ექსცენტრული წყვილი PostFinance & Sygnum კრიპტოში მიდის!

ფოტო - ექსცენტრული წყვილი PostFinance & Sygnum კრიპტოში მიდის!
უმსხვილესი შვეიცარიული საცალო ფინანსური დაწესებულება PostFinance და ციფრული აქტივების პირველი ბანკი Sygnum გაერთიანდნენ, რათა თავიანთი მომხმარებლებისთვის რეგულირებადი კრიპტოვალუტური სერვისები უზრუნველყონ. პარტნიორობა მოიცავს ტრადიციულ ფინანსებსა და ციფრულ აქტივებს, რაც საბანკო ინდუსტრიისთვის კრიპტოვალუტასთან ხელიხელჩაკიდებულ მომავალს წინასწარმეტყველებს.
მათი თანამშრომლობის წყალობით, 2,5 მილიონზე მეტი კლიენტი შეძლებს შეიძინოს, შეინახოს და ივაჭროს ისეთი პოპულარული კრიპტოვალუტებით, როგორიცაა Bitcoin და Ethereum. და ეს ყველაფერი ოფიციალურად, სათანადო მომსახურებით! კოლაბორაციის მიზანია უფსკრულის გადალახვა ტრადიციულ საბანკო სერვისებსა და კრიპტოვალუტების სამყაროს შორის, რომელიც მუდმივად ვითარდება და ახალ ჰორიზონტებს ხსნის.   
 
Sygnum-ის ნოვატორული საბანკო პლატფორმა B2B–ის დახმარებით, PostFinance არსებულ ინფრასტრუქტურაში ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული პროდუქტებისა და სერვისების ახალი ასორტიმენტის ინტეგრირებას შეძლებს. ეს ურთიერთობა, სავარაუდოდ, ორივე ფინანსურ ინსტიტუტს მისცემს მოგების გაზრდის საშუალებას, მაგალითად, სტეიკინგის, ან კრიპტოვალუტის ბაზარზე ორიენტირებული სხვა სერვისების მეშვეობით.

GC
GN Crypto
ავტორი