ქაღალდების ბირჟების მსგავსად.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ SEC ცდილობს დეცენტრალიზებულ ბირჟებს თავს მოახვიოს ეგრეთ წოდებული ჰობსონის არჩევანი რომელიც გულისხმობს არჩევანის მოჩვენებით თავისუფლებას რეალური ალტერნატივის არარსებობის შემთხვევაში.
ავტორებმა ასევე აღნიშნეს, რომ SEC-ი მანამდე მოითხოვდა Coinbase-სგან ფასიანი ქაღალდების ბირჟად დარეგისტრირებას, თუმცა ეს იმ დროს შეუძლებელი იყო.
„როგორც ჩვენი შენიშვნებიდან ჩანს, მარეგულირებელი კომისიის წინადადება ბევრად სცილდება SEC-ის ნორმატიულ უფლებამოსილებას და არღვევს ადმინისტრაციული პროცედურების კანონს, რომელიც შექმნილია ამერიკელი ხალხის ავტოკრატიისგან და ბიუროკრატების ახირებისგან დასაცავად. ამიტომ, ეს წინადადება დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას“, - ნათქვამია სტატიაში.
Paradigm-მა ასევე განმარტა განსხვავება DEX-სა და ტრადიციულ ბირჟებს შორის. კომპანია აცხადებს, რომ დეცენტრალიზებული პლატფორმები არ აკმაყოფილებს ბირჟის განმარტების ძირითად მახასიათებლებს.
”DEX-ებში, რომლებიც იყენებენ ავტომატიზირებულ მარკეტმეიკერებს, არ მოიაზრება შუამავლობა მყიდველებსა და გამყიდველებს შორის. ისინი იყენებენ ალგორითმს კრიპტოაქტივების ბალანსის შესანარჩუნებლად, რომლებზეც პოტენციურ მყიდველებს ან გამყიდველებს აქვთ თავისუფალი წვდომა“, - წერენ ავტორები.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ DEX-ებს არ აქვთ ცენტრალური მმართველობითი ორგანო, რომელსაც შეუძლია კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღება. ამის ნაცვლად, ბირჟები იყენებენ თვითშესრულებად კოდს, რომლის შეცვლა ან ჩასწორება შეუძლებელია.
კომპანია აცხადებს, რომ SEC-ის მცდელობა ხელახლა განსაზღვროს ტერმინი „ბირჟა “ არის უბრალო ახირება, რომელიც საბოლოოდ შეიძლება გავრცელდეს ისეთ სერვისებზე, როგორიცაა Bloomberg-ის შეტყობინებების სერვისი.
ზოგადად, ავტორების აზრით, SEC-ის ყველა ეს ქმედება არის დაუსაბუთებელი და ჩასავარდნად განწირული.
ჩვენ ადრე ვწერდით Web3-შემუშავების ოპტიმისტურ შედეგებზე.