Polyhedra Network: ტესტნეტის გზამკვლევი და მიმოხილვა

ფოტო - Polyhedra Network: ტესტნეტის გზამკვლევი და მიმოხილვა
ვიდრე ბაზარი დაკავებულია დისკუსიებით მიმ-ტოკენებზე, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს იმაზე, თუ სად შეგიძლიათ რეალურად მოგების ნახვა და გამოცდილების მიღება.პროექტი ტესტნეტის სტადიაზეა. გზამკვლევი დაგეხმარებათ სწრაფად გადახედოთ აქტივობებს. როგორც Aptos-ის სატესტო NFT-ს მინტის გამოცდილება აჩვენებს, პროექტში მინიმალური აქტივობებიც კი შეიძლება დაჯილდოვდეს.
პროექტის დეველოპერების თქმით, Polyhedra Network ქმნის ახალი თაობის ინფრასტრუქტურას Web3 თავსებადობის, მასშტაბირობისა და კონფიდენციალურობისთვის Zero-knowledge proof ტექნოლოგიის გამოყენებით.

პროექტი დაფინანსდა ისეთი ფონდებიდან, როგორიცაა Binance Labs, Polychain Capital და Animoca Brands. საერთო ჯამში 25 მილიონი დოლარი შეგროვდა.
ფონდები და მათი ინვესტიციების ოდენობა Polyhedra Network-ში. მონაცემები cryptorank.io-ს საიტიდან

ფონდები და მათი ინვესტიციების ოდენობა Polyhedra Network-ში. მონაცემები cryptorank.io-ს საიტიდან

2023 წლის 4 მაისს გუნდმა გამოაცხადა zkBridge-ის ძირითადი ქსელის ალფა-ვერსიის გაშვების შესახებ zkBridge.com-ზე. შესაბამისად, არსებობს შანსი, ვისარგებლოთ მათი გადაწყვეტილებით ადრეულ ეტაპზე,  პროექტის ადრეული მომხმარებლის სტატუსი მივიღოთ და შემდგომში დროპს დაველოდოთ.

ვამატებთ ქსელებს

  • ვაკავშირებთ ჩვენს MetaMask საფულეს ChainList.org-თან და ვამატებთ Binance Smart Chain Mainnet, Polygon Mainnet, Fantom Opera და Avalanche C-Chain-ს.

როგორ დავამატოთ ქსელები სწორად. ChainList.org

როგორ დავამატოთ ქსელები სწორად. ChainList.org

ვავსებთ საფულეს

  • ვავსებთ ჩვენს MetaMask საფულეს Binance Smart Chain-ის (BEP20) ქსელში ნებისმიერი მოსახერხებელი გზით 10-13 დოლარით.

ვიღებთ სატესტო ტოკენებს

  • ჩვენ უნდა შევიზინოთ დაახლოებით $2-ის ღირებულების რამდენიმე MATIC ტოკენი. მაგალითისთვის, ამ ხიდს გამოვიყენებთ (დაბალი საკომისიოების გამო). შეგიძლიათ გადარიცხოთ MATIC ბირჟიდან ან გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა ხიდი.
ხიდი ტოკენების გასაცვლელად. წყარო: Router.via.exchange

ხიდი ტოკენების გასაცვლელად. წყარო: Router.via.exchange

NFT გადაგვაქვს BNB Chain-დან Polygon-ზე

  • მივყვებით ბმულს, ვაკავშირებთ საფულეს, ვირჩევთ Binance Smart Chain ქსელს და ვაჭერთ ღილაკს NFT Faucet.
მოთხოვნა NFT-ს მიღებაზე. წყარო: zkbridge.com

მოთხოვნა NFT-ს მიღებაზე. წყარო: zkbridge.com

  • ვირჩევთ BNB Chain და ვაჭერთ ღილაკს Request
  • ჩვენ ვუბრუნდებით NFT ჩანართს. ვირჩევთ ქსელს, ვაჭერთ ღილაკს Import my NFT და ჩვენს დამინტულ  NFT-ს ვირჩევთ.
NFT-ების იმპორტი. წყარო: zkbridge.com

NFT-ების იმპორტი. წყარო: zkbridge.com

  • ამის შემდეგ ვაჭერთ ღილაკს Confirm import, Receiver Blockchain-ის ველში ვირჩევთ Polygon-ს და ღილაკს Next.
Polygon-ის ქსელის არჩევა. წყარო: zkbridge.com

Polygon-ის ქსელის არჩევა. წყარო: zkbridge.com

  • ოდნავ დაბლა, ვაჭერთ Step 1-ს და შემდეგ Step 2-ს
NFT ტრანსფერის დადასტურება. წყარო: zkbridge.com

NFT ტრანსფერის დადასტურება. წყარო: zkbridge.com

  • ვიღებთ NFT-ს Polygon-ის ქსელში: ვაჭირთ ღილაკს Claim. MetaMask შემოგვთავაზებს ქსელის შეცვლას, ვცვლით მას და ტრანზაქციას ხელს ვაწერთ.
NFT კლეიმი Polygon-ის ქსელში. წყარო: zkbridge.com

