საჯარო და პირადი გასაღებები კრიპტოვალუტაში

ფოტო - საჯარო და პირადი გასაღებები კრიპტოვალუტაში
საჯარო და პირად გასაღებებთან შეხება ყველა ტრეიდერსა და ჰოლდერს მუდმივად აქვს, როდესაც ისინი კრიპტოვალუტას ყიდულობენ, ინახავენ, ან ცვლიან. ყოველ ჯერზე, ყოველი ახალი აქტივისთვის საჯარო და პირადი გასაღებების ცალკე წყვილი გენერირდება, რომლებიც მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს.
ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები ღია კოდის მქონე კრიპტოგრაფიულ ალგორითმებზეა დაფუძნებული და ყოველთვის იყენებს გასაღების წყვილს: საჯაროს (ღია, გამოიყენება იდენტიფიკაციისთვის) და პირადს (კონფიდენციალური, გამოიყენება ავთენტიფიკაციისა და მონაცემთა დაშიფვრისთვის).
საჯარო და პირადი გასაღებების ძირითადი დანიშნულება

საჯარო და პირადი გასაღებების ძირითადი დანიშნულება

ბლოკჩეინის მეშვეობით მონაცემთა გადაცემის პროცედურას შემდეგი ალგორითმი აქვს:

  • „საჯარო/პირადი გასაღების“ წყვილის გენერაცია კონკრეტული ალგორითმის გამოყენებით (თითოეული კრიპტოვალუტისთვის ის განსხვავებულია), ასევე SEED-ფრაზები საფულეზე წვდომის აღსადგენად.
  • ელექტრონული ხელმოწერის შექმნა და შემოწმება. შეტყობინების ხელმოსაწერად პირადი გასაღები გამოიყენება, საჯარო გასაღებს კი ხელმოწერის შემოწმების ფუნქცია აქვს.
  • შეტყობინებების დაშიფვრა და გაშიფვრა. შეტყობინების დაშიფვრა საჯარო გასაღებით ხდება, გაშიფვრა კი - პირადი გასაღებით.

კრიპტოვალუტის გადარიცხვა

როდესაც მონეტების გადარიცხვაა საჭირო, მაგალითად ბიტკოინის, გამგზავნი მიმღებისგან მისი BTC საფულის საჯარო გასაღებს ითხოვს. საჯარო გასაღები გადახდის რეკვიზიტიც არის, რომელიც საფულის მისამართია და გზავნილების მისაღებად გამოიყენება. მისი გადაცემა QR კოდის სახითაც მოსახერხებელია. ამის შემდეგ გამგზავნი „მიმღების მისამართის“ ველში საჯარო გასაღებს წერს (უფრო ხშირად copy-paste-ით), გადარიცხვისა ოდენობასა და საკომისიოს უთითებს, ტრანზაქციას თავისი პირადი გასაღებით აწერს ხელს და გადარიცხვას აგზავნის.
"მისამართის" ველში მიმღების საჯარო გასაღები უნდა შეიყვანოთ

"მისამართის" ველში მიმღების საჯარო გასაღები უნდა შეიყვანოთ

საფულის მისამართი

როგორც ბანკები ანგარიშის ნაშთების გასაკონტროლებლად ანგარიშის ნომრებს იყენებს, საჯარო ბლოკჩეინ გარემოშიც საფულის მისამართები გამოიყენება. 

ბიტკოინის საფულის მისამართი ასოებისა და რიცხვების გრძელი სტრიქონისგან შედგება, რომელიც 26-დან 35 სიმბოლომდე მერყეობს და როგორც წესი, 1, 3 ან bc1-ით იწყება. სხვა კრიპტოვალუტების შემთხვევაში მისამართის ფორმატი განსხვავებულია - თითოეული მონეტისთვის ის უნიკალური ალგორითმის მიხედვით გენერირდება.

საჯარო და პირადი გასაღებების ფორმატი

საჯარო და პირადი გასაღებების ფორმატი შემთხვევით გენერირებული ასოებისა და ციფრებისგან შედგება, რომლებიც ორ მხარეს შორის მონეტების უსაფრთხო გაცვლისთვის, შესაბამისი ალგორითმის მიხედვით არის ჩამოყალიბებული.

