Layer3. მიზნები და ქვესტების სია ვებგვერდზე დონის მისაღწევად

ფოტო - Layer3. მიზნები და ქვესტების სია ვებგვერდზე დონის მისაღწევად
Layer3 არის პროექტი, რომელიც ცდილობს, აამაღლოს კრიპტომომხმარებლების ცოდნის დონე და ასწავლოს მათ სხვადასხვა პლატფორმებსა და ეკოსისტემებთან ურთიერთქმედება.
პროექტმა უკვე გააფორმა პარტნიორობა მსხვილ ქსელებთან, როგორიცაა Arbitrum, Optimism, Polygon, Avalanche, Ethereum და სხვა. ეს პარტნიორობები ქვესტებში გამოიხატება, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელია სხვადასხვა ქსელსა და ეკოსისტემების სერვისებთან ურთიერთქმედება. ქვესტების შესრულების შედეგად,  ვიღებთ ქულებს. რაც მეტი ქულა გაქვთ, მით უფრო მაღალი იქნება თქვენი დონე ვებგვერდზე. თავის მხრივ, რაც უფრო მაღალია დონე, მით უფრო მაღლა ხართ ამ პლატფორმის მომხმარებლების რეიტინგში. ზოგიერთი ქვესტისთვის შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ჯილდოები NFT-ების სახით, რომლებიც შეგიძლიათ შეინახოთ, ან გაყიდოთ მეორად ბაზარზე.
 
Layer3 არის შესანიშნავი გადაწყვეტილება რეტროდროპებზე  მონადირეებისთვის. პირველ რიგში, თქვენ მიიღებთ შესანიშნავ აქტივობას თქვენი საფულეების "გასახურებლად", როდესაც ახორციელებთ ურთიერთქმედებას ბევრ პროტოკოლთან. მეორეც, ეს არის პოტენციური რეტროდროპი თავად Layer3-ის პლატფორმისგან.

შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ Layer3-ის პლატფორმა, არის პროექტ Arbitrum-ის ბოლო დროპი. დროპის ერთ-ერთი კრიტერიუმი ტრანზაქციების რაოდენობა იყო. მან, ვინც Layer3-ზე Arbitrum-ის ქსელთან დაკავშირებულ  ქვესტები შეასრულა, თავისი დროპი მიიღო.

რატომ უნდა მიაღწიოთ, სულ მცირე, მე-5 დონეს

ეს არის პირველი გარდამავალი წერტილი ჩანართში "მიღწევები". სწორედ ამას აიღებს ათვლის წერტილად პროექტი შესაძლო რეტროდროპის განაწილებისას. ამჟამად, მე-5 დონე გაძლევთ საშუალებას, შეუერთდეთ Layer3-ის პირველ 75 000 მომხმარებელს. ზოგადად, მომხმარებელთა საერთო რიცხვი დაახლოებით 350 000 იქნება. მაგრამ უმჯობესია, არ გაჩერდეთ და სხვა ქვესტებიც შეასრულოთ, რითაც თქვენს დონეს  გაზრდით. მე-10 დონე საშუალებას მოგცემთ, მოხვდეთ პლატფორმის ტოპ 35 000 მომხმარებლის სიაში.
 
ჩვენ მოვამზადეთ თქვენთვის ქვესტების სია, რომელთა გავლის შემდეგ, შეგიძლიათ მე-5 დონეს მიაღწიოთ. ამ ქვესტების გავლა აბსოლუტურად უფასოა და გამოიყენება მხოლოდ ვებგვერდზე დონის ასამაღლებლად. თუ გსურთ, მიიღოთ უფრო მაღალი დონე და "გაახუროთ" თქვენი საფულე სხვა ქსელებში, სხვა ქვესტებიც უნდა შეასრულოთ.
 
გამოკითხვები შეიძლება გაიაროთ ცდებისა და შეცდომის მეთოდით, ზოგიერთი დავალება კი უბრალოდ გამოტოვოთ.

ქვესტების სია 5+ დონის მისაღებად:


რბ