NFT კლეიმი Polygon-ის ქსელში. წყარო: zkbridge.com

NFT გადაგვაქვს BNB Chain-დან Avalanche-ზე

  • წინა მანიპულაციების მაგალითზე ვიმეორებთ მოქმედებებს: ვაახლებთ გვერდს → ვირჩევთ ქსელს Binance Smart Chain და ვაჭერთ ღილაკს NFT Faucet.
  • ვირჩიევთ BNB Chain და ვაჭერთ ღილაკს Request
  • ვუბრუნდებით ჩანართს NFT → Import my NFT → ვირჩევთ ჩვენს NFT-ს და ვაწკაპუნებთ Confirm
  • ყურადღება! ახლა Receiver Blockchain- ში ვირჩევთ ქსელს Avalanche, ვაჭერთ Next → Step 1 → Step 2
  • Claim, ხელს ვაწერთ ტრანზაქციას და მის დამუშავებას ველოებით

ვქმნით ჩვენს NFT-ს და ის Fantom-ის ქსელში გადაგვაქვს

  • ვაახლებთ გვერდს, ვაწკაპუნებთ Create an NFT (ღილაკი NFT Faucet-ის გვერდით)
  • ვირჩევთ ნებისმიერ სურათს ჩვენი კომპიუტერიდან
  • NFT-ის აღწერილობაში ვწერთ ნებისმიერ სახელს, რამდენიმე სიტყვისგან შემდგარ უწყინარ აღწერას. ვირჩევთ ქსელს  BNB Chain, დანარჩენს არ ვეხებით და ვაჭერთ ღილაკს Create
NFT-ს შექმნა BNB Chain-ზე. წყარო: zkbridge.com

NFT-ს შექმნა BNB Chain-ზე. წყარო: zkbridge.com

  • შემდეგ ფანჯარაში ვირჩევთ zkBridge for NFT
შექმნილი NFT-ს გადატანა Fantom ქსელში. წყარო: zkbridge.com

შექმნილი NFT-ს გადატანა Fantom ქსელში. წყარო: zkbridge.com

  • Receiver Blockchain-ში ვირჩევთ ქსელს Fantom, ვაჭერთ Next → Step 1 → Step 2
  • Claim, ხელს ვაწერთ ტრანზაქციას და მის დამუშავებას ველოდებით
  • ვინახავთ  წარმატებული ტრანზაქციის სკრინშოტს, სადაც მარჯვნივ ჩანს ჩვენი საფულე. მოგვიანებით დაგვჭირდება.
NFT-ს ტრანსფერის წარმატებული ტრანზაქცია BNB ქსელიდან Fantom-ში. წყარო: zkbridge.com

NFT-ს ტრანსფერის წარმატებული ტრანზაქცია BNB ქსელიდან Fantom-ში. წყარო: zkbridge.com

ვაგზავნით შეტყობინებებას

  • მივყვებით ბმულს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ყველაფერი ისე უნდა გქონდეთ არჩეული, როგორც სქრინშოტზეა. შეტყობინების ტექსტს  ვტოვებთ სტანდარტულს. ჩამოვდივართ ქვემოთ და ვაჭერთ Send a Message
შეტყობინების გაგზავნა ქსელში Polygon. წყარო: zkbridge.com

შეტყობინების გაგზავნა ქსელში Polygon. წყარო: zkbridge.com

  • ტრანზაქციის წარმატებით დამუშავების შემდეგ ვირჩევთ Send another message
ტრანზაქციის წარმატებული დამუშავება. წყარო: zkbridge.com

ტრანზაქციის წარმატებული დამუშავება. წყარო: zkbridge.com

  • ახლა ვაგზავნით BNB Chain ქსელიდან Combo Network-ში, ვაჭერთ Send message
  • ამ გზით ჩვენ უნდა გავაგზავნოთ შეტყობინებები სხვა ქსელებში, თანმიმდევრობით: BNB Chain → Fantom, BNB Chain → Gnosis Chain, BNB Chain → Moonbeam
    გადავდივართ Direct Message-ზე და ვაგზავნით შეტყობინებებს ყველა ქსელში, როგორც წინა პუნქტებში.
Direct Message-ის გაგზავნა Polygon-ის ქსელში. წყარო: zkbridge.com

Direct Message-ის გაგზავნა Polygon-ის ქსელში. წყარო: zkbridge.com

  • ვინახავთ ეკრანის ბოლო სქრინშოტს ისე, რომ ჩანდეს ჩვენი საფულე
წარმატებული ტრანზაქცია Direct Message-ის გაგზავნით. წყარო: zkbridge.com

წარმატებული ტრანზაქცია Direct Message-ის გაგზავნით. წყარო: zkbridge.com

ვტოვებთ კომენტარს

  • გადავდივართ პროექტის Discord-ზე და ვტოვებთ კომენტარს. არ დაგავიწყდეთ დაურთოთ თქვენს მიერ შენახული ორი სქრინშოტი და საფულის ნომერი, საიდანაც გაიარეთ ტესტნეტი.

ამ დროისთვის ეს არის ყველა ის აქტივობა, რისი გაკეთებაც ღირს Polyhedra Network-ში. არ დაგავიწყდეთ აქტიურად ადევნოთ თვალყური პროექტს და ჩვენს სიახლეებს, რათა არ გამოტოვოთ დროპი.