ჩაიცვი წითელი ფეხსაცმელი და იცეკვე ბლუზი: "Let's Dance" NFT ხდება

ფოტო - ჩაიცვი წითელი ფეხსაცმელი და იცეკვე ბლუზი: "Let's Dance" NFT ხდება
არაჩანაცვლებადი ტოკენები (NFT) აგრძელებენ არტ-სცენაზე “ცეცხლის დანთებას”. ამჯერად, ყურადღების ცენტრში ლეგენდარული გარდაცვლილი მუსიკოსი, "Space Oddity"-ის ავტორი დევიდ ბოუი აღმოჩნდა.
დევიდ ბოუი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ თავს მაინც გვახსენებს.

27 აპრილის ტვიტში Web3-სტარტაპის, Gala Games-ის შვილობილმა კომპანიამ Gala Music დევიდ ბოუის საკულტო, 1983 წლის კომპოზიციის "Let's Dance" გამოშვება დააანონსა.  

"ჩაიცვი წითელი ფეხსაცმელი და იცეკვე ბლუზი! Let's Dance-ის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩვენ გამოვაქვეყნებთ  #DavidBowie-ის საკულტო ტრეკის უცნობ ვერსიას, რომლისგან მიღებული შემოსავალი @MusiCares-ს გადაეცემა", - ნათქვამია ტვიტში.
წყარო: Gala Music-ის ტვიტერი

წყარო: Gala Music-ის ტვიტერი

მუსიკალურ პროდიუსერ ლარი დვოსკინთან და საგამომცემლო კომპანია Warner-Chappell Music-თან თანამშრომლობით შექმნილი ტრეკი ხელმისაწვდომი იქნება პრინციპით "გადაიხადე, რამდენიც გინდა", ხოლო შემოსავალი გადაეცემა საქველმოქმედო ფონდს MusiCares, რომელიც მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებს სამედიცინო და სოციალურ მომსახურებას სთავაზობს. 

გარდაცვლილი დევიდ ბოუი არ არის უცხო NFT ბაზრისთვის.

2022 წელს Bowie Estate-მა OpenSea, We Love the Arts, Web3 სტარტაპის We Few Group-ის არტ მენეჯერ ენდრიუ დ. კელერთან და კინოპროდიუსერ ხოაკინ აკრიჩთან პარტნიორობით, გამოუშვა Bowie on the Blockchain

პროექტი გეგმავს მოგების 100% გადასცეს CARE-ს, სადაც ბოუის მეუღლე იმანი პირველი გლობალური ადვოკატია.

კოლექციაში წარმოდგენილია 15 NFT. ყველაზე იაფი, "The Transcended by Defaced", $7.27-ად არის ხელმისაწვდომი. ყველაზე ძვირი NFT "ცხოვრება მარსზე" Pussy Riot-ისგან, $141,26 ღირს. 

მანამდე Gagarin News წერდა, რომ Candy Digital და Getty Images წარსულის ლეგენდარული მუსიკოსების NFT ფოტოარქივების შესაქმნელად გაერთიანდნენ.

შემოქმედებითი პარტნიორობა Exposure: by Getty Images & Candy-ის  ერთ-ერთი ეტაპი გახდა NFT კოლექცია, რომელიც XX საუკუნის 70-იანი წლების მუსიკასა და კულტურას მიეძღვნა.