პირადი გასაღები უფრო გრძელია და მისი გამოყენება ტრანზაქციის ლეგიტიმაციას ახდენს და აქტივებზე გამგზავნის საკუთრების უფლების ვერიფიკაციას ახდენს. ეს ხელმოწერა ტრანზაქციის დამუშავების დასადასტურებლად გამოიყენება და მისი გაგზავნის შემდეგ ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას გამორიცხავს.

კასტოდიალური საფულეების შემთხვევაში აქტივების გადაგზავნის პროცედურა ოდნავ უფრო ადვილია. ყველა კასტოდიანი (მაგალითად, ცენტრალიზებული ბირჟები) პირად გასაღებებს ქმნის და თავისთან ინახავს. როდესაც მომხმარებელი მონეტებს ასეთი საფულიდან აგზავნის, გადახდის სცენარი ტრანზაქციას პირადი გასაღებით ავტომატურად აწერს ხელს (მფლობელისთვის ფაქტობრივი გამჟღავნების გარეშე), რითაც "აცნობებს" ქსელს, რომ ამ მომხმარებელს სახსრების გადარიცხვის უფლებამოსილება აქვს.

ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ პირადი გასაღები თქვენს სახსრებზე წვდომაა, ასე რომ, უსაფრთხოების მიზნით, უცხო პირებს ის არასოდეს გაუმხილოთ!

პირადი გასაღები საჯარო გასაღების მათემატიკურად დასადგენად გამოიყენება. (ქსელისა და საკონტროლო ოდენობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად) შემდეგ, ჰეშ-ფუნქციის დახმარებით, ის მისამართად გარდაიქმნება, რომელიც სხვა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია. მომხმარებელი გამგზავნისგან მონეტებს იღებს, რაც საჯარო გასაღების ჰეშირების შედეგია. 

ალბათ, გაგიჩნდებათ ლოგიკური კითხვა: თუ საჯარო გასაღები  პირადიდან არის მიღებული, ხომ არ შეუძლია ვინმეს, შექმნას საპირისპირო გენერატორი, რომ ამ გზით პირადი გასაღები გამოთვალოს და აქტივები მოიპაროს?

კრიპტოვალუტები ამ პრობლემას რთული მათემატიკური ალგორითმის გამოყენებით აგვარებს. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა პირადიდან საჯარო გასაღების ადვილად გენერირებას უშვებს, საპირისპირო შედეგის მისაღწევად ალგორითმის შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელია. 

საპირისპირო პროცესის შესრულების მექანიზმი იმდენად რთულია, რომ მსოფლიოს ყველაზე მძლავრ კომპიუტერსაც კი ასეთი გაანგარიშებისთვის 4 ტრილიონ წელზე მეტი დასჭირდება.

დასკვნა

როგორც ვხედავთ, საჯარო და პირადი გასაღებების გამოყენებისას, ყველა კრიპტოვალუტისთვის უსაფრთხოების ერთიანი წესები მოქმედებს:

  • SEED-ფრაზა ბლოკჩეინში არასოდეს იგზავნება;
  • პირადი გასაღები ქსელით არასოდეს იგზავნება;
  • საჯაროდან პირადი გასაღების გამოთვლა პრაქტიკულად შეუძლებელია;
  • დანერგილია ალგორითმული სტაბილურობის სისტემა.


კრიპტოვალუტების ბევრი მფლობელი პირადი გასაღებებისა და SEED-ფრაზების დაცვას დიდ ყურადღებას არ აქცევს და ძირითადად საფულის, ან ანგარიშის პაროლის იმედადაა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბევრი კომპიუტერული ვირუსი სწორედ პირადი გასაღებების მოსაპარად იქმნება, ამიტომ მათი შენახვა კომპიუტერებზე, ან სმარტფონებზე რეკომენდებული არ არის.

კრიპტოგრაფიული გასაღებების უსაფრთხოდ შესანახად, ყველაზე სასურველი ვარიანტი სპეციალიზებული მოწყობილობებია, როგორიცაა აპარატული საფულე, ან დაცული ფლეშ დრაივი, რომელზედაც ინფორმაცია დაშიფრული სახით ინახება.

არ დაგავიწყდეთ, რომ აქტივებზე პასუხისმგებელი მხოლოდ მათი მფლობელია, ამიტომ ფრთხილად და ფხიზლად იყავით!